ზეინა აქარი
ზეინა აქარი (არაბ. زينة عكر)—ლიბანის სახელმწიფო მოღვაწე, ვიცე პრემიერი და თავდაცვის მინისტრი 2020 წლის 21 იანვრიდან.[1]
ზეინა აქარი زينة عكر | |
ლიბანის ვიცე პრემიერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 21 იანვარი 2020 |
პრემიერ-მინისტრი | ჰასან დიაბი |
წინამორბედი | ჰასან ჰასბანი |
ლიბანის თავდაცვის მინისტრი | |
პრემიერ-მინისტრი | ჰასან დიაბი |
წინამორბედი | ილიას ბუ სააბი |
დაბადებული | 1964 ლიბანი |
განათლება | ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი |
რელიგია | ქრისტიანი მართლმადიდებელი |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებაზეინა აქარი დაიბადა კორეში—ჩრდილოეთ ლიბანის გუბერნიაში 1975 წელს. დაამთავრა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი . მიღებული აქვს სოციალურ მეცნიერებათა ხარისხი. 1998 წელს მან და მისმა მეუღლემ დააარსეს სოციალური და კულტურული განვითარების ასოციაცია (INMA), არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელის საქმიანობა უკავშირდება საგანმანათლებლო სამედიცინო და ეკონომიკურ მომსახურებას კეფრაიასა და ლიბანში. ზეინა აქარი იყო აღმასრულებელი დირექტორი მისი მეუღლის მიერ დაფუძნებული კვლევითი და საკონსულტაციო ფირმისა Information International.
2020 წლის 21 იანვარს ზეინა აქარი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად და ვიცე პრემიერად. იგი ექვსი ქალიდან ერთ – ერთია, რომელიც შევიდა ახალი მთავრობის ოცკაციანი კაბინეტის შემადგენლობაში პრემიერ მინისტრ ჰასან დიაბის ხელმძღვანელობით. ზეინა აქარი ქვეყნის პირველი თავდაცვის მინისტრი ქალია და პირველი თავდაცვის მინისტრი ქალი არაბულ სამყაროში. ლიბანის სამთავრობო კაბინეტში ექვსი ქალის დანიშვნას იუმორით და უკმაყოფილებით შეხვდნენ. ამასთან, მდგომარეობა შეიცვალა შემდეგ ეტაპზე, როდესაც ზეინა აქარმა გამოავლინა გამორჩეული მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები.
აქარს არ აქვს თავდაცვისა და სამხედრო სფეროში მუშაობის გამოცდილება. იგი დაადანაშაულეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიის წევრობაში, მაგრამ წყაროებმა ეს უარყვეს და აღნიშნეს, რომ მას პარტიული ისტორია არ ჰქონდა და არჩეული იყო პრეზიდენტ მიშელ აუნის მიერ. იურისტმა იმად ალ-ჰოუთმა განაცხადა: ”აშკარაა, რომ მინისტრების, თავდაცვის მინისტრის ჩათვლით, არჩევა ეფუძნებოდა არა ეფექტურობას, არამედ ერთგულებას”. კაბინეტი მთლიანობაში შეფასდა "ტექნოკრატიულად".[2][3]
2020 წლის 23 იანვარს ფიცის დადების ცერემონიალზე აკარმა ისაუბრა ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვის უფლებებსა და მთავრობაზე ზეწოლაზე, ასევე მთავრობის პასუხისმგებლობაზე, რომ იმოქმედოს ხალხის საუკეთესო ინტერესებისთვის. მისი თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლაა.[4][5]
2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების გამო, ზეინა აქარი იძულებული გახდა 10 აგვისტოს თანამდებობა დაეტოვებინა საპროტესტო აქციების ფონზე. მოსახლეობა მთავრობას დაუდევრობასა და არაეფექტურ მმართველობაში ადანაშაულებდა. ზეინა აქარის გადაყენებას მოჰყვა პრემიერ მინისტრის ჰასან დიაბისა და მისი მთავრობის გადადგომა. ჰასან დიაბის თქმით, ბეირუთში მომხდარი აფეთქება და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საყოველთაო კორუფციის შედეგი იყო. პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, რომ გამოძიება გამჭვირვალე იქნებოდა და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯებოდა. მთავრობამ გააგრძელა მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე.[6]
პარტიულობა
რედაქტირებაწევრია პარტიის — „თავისუფალი პატრიოტული მოძრაობა“ (დამფუძნებელი ლიბანის ახლანდელი პრეზიდენტი მიშელ აუნი)
რელიგია
რედაქტირებაპირადი ცხოვრება
რედაქტირებაზეინა აქარი ბერძენი მართლმადიდებელია. ის დაქორწინებულია სუნიტ ბიზნესმენსა და კოლექციონერ ჯავად ადრაზე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ კვლევით კომპანიას უდგას სათავეში. ჯავად ადრამ 2018 წელს ააგო ნაბუს მუზეუმი არტეფაქტებით, რომელთაგან უმეტესობა მისი პირადი კოლექციიდანაა. ზეინა აქარი და ჯავად ადრა დაქორწინდნენ კვიპროსზე, რადგან როგორც ქრისტიანსა და მუსლიმს, არ შეეძლოთ ქორწინება დაერეგისტრირებინათ ლიბანში.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ زينة عكر.. أول وزيرة دفاع عربية (არაბ.)
- ↑ Rena, Nour Abdul (22 January 2020). "A New Government for Lebanon Has Finally Been Formed". The 961. Retrieved 25 January 2020.
- ↑ "Profile: Lebanon's new cabinet members, including the Arab world's first-ever female defence chief".[მკვდარი ბმული] The New Arab. 22 January 2020. Retrieved 25 January 2020.
- ↑ "New Lebanese Government Formed after 3 Months of Political Vacuum". Naharnet. 22 January 2020. Retrieved 25 January 2020.
- ↑ Khalaf, Rayana (24 January 2020). "Revolution Against Sexism: Lebanon's female ministers objectified & harassed". Step Feed. Retrieved 25 January 2020.
- ↑ "Lebanon's new defense minister is first woman in Arab world to hold post". The Times of Israel. 22 January 2020. Retrieved 25 January 2020.
- ↑ Verazzo, Simona (24 January 2020). "Prima donna ministro della Difesa nel mondo arabo: è la libanese Zeina Akar, della minoranza cristiana". Il Messaggero (იტალ). Retrieved 25 January 2020.