ვოლოდიმირ კარავაევი
ვოლოდიმირ კარავაევი (უკრ. Володимир Опанасович Караваєв, დ. 8 (20) ივლისი, 1811 — გ. 3 (15) მარტი, 1892)—ცნობილი ქირურგი, კიევის წმ. ვლადიმირის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, კიევის საპატიო მოქალაქე.[1]
ვოლოდიმირ კარავაევი | |
---|---|
უკრ. Володимир Опанасович Караваєв | |
დაბ. თარიღი | 8 (20) ივლისი 1811 |
დაბ. ადგილი | ვიატკა რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 3 (15) მარტი 1892 (80 წლის) |
გარდ. ადგილი | კიევი რუსეთის იმპერია |
დასაფლავებულია | ბაიკოვეს სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ქირურგია, ოფთალმოლოგია |
მუშაობის ადგილი | დერპტის უნივერსიტეტი, კიევის წმ. ბლადიმირის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ყაზანის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Q12083192?, Q4248198?, ნიკოლაი ვოლკოვიჩი და Theophil Yanovsky |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | დამსახურებული პროფესორი |
ჯილდოები |
წმინდა ვლადიმირის მე-2 ხარისხის ორდენი წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენი ალექსანდრე ნეველის საიმპერატორო ორდენი წმ. ანას I - ლი ხარისხის ორდენი წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქ ვიატკაში, ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1827 წელს ჩაირიცხა ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. დაამთავრა იგი 1831 წელს ვერცხლის მედლით, მიიღო პირველი კატეგორიის ექიმის დიპლომი. 1832 წლიდან მსახურობდა სტაჟიორად პეტერბურგის სამხედრო სახმელეთო ჰოსპიტალში, შემდეგ (1833-1834)— მარიინსკის საავადმყოფოში, სადაც კონსულტანტებად მუშაობდნენ პეტერბურგის პროფესორები ჰ.სოლომონი და ი.ბუიალსკი. 1834-1836 წლებში ქირურგიული ცოდნა გაიღრმავა ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტების კლინიკებში, გერმანიის საუკეთესო ქირურგებთან — იოჰან ნეპომუქ რუსთთან, იოჰან კრისტიან იუნკენთან და რინოპლასტიკოს კარლ ფერდინანდ ფონ გრეფთან ერთად. კ.გრეფის კლინიკაში კარავაევმა გაიცნო ნ.ი.პიროგოვი,რომელიც გახდა მისი უახლოესი მეგობარი, თანამოაზრე და მასწავლებელი.
როდესაც 1836 წელს ნ. პიროგოვი აირჩიეს დერპტის უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრაზე, მან კარავაევს ადგილი შესთავაზა თავის კლინიკაში. ვ. კარავაევი 1836-1838 წლებში ნ. პიროგოვის ხელმძღვანელობით ეწეოდა კვლევით საქმიანობას. დერპტში მას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (1838) დისერტაციისთვის |"ტრავმული ფლებიტის შესახებ" (“De phlebitide traumatica”). 1839 წლის 11 მარტს იგი „დანიშნეს კრონშტადტის საზღვაო საავადმყოფოში, როგორც სტაჟიორი ოპერატორი“. აქ კარავაევი იმდენად გამოჩენილი ფიგურა გახდა, რომ სამედიცინო კომიტეტმა მას რეკომენდაცია გაუწია კიევის წმინდა ვლადიმირის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიის კათედრაზე. 1840 წლის 24 დეკემბერს კიევის საგანმანათლებლო ოლქის რწმუნებულმა კიევის უნივერსიტეტის საბჭოს აცნობა კარავაევის ქირურგიის ექსტრაორდინალურ პროფესორად დანიშვნის შესახებ; ეს დანიშვნა ჯერ კიდევ სამედიცინო ფაკულტეტის გახსნამდე მოხდა. 1842 წელს ის გახდა სრული პროფესორი. 1843-1847 წლებში ვ. კარავაევი მუშაობდა სამედიცინო ფაკულტეტის დეკანად. იგი გახლდათ სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 1865 წლიდან იყო დამსახურებული პროფესორი. ვ. კარავაევი ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკას 1882 წლამდე. ჯანმრთელობის მიზეზების გამო კლინიკის ხელმძღვანელობა დატოვა. 1886 წლამდე ასწავლიდა ოპერატიულ ქირურგიას და ქირურგიულ ანატომიას.[2]
ვ. კარავაევის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1891 წელს კიევის შულიავსკაიას ქუჩას, სადაც მეცნიერი ცხოვრობდა № 13 სახლში, ეწოდა კარავაევსკაია (ამჟამად ლევ ტოლსტოის ქუჩა). იმპერატორმა ალექსანდრე III-მ თავისი სამეფო ბრძანებულებით ვოლოდიმირ კარავაევს მიანიჭა მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის წოდება.
