ვორონცოვის მღვიმე
ვორონცოვის მღვიმე (რუს. Воронцовская пещера) — მღვიმე რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მდებარეობს ვორონცოვის ქედზე, მდინარე კუდეფსთის ზემო დინებაში, ქალაქ სოჭის ხოსტინის რაიონში. მღვიმე შედის ვორონცოვის მღვიმეთა სისტემის შემადგენლობაში. მღვიმის სახელი მომდინარეობს ახლოს მდებარე ამავე სახელწოდების სოფლის სახელიდან.
ვორონცოვის მღვიმე | |
---|---|
Воронцовская пещера | |
ვორონცოვის მღვიმის ერთ-ერთი შესასვლელი | |
კოორდინატები: 43°36′44″ ჩ. გ. 39°56′10″ ა. გ. / 43.61222° ჩ. გ. 39.93611° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოდარის მხარე |
მახასიათებლები | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აღწერა
რედაქტირებავორონცოვის მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში, თუმცა რიგ მონაკვეთში შეჭრილია ქვეფენილ არაკარსტვად დანალექებში. აქვს 10-ზე მეტი შესასვლელი, მდებარეობს მდინარე კუდეფსთის ხეობის გვერდებზე, ზღვის დონიდან 419-720 მეტრზე.
ინტენსიური დანაპრალების ზონებში განვითარებულია ჩამონაზვავის ტიპის კამერები. ეს დარბაზებია: სიჩუმის, დათვის, ოვალური, პრომეთეს გროტის და სხვა. ამ დარბაზების ჭერი და იატაკები დანაწევრებულია ნაპრალებით. დიდ დარბაზში მიწისქვეშა მდინარეებში დევს 50 მ³ მოცულობის კირქვული ლოდები. ჩამონაზვავ დარბაზებს ცვლის დარბაზები, რომლებიც მოფარდაგებულია ნაღვენთი წარმონაქმნებით: სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და კოლონებით. ზოგიერთი სტალაქტიტის სიგრძე რამდენიმე მეტრია.
მღვიმის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დარბაზია საესტრადო (ან ჭაღოვანი) დარბაზი. მისი სიგანეა 8-9 მეტრი, სიგრძე კი — 20 მ. მასში მდებარეობს უცნაური ფორმის სტალაგმიტები, სტალაქტიტები და სხვა კარსტული წარმონაქმნები.
პრომეთეს მღვიმე ყველაზე გრძელი დარბაზია ვორონცოვის მღვიმეში, მისი სიგრძე აღწევს 120 მეტრს.
მღვიმეში აღმოჩენილია ძველი ადამიანის საცხოვრებელი, ხოლო დათვის დარბაზის რაიონში და კერიის დარბაზის ჩიხებში აღმოჩენილი მღვიმის დათვის ძვლები. მღვიმის ახლო ნაწილში ცნობილია გვიანი პალეოლითის, გვიანი ნეოლითისა და ენეოლითის მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები.
ოფიციალური ექსკურსიები მღვიმის ტერიტორიაზე დაიწყო 2000 წლიდან. ამჟამად მღვიმეში დაგებულია საექსკურსიო ბილიკები.