ვლადიმერ სმოლდირევი
ვლადიმერ სმოლდირევი (რუს. Владимир Алексеевич Смолдырев; დ. 26 მაისი, 1939, დონის როსტოვი, რსფსრ, სსრკ — გ. 9 მარტი, 1971, ხოტკოვო, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი პოეტი და მთარგმნელი.
ვლადიმერ სმოლდირევი | |
---|---|
რუს. Владимир Алексеевич Смолдырев | |
სრული სახელი | ვლადიმერ ალექსეის ძე სმოლდირევი |
დაბადების თარიღი | 26 მაისი, 1939 |
დაბადების ადგილი | დონის როსტოვი, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 9 მარტი, 1971 |
გარდაცვალების ადგილი | ხოტკოვო, რსფსრ, სსრკ |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | რუსული ენა |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჟანრი | პოეზია |
ბიოგრაფია
რედაქტირებავლადიმერ სმოლდირევი 1939 წლის 26 მაისს ქალაქ დონის როსტოვში დაიბადა. სწავლობდა როსტოვის სკოლაში. მამამისი მდინარის გემის კაპიტნად მუშაობდა და დონზე, ვოლგასა და კამაზე ნაოსნობის დროს შვილი ყოველთვის თან მიჰყავდა. დონის მხარეში მოგზაურობა მნიშვნელოვნად აისახა პოეტის ლექსებში. მათში ბევრი მდინარე, მზე, არყის ხე და ქოხებია. მისსავე ლექსებში ასახულია ომის დროინდელი უხალისო ბავშვობა (ლექსი „Карандаши“ (ქართ. ფანქრები)). მომავალი პოეტი დონის როსტოვში მანქანათმშენებელ ინსტიტუტში სწავლობდა. ამავე პერიოდში მან ლექსების წერა დაიწყო, ესწრებოდა ადგილობრივი ლიტერატურული გაერთიანებების შეხვედრებს.
1962 წელს როსტოვის მანქანათმშენებელი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით მოსკოვის ოლქის სერგიევო-პოსადსკის რაიონის დასახლება ლოზაში მოხვდა. 1960 წელს დასახლება ლოზაში ექსპერიმენტული ქარხნის ლაბორატორიის ბაზაზე სრულიად რუსეთის საკისარის სამრეწველო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზაგორსკის ფილიალი შეიქმნა, რომელიც სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკისთვის ძალიან მაღალი სიზუსტის მქონე ბურთულოვანი საკისარის შექმნითა და ათვისებით იყო დაკავებული. 1961 წელს დასახლებაში განაწილების გზით ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი მოხვდა[1].
А я хотел иметь карандаши,
такие, как у однорукого солдата.
В коробке. Разноцветные и длинные.
Заточенные грифели дразнили.
Я, как слепой, ощупывал коробку
и, пробуя цвета карандашей,
фигурки на ладони рисовал.
Я так хотел иметь карандаши!
საწარმოში ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობის შედეგად ვლადიმერ სმოლდირევია იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება პოეზია იყო. ახალგაზრდა პოეტის დამრიგებელი სახელგანთქმული პოეტი ბორის სლუცკი გახდა, რომელიც ხელს უწყობდა მისი ლექსების გამოცემას და რადიოსა და ტელევიზიაში გაშუქებას[2]. სმოლდირევი საქალაქო ლიტერატურული გაერთიანება „Клуб молодых“-ის (ქართ. ახალგაზრდული კლუბი) ხელმძღვანელი გახდა. მის სემინარებს ესწრებოდნენ მომავალი მწერლები და პოეტები: ვლადიმერ სოსინი, ვლადიმერ ჟეგლოვი, ივან კუდრიავცევი, სერგეი მიხაილინი, ალექსეი სელივანოვი და სხვ.
სმოლდირევი აგრეთვე ჟურნალ „Сельская молодёжь“-თან (ქართ. სოფლის ახალგაზრდობა) თანამშრომლობდა და იყო სათავგადასავლო ალმანახ „Подвиг“-ის (ქართ. გმირობა) რედაქტორი. 1966 წელს ახალგაზრდა პოეტების პოეტურ კრებულში „Костры“ (ქართ. კოცონი) ვლადიმერ სმოლდირევის ლექსების კრებული „Акварель“ (ქართ. აკვარელი) შევიდა.
ვლადიმერ სმოლდირევი გამოდიოდა რადიოსა და ტელევიზიაში, მუშაობდა ჟურნალში „Сельская молодёжь“ (ქართ. სოფლის ახალგაზრდობა) და არედაქტირებდა მის დამატებას „Подвиг“ (ქართ. გმირობა), იყო პოეტური კონკურსების ჟიურის წევრი, თარგმნიდა ფრანფი პოეტის პოლ ელუარის ლექსებს და ხატავდა სურათებს.
