ვლადიმერ რუბაშვილი

ვლადიმერ გრიგოლის ძე რუბაშვილი (დ. 2 დეკემბერი, 1940, თბილისი — გ. 2 თებერვალი, 1964, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1961).

ვლადიმერ რუბაშვილი
Vladimir Rubashvili.jpg
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 2 დეკემბერი, 1940
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 1964
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 168 სმ
წონა 67 კგ
სპორტი
ქვეყანა სსრკ
სპორტი თავისუფალი ჭიდაობა
ჯილდოები მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიოგრაფიარედაქტირება

თბილისის 35-ე სპორტული სკოლის დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მსოფლიოს ჩემპიონი (1961, იოკოჰამა, იაპონია). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი.[1] საბჭოთა კავშირის სამგზის (1961, 1962, 1963) ჩემპიონი. გამოირჩეოდა ჭიდაობის აქტიური სტილით და უაღრესად თავისებური ტექნიკით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე.[2]

ტრაგიკულად დაიღუპა 1964 წლის 2 თებერვალს, ავტოკატასტროფის შედეგად.[3]

ძირითადი შედეგებირედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა იოკოჰამა, იაპონია -67 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1961  
რომი, იტალია -62 კგ ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960  

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  2. დანელია, ვაჟა. (18 იანვარი, 2021) ლეგენდების კვალდაკვალ — ვლადიმერ რუბაშვილი. და მოგონებად დარჩა ტკივილი. lelo.ge. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  3. ვლადიმერ რუბაშვილი. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2022