ვოლოდიმირ კარავაევი დაკრძალეს კიევში, ბაიკოვის სასაფლაოს ცენტრალურ ხეივანში.
პრაქტიკული საქმიანობა
რედაქტირებასაზღვაო ჰოსპიტალში (კრონშტადტი) კარავაევი დაინტერესდა პერიკარდიუმის ტომრის პუნქციით (პერიკარდიალური პუნქცია). მან ექსპერიმენტში შეიმუშავა ამ პუნქციის საკუთარი ტექნიკა. 1839-1840 წლებში. ვ. კარავაევი სისტემატურად ატარებდა პერიკარდიულ პარაცენტეზს კრონშტადტში სურავანდის აფეთქების დროს. მეცნიერმა შეიმუშავა სიელმის ტენოტომიის ახალი მეთოდი და ტექნიკა და პირველი იყო რუსეთის იმპერიაში, ვინც ეს ოპერაცია ჩაატარა. მის მეთოდს დღესაც იყენებენ ოფთალმოლოგიაში. პროფესორი კარავაევი კიევში ოფთალმოლოგიის დამოუკიდებელი კათედრის ინიციატორი გახლდათ.
ანატომიის პროფესორ ა. ვალტერთან ერთად მან ექსპერიმენტულად შეისწავლა ეთერისა და ქლოროფორმის მოქმედება და ერთ-ერთი პირველი ქირურგი იყო რუსეთის იმპერიაში, ვინც დიდი წარმატებით გამოიყენა ანესთეზია პრაქტიკაში. ვ. კარავაევმა 1847 წლის 18 თებერვალს კიევში ჩაატარა პირველი ოპერაცია ნარკოზით. მან ასევე საფუძველი ჩაუყარა სახის პლასტიკურ ქირურგიას, შეიმუშავა ამპუტაციის ახალი მეთოდი, რითაც ხელი შეუწყო კუნთოვანი ქსოვილის დაჩირქების პრევენციას.
ვოლოდიმირ კარავაევმა აღზარდა სხვადასხვა სპეციალობის ნიჭიერი ექიმების მთელი პლეადა, მისი ზოგიერთი სტუდენტი მოგვიანებით გამოჩენილი ქირურგი გახდა მათ შორის იყვნენ: ნ. ვოლკოვიჩი, ა.იაცენკო (1842-1897), ი .საბანეევი (1856-1937), კ. საპეჟკო (1857-1928), ი. ზილბერბერგი (1857-1934). მისი მოსწავლეები იყვნენ აგრეთვე ვ.ა.მილიოტი (?-1870), ვ. კურდიუმოვი (1822-1862), ვ.კოზლოვსკი.
ხსოვნა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Михайлов С. С. В. А. Караваев: Жизнь и деятельность. 1811—1892. — Л., 1954. — 272 с. (რუს.)
- Караваев Владимир Афанасьевич // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.(რუს.)
- Биографический словарь профессоров и преподавателей Императорского университета Св. Владимира (1834-1884) / сост. В. С. Иконников. — Киев: Типография Императорского университета св. Владимира, 1884. — С. 235—237, 810—811. — 860 с.(რუს.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Український медичний часопис. დაარქივებულია ორიგინალიდან за 27 იანვარი 2013. ციტირების თარიღი 23 იანვარი 2012.
- ↑ За время заведования В. А. Караваевым факультетской клиникой (1844—1882) в ней было принято 74000 больных, из которых в клинику поступило 5434; операций было проведено 8000.(რუს.)
- ↑ ХайВей Караваевы Дачи, 18.05.2008. დაარქივებულია ორიგინალიდან 5 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი 30 მარტი 2010.(რუს.)
- ↑ starozhitnosti.kiev.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან 9 აპრილი 2009. ციტირების თარიღი 30 მარტი 2010. (რუს.)