ვლადიმირ სტაროსელსკი

ვლადიმირ სტაროსელსკი (რუს. Владимир Александрович Старосельский დ. 1860, ჩერნიჰივი, რუსეთის იმპერია — გ. 26 აგვისტო, 1916, პარიზი) — რუსი აგრონომი და სახელმწიფო მოღვაწე, ქუთაისის გუბერნატორი 1905 წელს.

ვლადიმირ სტაროსელსკი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1860 წელს ღარიბი აზნაურის ოჯახში. 1885 წელს დაამთავრა პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. აკადემიის დამთავრებისთანავე სტაროსელსკი შავი ზღვის ოლქში გაანაწილეს. 1888 წელს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს კავკასიის სამმართველოს უფროს აგრონომად გადაიყვანეს თბილისში.

სტაროსელსკიმ საფრანგეთში შეისწავლა ფილოქსერასთან ბრძოლის და ამერიკული საძირის გამოყენების მეთოდები. 1890 წელს ის დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის საფილოქსერო პარტიის მთავარ ექსპერტად. სტაროსელსკი დასახლდა საქარაში, სადაც ამერიკული ვაზის საცდელი სანერგე მოაწყო. 5–6 წლის განმავლობაში, საქარის სანერგე 2 000 კვ. მეტრიდან 18 ჰექტარამდე გაიზარდა და მისი სანერგე მასალით უზრუნველყოფის საქმეც საგრძნობლად გაუმჯობესდა. ფილოქსერასთან ბრძოლა არა მარტო წარმატებით დასრულდა, მისი უშრეტი ენერგიით მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოში მევენახეობა. საქარის მევენახეობის საცდელ სადგურს შემდგომში მისი სახელი მიენიჭა.

ქუთაისის გუბერნატორი

რედაქტირება

1905 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი, რომელიც სტაროსელსკის მეგობარი იყო. 1905 წლის 1 აგვისტოდან სტაროსელსკი დანიშნეს ქუთაისის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად. რევოლუციური მოძრაობისადმი გამოირჩეოდა ლოიალური დამოკიდებულებით. ამის გამო შეარქვეს „წითელი გუბერნატორი“. გუბერნატოტორის დროს მისი მოადგილე იყო ალექსანდრე ყიფშიძე. 1906 წლის იანვარში გადააყენეს და მის ნაცვლად დანიშნეს გენერალ-მაიორი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი.

ალიხანოვ-ავარსკიმ სტაროსელსკი და ალექსანდრე ყიფშიძე დააპატიმრა. სტაროსელსკი ყუბანში გადაასახლეს, ყიფშიძე კი მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1907 წელს სტაროსელსკი გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (ბოლშევიკური ფრთის) წევრი. ცხოვრობდა ეკატერინოდარში და იყო ყუბანის საოლქო კომიტეტის წევრი, შემდეგ კი ჩრდილო-კვკასიის საკავშირო კომიტეტის წევრი. 1908 წელს მისი სახლის ჩხრეკის დროს ჟანდარმებმა იპოვეს მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის წერილები და ვერ გაბედეს დაპატიმრება. სანამ ჟანდარმერია ზედგომებიდან ინსტრუქციებს მიიღებდა, სტაროსელსკი გაიქცა ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ პეტერბურგში, იქედან ფინეთის გავლით პარიზში, სადაც მუშაობდა ფოტოგრაფად თუმცა თავი მაინც გაჭირვებით გაჰქონდა. გარდაიცვალა 1916 წლის 26 აგვისტოს, პარიზში, 56 წლის ასაკში.

თხზულებები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 309 გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება