ვლადიმერ ხომიაკოვი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვლადიმერ ვლადიმერის ძე ხომიაკოვი (რუს. Влади́мир Влади́мирович Хомяко́в; დ. 6 აგვისტო, 1984, კროპივნიცკი, უკრაინის სსრ) — რუსი კლასიკური პიანისტი.

ვლადიმერ ხომიაკოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 აგვისტო, 1984(1984-08-06) (40 წლის)
დაბ. ადგილი კროპივნიცკი
საიტი vladimirkhomyakov.com

ადრეული წლები

რედაქტირება

ვლადიმერ ხომიაკოვი დაიბადა 1984 წლის 6 აგვისტოს კროპივნიცკიში (უკრაინა/სსრკ), პროფესიონალი მუსიკოსების ოჯახში (ოდესის კონსერვატორიის კურსდამთავრებულები).[1] მისი მამა ვლადიმერ ვიქტორის ძე ხომიაკოვი არის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი კონცერტების ორგანიზატორი.[2]

იგი აღიზარდა ჩელიაბინსკიში, რუსეთში, სადაც მან მუსიკის სწავლა 4 წლის ასაკში, დედასთან, ოლღა დონსკაიასთან დაიწყო. 6 წლის ასაკში ხომიაკოვმა დაიწყო ჩელიაბინსკის სცეციალურ მუსიკალურ სკოლაში გავეთილებზე დასწრება; მას ლიუდმილა ეკიმოვა ასწავლიდა; ათი წლის ასაკში, ჩელიაბირსკის ფილარმონიულ საზოგადოებაში შეასრულა თავისი პირველი სოლო რეციდივი.[3]

განათლება

რედაქტირება

2000 წელს სანქტ-პეტერბურგის IV ფორტეპიანოს ღია კონკურსში პირველი პრიზის მოგების შემდეგ, ხომიაკოვმა სწავლა დაიწყო სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში, ალექსანდრე სანდლერის ზედამხედველობის ქვეშ. 2008 წელს ფორტეპიანოზე შესრულებული ჩვენებით მან სასწავლებელი ოსტატის ხარისხით დაამთავდა.[1] ამის შემდეგ ასპირანტურაზე სწავლა მოკსოვის კონსერვატორიაში იური მარტინოვის ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო (მიხეილ მოსკრესენსკის ფორტეპიანოს განყოფილება).

2009 წელს ხომიაკოვი აშშ-ში გაემგზავრა რათა პიანისტ დენიელ პოლაკთან ესწავლა.[4] მან მიიღო პრესტიჟული არტისტის დიპლომის პროგრამა, რომელსაც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ტორნტონის მუსიკის სკოლა (ლოს ანჯელესი) სთავაზობდა; აღნიშნული პროგრამა წარჩინებით დაამთავრა და წლის გამორჩეულ კურსდამთავრებულადაც დასახელდა.[5]

2016 წელს დაასრულა სორტონის სკოლის მუსიკალური ხელოვნების სადოქტორო პროგრამა.

გარდა ამისა, ხომიაკოვმა სწავლა დაასრულა მრავალ მასტერ-კლასისა და საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორისაა: ჰოლანდიის მუსიკალური სესიები (ბარჯენი, ნიდერლანდები), ISAM აკადემია (მიხელშტადტი, გერმანია, მოზართეუმის უნივერსიტეტის ზაფხულის აკადემია (ზალცბურგი, ავსტია) სადაც იგი დიმიტრი ბაშკიროვის ზედამხედველობის ქვეშ სწავლობდა. მისი სხვა მასწავლებლები სხვადასხვა წლებში იყვნენ: ალექსანდრე ნასედკინი, მიხეილ ვოსკრესენსკი, პავლე ეგოროვი, იური როზუმი, არიე ვარდინაუმ შტარკმენი, სტიუარტ ლ. გორდონი.

საკონცერტო გამოჩენები

რედაქტირება

იგი სოლო რეციდივებსა და კამერულ ორკესტრთან ერთად გამოჩნდა ისეთ ადგილებში როგორიცაა: სეულის ხელოვნების ცენტრი, ფლაგეი სტუდიო ფორი (ბრიუსელი), რიმსკი-კორსაკოვის კონსერვატორია (სანქტ-პეტერბურგი), კაცის ფილარმონიის დარბაზი და სახელმწიფო ფილარმონიის პალატის დარბაზი (ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ჩაიკოვსკის კონსერვატორია (მოსკოვი), დრეზდენის ოპერის თეატრი (დრეზდენი), მოცარტიუმის დარბაზი (ზალცბურგი), მილერის გარე თეატრი (ჰიუსტონი), ზიპერის დარბაზი (ლოს-ანჯელესი), როისის დარბაზი (ლოს-ანჯელესი), უიშლირ ებელის თეატრი (ლოს-ანჯელესი), გინდის აუდიტორია (ლოს-ანჯელესი), სან-პედროს აუდიტორია (მონტერეი), კოსტა რიკას ეროვნული თეატრი (სან-ხოსე, კოსტა რიკა), მოდერნოს თეატრი (გროსეტო, იტალია), კოერნერის დარბაზი (ტორონტო, კოუგლინ-საუნდერსის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი (ალექსანდრია, ლუიზიანა), ჰიუჯუს ხელოვნების ცენტრი (ჰიუჯუ, ჩინეთი), ლუკას ხელოვნების თეატრი (სავანა, ჯორჯია), კატალონიური მუსიკის სასახლე (ბარსელონა) და მრვალი სხვა.

  1. 1.0 1.1 Vladimir Khomyakov | Classical Music Artists Management. ციტირების თარიღი: 2019-06-03
  2. филармония, Челябинская государственная. Vladimir Khomyakov (organ) ru-ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-03. ციტირების თარიღი: 2019-06-03
  3. ShineOnHollywood Magazine. ციტირების თარიღი: 2019-06-03
  4. Friends for life: Musicians share a special bond with mentors (2015-01-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 2019-06-03
  5. Pianist Daniel Pollack: The artist as mentor (2015-09-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 2019-06-04