ზანდუკის ხევი
ზანდუკის ხევი — ხევი გუდამაყრის ხეობაში სოფ. ზანდუკის გასწვრივ.
ხევში მომდინარე მდინარე სათავეს იღებს შირიმის მთისა და ქვენამთის ჭიუხებთან. მას სოფელ ბოსლის სახელწოდების მიხედვით ბოსლისწყალს ეძახიან. მდინარე სოფ. კიტოხთან თორელაანთწყალს უერთდება, რის შემდეგაც იწოდება შავ, ანუ გუდამაყრის არაგვად. მონაკვეთს სოფელ ბოსელსა და თორელაანთ ადგილს შორის ზანდუკის ხევს უწოდებენ. იგი იხსენიება გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდებაში” (XIV ს.), როგორც სამართლის წიგნის მოქმედების აღმოსავლეთი საზღვარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 308.