World Vision International

(გადამისამართდა გვერდიდან ვორლდ ვიჟენი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

World Vision International — არასამთავრობო ინტერნაციონალური ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი დამაარსებელია ბობ პიერსი. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს: „ყოველი ადამიანის კეთილდღეობა. განსაკუთრებით ბავშვების“. World Vision ეწევა საქმიანობას დედამიწის ექვსი კონტინენტის 97 ქვეყანაში. World Vision წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ინტერნაციონალურ ქრისტიანული შემწეობის ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში, რომლის წლიურმა ბიუჯეტმა 2011 წელს 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

World Vision International
250პქპქ
დევიზი „ყოველი ადამიანის კეთილდღეობა, განსაკუთრებით ბავშვების“
შეიქმნა 1950[1]
ტიპი არაკომერციული ქრისტიანული ორგანიზაცია
მდებარეობა მონროვია, კალიფორნია, აშშ
ემსახურება რეგიონს 97 ქვეყანა
წევრები 44,500 (2011)[2]
მნიშვნელოვანი პირები კევინ ჯენკინზი[3].
ჯოზეფ სტიგლერი
დამფუძნებელი (-ები) Robert Pierce[4] [5]
ბიუჯეტი 2.79 მილიარდი აშშ დოლარი (2011)
ქვეყანა აშშ[6]
ტელეფონი +44-2077582900[7] და +1-626-303-8811[7]
თავმჯდომარე Richard C. Halverson[8]
აფილაცია World Vision Austria[9] , World Vision Australia, World Vision Ghana, World Vision Taiwan, World Vision Deutschland, World Vision UK, World Vision India, World Vision Appalachia და World Vision Canada
wvi.org

World Vision საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში მოღვაწეობის 15 წლის მანძილზე World Vision-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰუმანიტარული და განვითარებაზე მიმართული მრავალი ინიციატივის განხორციელებაში, როგორც უშუალოდ, ისევე ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით. საერთო ჯამში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების რაოდენობა 27-ს შეადგენს. World Vision-ის პროექტების ამოსავალი წერტილია ბავშვები, ახალგაზრდები და სიღარიბის შემცირება. გასულ წელს World Vision-ის ბენეფიციართა რიცხვმა 200,000 კაცი შეადგინა. World Vision-ს აქვს რეგიონული ოფისები ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდაში, მარნეულში, გორში.

World Vision თავის საქმიანობას ოთხი ძირითადი პროგრამით ახორციელებს:

  • ბავშვები განსაკუთრებით რთულ გარემოებებში (CEDC);
  • კვების უსაფრთხოება და თემის განვითარება;
  • ადამიანის უფლებები და მშვიდობის შენარჩუნება;
  • მიკროსაწარმოების განვითარება.

მიკროსაწარმოების განვითარების პროგრამა დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში, „საკვები სამუშაოსთვის“ და თემის განვითარების პროგრამებმა World Vision თემის განვითარებაზე მომუშავე ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე გამოცდილ ორგანიზაციად გადააქცია.

პროგრამა „ბავშვები განსაკუთრებით რთულ გარემოებებში“ (CEDC) ძირითადად დეინსტიტუციონალიზაციაზე არის ფოკუსირებული, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ქვაკუთხედზე. აღნიშნული პროგრამის ჩარჩოში ხორციელდება პროექტები:

ვსწავლობთ ცხოვრებას (Learners for Life), რომელიც ქუთაისში, ბათუმსა და თელავში 2004 წლიდან ხორციელდება. გარდა ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისა და ამ მიზნით საქართველოში პირველი მცირე საოჯახო ტიპის სახლების დაარსებისა, პროექტის მიზანია 14-დან 20 წლამდე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება საზოგადოებრივი ახალგაზრდული ცენტრების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალგაზრდებს პროფესიული სწავლებით, სტაჟირებით, დასაქმებით, კულტურული, სპორტული პროგრამებით და სხვა სერვისებით.

ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და დეინსტიტუციონალიზაცია (PIAD), მიმდინარეობს 2002 წლიდან და მიზნად ისახავს ინსტიტუციონალურ დაწესებულებებში ჩვილი ბავშვების შემავალი ნაკადის შეჩერებას. (2003 წლის აპრილიდან პროექტის ჩარჩოში 114 ბავშვი ასცდა ბავშვთა სახლში მოხვედრას, 18-მა ახალგაზრდა ქალმა დაიწყო საკუთარი საქმე). ორგანიზაციის საქმიანობაში ასევე შედის უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია.

SAFE!Guard Your Health (SAFE!), რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა აივ ინფექცია და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Balmer, Randall (2002). „World Vision International“, The Encyclopedia of Evangelicalism. Berkeley: Westminster John Knox Press. ISBN 0-664-22409-1. 
  2. Kristof, Nicholas D. (February 28, 2010). „Learning From the Sin of Sodom“. The New York Times.
  3. President's Page. Оф. сайт World Vision International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-15. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2014.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  6. Global Research Identifier Database — 2015.
  7. 7.0 7.1 https://www.wvi.org/contact-us
  8. https://www.washingtonpost.com/archive/local/1995/12/01/rc-halverson-dies/0c889e21-3486-4372-8be0-a16eb4a036ff/
  9. https://www.worldvision.at/geschichte
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/World_Vision_International“-დან