1969 წლის ბოლოს გამოსაცემად მოამზადა ლექსების წიგნი „Спираль Архимеда“ (ქართ. არქიმედეს სპირალი). 1970 წლის გაზაფხულზე მისი სასიგნალო ეგზემპლარები გამოვიდა, მთავარი გამოცემა კი უკვე პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 1971 წელს გამოიცა. მოგვიანებით გამოიცა მისი ლექსების კრებულები „Запах клевера“ (ქართ. სამყურას სუნი) (1996) და „Венок несонетов“ (ქართ. ნესონეტების გვირგვინი) (1999).
ვლადიმერ სმოლდირევის სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქალაქ ხოტკოვოსთან იყო დაკავშირებული. აქ პოეტი სახლს ქირაობდა და აგრეთვე თავისი საუკეთესო ნაწარმოებები შექმნა. აქ ის თვლიდა, რომ მისი სიცოცხლე ამოიწურა. სევდის მიზეზი იყო ცოლთან, სვეტლანასთან განქორწინება, გაყრის შემდეგ ქალიშვილის დაბადება და დედის ავადმყოფობა; მისი წიგნის „Спираль Архимеда“-ს (ქართ. არქიმედეს სპირალი) სასამართლო პროცესი, რომელიც ტექნიკური წუნის გამო სტამბაშივე გაანადგურეს; საქმეების მდგომარეობა, როდესაც მის ლექსებს აქებდნენ, მაგრამ არ ბეჭდავდნენ. პოეტისაგან მოითხოვდნენ უარყოფითი გამოხმაურების დაწერას იმათზე ვისი შემოქმედებაც მას მოსწონდა. ვალების გასასტუმრებელი ფულის საშოვნელად, სმოლდირევი იძულებული გახდა სახელმწიფო დაკვეთა შეესრულებინა. ამისათვის მან შექმნა პოემა მანგიშლაკის ნახევარკუნძულის კომკავშირელებზე, რაც მისთვის ადვილი არ იყო. მხიარული და გულღია, ხანდახან დაღვრემილი ხდებოდა. არაყთან ერთად ლუმინალის დალევით იმუქრებოდა.
ვლადიმერ სმოლდირევი 1971 წლის 9 მარტს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაკრძალულია გორბუნოვის სასაფლაოზე. 1996 წელს ნ. სოლოვიოვას ინიციატივით, ვლადიმერ სმოლდირევის მეგობრებმა პოეტის გარდაცვალებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი ლექსების წიგნი „Запах клевера“ (ქართ. სამყურას სუნი) გამოუშვეს. მისი დაბადებიდან 60 წლის იუბილეზე გამოიცა ლექსების კრებული „Венок несонетов“ (ქართ. ნესონეტების გვირგვინი).
შემოქმედება
რედაქტირებაპოეტის პირველი ლექსები 1966 წელს კოლექტიურ კრებულში „Костры“ (ქართ. კოცონი) დაიბეჭდა. იქ გამოიცა მისი პოეტური წიგნი „Акварель“ (ქართ. აკვარელი).
სმოლდირევი ვერლიბრით წერდა, რომელიც დიდ ოსტატობას მოითხოვს. სმოლდირევის ლექსები განსახვავებული იყო იმ ყველაფრისგან, რისი წერაც 1960-იან წლებში სსრკ-ში იყო მიღებული — მის ნაწარმოებებში არ იყო იდეოლოგია[3].
ხსოვნა
რედაქტირება2001 წელს პოეტური კონკურსი „Посадская лира“-ს ფარგლებში ქალაქის ახალგაზრდა პოეტებისათვის დაწესდა მისი სახელობის ლიტერატურული პრემია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Поэзия Дона. Антология. XX-XXI. – Ростов н/Д: Ростовкнига, 2014. – 480 с.
- Эльчиев В Шестидесятники Лозы /В.Эльчиев //Кстати, 2008. - №4(16).- С.34−36.
- Киктенко В. На кромке бытия / В. Киктенко // Российский писатель, 2001. – № 4 . – С. 15.
- Смолдырев В. А. Запах клевера: стихотворения / В.А.Смолдырев. –Комитет по культуре, Сергиев Посад, 1996. – 159 с.
- Газета «Вперед» от 23 июня 2001 года.
- Газета «Зеркало» от 15 марта 2001 года.
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Лоза. Краткий очерк истории предприятия и рабочего поселка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-09. ციტირების თარიღი: 2017-10-31.
- ↑ Борис Слуцкий о Владимире Смолдыреве
- ↑ ვლადიმერ სმოლდირევის ყველა ლექსი