ზალუსკის ბიბლიოთეკა
ზალუსკის ბიბლიოთეკა ( პოლ. Biblioteka Załuskich ) — პირველი საჯარო ბიბლიოთეკა პოლონეთ -ლიტვის თანამეგობრობაში და ერთ-ერთი პირველი ევროპაში, რომელიც დაარსდა ვარშავაში 1747 წელს. მისი დამაარსებლები იყვნენ რომაელი კათოლიკე ეპისკოპოსები, ძმები — იოზეფ ანდჟეი ზალუსკი და მისი ძმა ანდჟეი სტანისლავ ზალუსკი. განთავსებული იყო ვარშავაში დანილოვიჩის სასახლის შენობაში. ზალუსკის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ეროვნული ბიბლიოთეკა იყო, რომელიც მოქმედებდა 1774 წლიდან 1795 წლამდე პოლონეთის დანაწილებამდე.
ქვეყანა | პოლონეთი |
---|---|
მდებარეობა | ვარშავა |
კერძო ბიბლიოთეკა
რედაქტირებაბიბლიოთეკა გაიხსნა 1747 წლის 8 აგვისტოს . დააარსეს ძმებმა იოზეფ ანდჟეიმ (1702-1774) და ანჯეი სტანისლავ (1695-1758) ზალუსკიმ. ძმებმა შეკრიბეს უნიკალური კოლექცია, რომელიც, ჯერ კიდევ როგორც როგორც პირადი ბიბლიოთეკა, დაკომპლექტდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სამეცნიერო ლიტერატურით.
1742 წლიდან დაწყებული, იოზეფ ზალუსკი, როგორც ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მუშაობდა ეროვნული ბიბლიოგრაფიის შექმნაზე სახელწოდებით Bibliotheca Polona magna universalis, რომელშიც შედიოდა 10 ხელნაწერი ტომი.[1]
საჯარო ბიბლიოთეკა
რედაქტირება1774 წელს იოზეფ ზალუსკის გარდაცვალების შემდეგ, ბიბლიოთეკა გახდა სახელმწიფოს საკუთრება, მიიღო სახელმწიფო ბიბლიოთეკის ოფიციალური სტატუსი და ცნობილი გახდა როგორც "ზალუსკების სახელობის თანამეგობრობის ბიბლიოთეკა".
1780 წელს თანამეგობრობის სეიმმა გამოსცა დადგენილება, რომელიც უფლებას აძლევდა ზალუსკის ბიბლიოთეკას მიეღო ქვეყანაში არსებული ყველა ნაბეჭდი ნაწარმოების სავალდებულო ასლი, ხოლო 1780-იანი წლების ბოლოს ბიბლიოთეკა გახდა არა მხოლოდ პირველი საჯარო ბიბლიოთეკა თანამეგობრობაში, არამედ ასევე შეითავსა ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციებიც.
კოლექციების სიმდიდრისა და მათი რაოდენობის მიხედვით, ზალუსკის ბიბლიოთეკის შედარება შეიძლებოდა იმ დროის ევროპის სამ უდიდეს ბიბლიოთეკასთან: ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკასთან, პარიზის სამეფო ბიბლიოთეკასთან და მიუნხენის სამეფო ბიბლიოთეკასთან, რაც უნიკალური მოვლენა იყო პოლონეთის განმანათლებლობის ისტორიაში.[2]
ბიბლიოთეკის შემდგომი ბედი
რედაქტირება1794 წელს ტადეუშ კოსტიუშკოს მეთაურობით აჯანყების ჩახშობისა და სუვოროვის მიერ ვარშავის აღების შემდეგ, ბიბლიოთეკა, რომელიც შედგებოდა 400 ათასი ტომისგან, გამოცხადდა რუსეთის მთავრობის საკუთრებად და პაველ დივოვმა გადაიტანაპეტერბურგში, სადაც შემდგომში საფუძვლად დაეედო საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკას.
მე-19 საუკუნის რუსი ავტორები ზალუსკების ბიბლიოთეკის ვარშავის პერიოდს სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკის პრეისტორიად მიიჩნევდნენ, თუმცა 1923-1935 წლებში ზალუსკების ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 50000 ტომისგან, დაუბრუნდა პოლონეთს. [3][4]
1944 წლის ვარშავის აჯანყების დროს ბიბლიოთეკა გაძარცვეს და ნაწილობრივ გაანადგურეს ნაცისტებმა. კოლექციის შემორჩენილი ნაწილი, (შედგებოდა 1800 ხელნაწერისგან და 30 ათასი წიგნისგან) ინახება პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში .[5]
ცნობილი წიგნები
რედაქტირება- "Sforciade" Bella Principessa-ს პორტრეტით (მიაკუთვნებენ ლეონარდო და ვინჩის )
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lech Chmielewski. "In the House under the Sign of the Kings". Welcome to Warsaw. Archived from the original on 2009-02-03. Retrieved 2008-02-17.
- ↑ "Dom pod Królami". warszawa1939.pl (in Polish). Retrieved 2008-02-17.
- ↑ Maria Witt. (September–October 2005) The Zaluski Collection in Warsaw. The Strange Life of One of the Greatest European Libraries of the Eighteenth Century. FYI France. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-01. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
- ↑ Kent, Allen; Lancour, Harold; Daily, Jay E. (1978-01-01). Encyclopedia of Library and Information Science: Volume 23 - Poland: Libraries and Information Centers in to Printers and Printing. CRC Press. ISBN 978-0-8247-2023-0. Retrieved 2008-02-17.
- ↑ Witold Stankiewicz, ed. (1984). 50 lat Biblioteki Narodowej, Warszawa, 1928-1978 (50 years of the National Library, Warsaw, 1928-1978) (in Polish). Biblioteka Narodowa. p. 16. ISBN 83-7009-000-1.