ვლადიმერ ერემიას ძე სალაძე (დ. 1906, ზესტაფონი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1985, თბილისი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. კომპარტიის წევრი (1931)

ვლადიმერ სალაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1924 წელს შევიდა კომკავშირის რიგებში; 1932 წლამდე ფიზიკურ შრომას ეწეოდა; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გამოიჩინა თავი, როგორც სტახანოვური შრომის ოსტატმა; 1937 წელს დაინიშნა თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის დირექტორად; 1939 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგიელდ მუშაობდა; 1942–1948წწ. იყო თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის N31 საავიაციო ქარხნის დირექტორი, 1948 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრათა საბჭოსთან არსებული გზათა მთავარი სამმართველოს უფროსია; 1936 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 15 წლისთავთან დაკავშირებით, როგორც სტახანოვური მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორი, იყო მონაწილე ქართველი ხალხის დელეგაციისა, რომელიც კრემლში სტალინმა მიიღო. არჩეული იყო სსრკ და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება