ვლადიმერ ქუთათელაძე
ვლადიმერ ქუთათელაძე (დ. 1902, ხონი — გ. 1981, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1967 წლიდან— პროფესორი). ვლადიმერ ქუთათელაძე მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში (ქსილოგრაფია, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა). შექმნა ქართული მხატვრული შრიფტის 60-მდე სახეობა, მრავალი ექსლიბრისი. ალბომი ,,თბილისი“ (ლინოგრავიურა, 1963) და ქსილოგრაფიის ტექნიკით შექმნილი ,,საქართველოს არქიტექტურული ძეგლები“ 1964 წელი. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქართული წიგნის გაფორმებაში. ნამუშევრები: ალექსანდრე ყაზბეგის „მამის მკვლელი“ 1964 წელი, ,,XIX საუკუნის ქართული მოხრობა“ 1963 წელი ორივე — ლინოგრავიურა; თბილისის ხედები ,,ძველი თბილისი. ნარიყალა“ 1965 წელი, ,,ძველი თბილისი. დაბახანა“ 1965 წელი და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 900, ISBN 99928-20-32-2.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 568.
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 494