ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი

ოლიმპიური სტადიონი სამხრეთ კორეაში

ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი (კორ. 평창 올림픽 스타디움) — დროებითი სტადიონი სამხრეთი კორეაში. აშენდა მხოლოდ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და პარალიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების სამასპინძლოდ. თამაშების დასრულების შემდეგ სტადიონი დაშალეს.

ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონი
평창 올림픽 스타디움

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია
მდებარეობა ფიონგჩანგი, სამხრეთი კორეა
კოორდინატები 37°40′01″ ჩ. გ. 128°42′21″ ა. გ. / 37.667000° ჩ. გ. 128.706000° ა. გ. / 37.667000; 128.706000
აშენდა 2014-2017
გაიხსნა 30 სექტემბერი, 2017
დაიხურა 21 მარტი, 2018
საფარი თოვლი, ყინული, ბალახი
კონსტრუქციის ღირებულება 116 მილიარდი ვონი (109 მილიონი დოლარი)
ტევადობა 35 000[1]

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობდა ქალაქ დეგვალიონგ-მიონში, ფიონგჩანგის ოლიმპიური პლაზის რაიონში, კურორტ ალპენზიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრში. სტადიონს ხუთკუთხედის ფორმა ჰქონდა და 35 000 მაყურებელს იტევდა.

აშენებული იყო 80 000 მ² ფართობის ტერიტორიაზე და ის სპეციალურად 2018 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აიგო. სტადიონის მთლიანმა ხარჯმა მისი დემონტაჟის შემდეგ 116 მილიარდი სამხრეთკორეული ვონი (109 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. სავარაუდო სიმაღლე ზღვის დონიდან 740 მეტრს შეადგენდა.

სტადიონის სიახლოვეს მდებარეობდა ოლიმპიური საგამოფენო დარბაზი, ტრადიციული საკვების ბაზრები და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა, რომელიც მემკვიდრეობის ობიექტების სახლით დარჩა და მედალ-პლაზა რომელმაც მედლებით დაჯილდოების ცერემონიებს უმასპინძლა.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატის თავდაპირველ განაცხადში, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ჩატარების ადგილად ალპენზიის ტრამპლინიდან ხტომის ცენტრი იყო დასახელებული. ეს ვარიანტი 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადის გეგმის მგავსი იყო. თუმცა, 2012 წლის ივლისში ფიონგჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ჩატარების ადგილის გეგმაში გარკვეული ცვლილებების შესახებ განაცხადა, რამაც ცერემონიების ჰოენგიეში გადატანა გამოიწვია[2]. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საორგანიზაციო საკითხები იყო. მათ არ სურდათ ოლიმპიადის მზადების პროცესში ხელი შეეშალათ ტრანპლინიდან ხტომის ვარჯიშებისათვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ცერემონიის თეატრი — დროებითი სტადიონი 1992 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის.