ზაზა ცოტნიაშვილი (დ. 26 ივლისი, 1971, ცხინვალი, საქართველო) – საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის პოლიტიკური ექსპერტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი ცხინვალის სახელმწიფო და ყოფილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული სსიპ გორის უნივერსიტეტის რექტორი 2007-2010 წლების განმავლობაში, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2006-2007 წლებში. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ზაზა ცოტნიაშვილი
ზაზა ცოტნიაშვილი
ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2006 – 2007
წინამორბედივიანორ ახალაია
მემკვიდრეშეუერთდა გორის უნივერსიტეტს

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2007 – 2010
წინამორბედიკლარა ელჩიბეგაშვილი
მემკვიდრეგიორგი სოსიაშვილი

დაბადებული26 ივლისი, 1971 (1971-07-26) (53 წლის)
ცხინვალი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობალიტერატურათმცოდნე, კონფლიქტოლოგი[1][2]

ზაზა ცოტნიაშვილი არის 3 მონოგრაფიის, 40-მდე სამეცნიერო სტატიის, ორას ათეულზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი, ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას. კითხულობს სალექციო კურსებს ფოლკლორში, ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ჟურნალისტიკის ისტორიაში, პოლიტიკური კონფლიქტების ანალიზში და მენეჯმენტის საფუძვლებში.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ოსურ ენებს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

ზაზა ცოტნიაშვილი დაიბადა 1971 წლის 26 ივლისს ქალაქ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველო. 1977–1988 წლებში სწავლობდა ცხინვალის მე-4 საშუალო სკოლაში. 1988-1993 წწ. სწავლობდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელის კვალიფიკაციით. 1993-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის განხრით. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ნოველა“ (ლიტერატურა), ხოლო 2005 წელს სადოქტორო დისერტაცია: „ქართულ-ოსური ურთიერთობის ასახვა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე (პუბლიცისტური ასპექტები)“ (ჟურნალისტიკა). 2007 წელს გაიარა გადამზადების კურსები მართვის ევროპულ უმაღლესი სკოლაში ESM-თბილისი ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საფუძვლების სპეციალობებით.

1995–1997 წლებში მუშაობდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრასთან არსებული ლიტერატურის წრის ხელმძღვანელად. 1998–2000 წლებში ამავე უნივერსიტეტის სწავლული მდივანია. 2000-2005 წლებში კი ფილოლოგია-ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანია. 2005 წელს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელია. 2006–2007 წლებში ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2007 წელს — რექტორი; 2007–2008 წლებში გორის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო 2008-2010 წლებში — რექტორი.

2010-2014 წლებში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჯერ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია, შემდეგ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ბოლოს მედიის სკოლის დეკანი და რექტორის მოადგილე.

2018 წლიდან ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 1995 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

სემინარები

რედაქტირება

მონოგრაფიები

რედაქტირება
  • თანამედროვე ქართული ნოველის მხატვრული თავისებურებანი, ცსუ, გორი, 2002;
  • ქართულ-ოსური ურთიერთობა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, ცსუ, წიგნი I, თბ., 2005;
  • წერილები, პორტრეტები, დიალოგები, გამოსვლები, თარგმანები, თბ., 2007;

