ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2018
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები (ასევე XXIII ზამთრის ოლიმპიადა, ინგლ. 2018 Winter Olympics, ფრანგ. Jeux Olympiques d’hiver de 2018) — საერთაშორისო ასპარეზობა ზამთრის სპორტის მრავალ სახეობაში, რომელიც 2018 წლის 9-25 თებერვალს შედგა. მასპინძელი ქალაქი ფიონგჩანგი, კორეის რესპუბლიკა, 2009 წლის 15 ოქტომბერს შეარჩია 123-ე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქალაქ დურბანში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს კორეისთვის რიგირთ მეორე ოლიმპიური თამაშები იქნება. პირველი ოლიმპიური თამაშები კორეამ 1988 წელს სეულში მიიღო. რამდენიმე წლის განმავლობაში ფიონგჩანგი იბრძოდა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის, თუმცა კომიტეტის არჩევნების მიხედვით 2010 წლის ზამთრის თამაშები მან ვანკუვერს, ხოლო 2014 წლის თამაშები კი სოჭის დაუთმო.
მასპინძელი | ფიონგჩანგი, სამხრეთი კორეა |
---|---|
დევიზი | 하나된 열정. (ვნება. დაკავშირებულია.) |
მონაწილე | 92 |
სპორტსმენი | 2922 (1680 კაცი, 1242 ქალი) |
ღონისძიება | 102 სპორტის 7 სახეობაში (15 დისციპლინა) |
გახსნა | 9 თებერვალი, 2018 |
დახურვა | 25 თებერვალი, 2018 |
გამხსნელი | |
ჩირაღდანი | |
სტადიონი | ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი |
ზამთრის ზაფხულის |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Pyeongchang 2018 web site დაარქივებული 2017-11-06 საიტზე Wayback Machine.
- Pyeongchang 2018 (IOC)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: