ზაჰედანი
ზაჰედანი (სპარს. زاهدان) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, ეს დასახლება წარმოადგენს ირანის ოსტანის სისტანი და ბელუჯისტანის ადმინისტრაციულ ცენტრს. ზაჰედანში ცხოვრობს 589 477 კაცი (2006 წლის აღწერით). დასახლების მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 1.352 მეტრს, ზაჰედანიდან 1,600 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი თეირანი, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს პაკისტანის და ავღანეთის ოფიციალური საზღვარი. ზაჰედანი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით მოქცეულია მთიან რელიეფს შორის. სწორედ აქ არის სისტანი და ბულჯისტანის უნივერსიტეტი.
ქალაქი | |
---|---|
ზაჰედანი زاهدان | |
ქვეყანა | ირანი |
მუნიციპალიტეტი | სისტანი და ბელუჯისტანი |
კოორდინატები | 29°29′00″ ჩ. გ. 60°52′00″ ა. გ. / 29.48333° ჩ. გ. 60.86667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1,352 მ |
მოსახლეობა | 589 477 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+3:30 |
სატელეფონო კოდი | 0541 |
ოფიციალური საიტი | https://zahedan.ir |
ეთნიკური თვალსაზრისით მოსახლეობის უმრავლესობაშია ბელუჩელები, რომლებიც საუბრობენ ბალუჩის ენაზე.
ზაჰედანს ეკონომიკურად ხელსაყრელი მდებარეობა უკავია, სწორედ ამ ქალაქში გადის რკინიგზა, რომლითაც ხდება დაკავშირება პაკისტანთან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის განვითარებას.