სამეცნიერო სტატიები

რედაქტირება
  1. ქართული ნოველა დღეს, ჟურ. „ცისკარი“, 1996, #5-6;
  2. Roots of Georgian Novell, Bulletin of Georgian Academy of Sciences, 1998, Volume 157, #1;
  3. ერთი ნოველის შესახებ, ჟურ. „კლდეკარი“, 1998, #1;
  4. ზოგიერთი მხატვრული სახე თანამედროვე ქართულ ნოველაში, ჟურ. „ბურჯი ეროვნებისა“, 1998, #5;
  5. საზოგადოების ბედი ნ. შატაიძის ნოველებში, ჟურ. „კრიტიკა“, 1998, #1;
  6. ნოველით გამოთქმული მჭმუნვარება, კრებ. „კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა“, 1998, #;
  7. დღევანდელობის სიმბოლური ხედვა, ალმ. „პირველი სხივი“, 1998, #27;
  8. თანამედროვე ქართული ნოველის მხატვრულ თავისებურებათა შესახებ, ჟურ. „ქართლი“, 2000, #2;
  9. გაზეთის ინტერესის საგანი, ჟურ. „ინტელექტი“,2003, #3 (17);
  10. საგაზეთო პოლემიკა სახელმწიფო ენის საკითხებზე, ჟურ. „ჟურნალისტური ძიებანი“, 2003, V;
  11. О тенденциозности репортажей, Научные труды, сер. Филология, Санкт-Петербургский гос. университет, Тбилисский гос. университет,2004, #8;
  12. Пресса против грузино-осетинского противостояния, Научные труды, сер. Филология, Санкт-Петербургский гос. университет, Тбилисский гос. университет,2004, #8;
  13. რუსული გაზეთი კონფლიქტის შესახებ, ალმან. „კავკასიის მაცნე“, 2004, #9;
  14. კონფლიქტის კონტურები პრესაში, ჟურ. „ცისკარი“, 2004, #3-4;
  15. ობიექტური პოზიციის დასაცავად, ჟურ. „ჟურნალისტური ძიებანი“, 2004, VI;
  16. Journalism in The service of closing in, Caucasian messenger, 2004, #10;
  17. ობიექტური კრიტიკა, ჟურ. „ჟურნალისტური ძიებანი“, 2004, VII;
  18. About genres of journalism, Bulletin of Georgian Academy of Sciences, 2005, Volume 171, #1;
  19. ორი ხალხის ურთიერთობის ხედვა ინტერვიუში, ჟურ. კრიტერიუმი (“Criterion”), N 13, 2005;
  20. აქტუალური კრიტიკა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, #3, გორი, 2007.
  21. Geogian Universities Role in the Partnership Development of the Black Sea Region, “Forum on Higher Education” Congress of the Black Sea Universities Network”, Kyiv, 2008, April 2-5;
  22. Following of Educational Reforms in Georgia, “For Supporting of Higher Economic and Professional Education”, Gori University, USA Embassy in Georgia, Gori, 2008, 25-27 June;
  23. Strategic Management of University for Creation of Successful Learning and Research Environment, I International Conference of Gori University, Volume #1, Gori, 2008;
  24. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტეგრაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების ინტეგრაციიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონფერენცია, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო შრომების კრებული, თბ. 2008;
  25. მე–20 საუკუნის დასაწყისის ამერიკული და ქართული ნოველა, გორის უნივერსიტეტის მე–2 საერთაშორისო კონფერენცია, შრომათა კრებული, #2, გორი, 2009;
  26. The Center for the Development of Communication Skills and Conflict Transformation as Tools of Conflict Regulation, II International Conference of Gori University, Volume #2, Gori, 2009;
  27. Roots of Political Conflict in South Ossetia, III International Conference of Gori University, Volume #3, Gori, 2010;
  28. Kosovo and Caucasus (Two Different Political Problems), Ilia State University, Sota Rustaveli State University, “South Caucasus: Problems and Prospects of Regional Cooperation”, Batumi, November 16, 2010.
  29. კონფლიქტის ასახვის შესახებ მედიაში (ცხინვალის რეგიონის მაგალითზე), ჟურ. „ჟურნალისტური ძიებანი“, 2012, XIV;
  30. Kosovo and Chechnya, VІ Международная конференция, „Актуальные вопросы, проблемы и перспективы развития гуманитаристики в современном информационном пространстве: национальные и интернациональные аспекты“, сборники научных трудов, Украина, 30-31 мая, 2013;
  31. კომუნიკაციის ფუნქციური როლი კონფლიქტის რეგულირებაში, IV საერთაშორისო კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2014”, სტუ, 2-5 ოქტომბერი, 2014 წ.
  32. საინფორმაციო ომში კულტურის ძეგლების გამოყენების შესახებ, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენცია, 2019, ოქტომბერი;
  33. კულტურული მემკვიდრებოა და კონფლიქტი (ცხინვალის რეგიონის ადგილობრივი მედიის მიხედვით), გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და თსუ, ივ.ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენციის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ შრომები, 2020, სექტემბერი;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება