ვლადიმერ ოთარაშვილი
ქართველი არქიტექტი
ვლადიმერ ოთარაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1952) — ქართველი არქიტექტორი.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 ოქტომბერი, 1952 |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1952 წლის 16 ოქტომბერს. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული რესტავრაციის ფაკულტეტი 1979 წელს. მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს „ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრში“. თბილისში გამართულ არქიტექტორთა პირველ საერთაშორისო ბიენალეზე 1988 წელს მიიღო სიგელი. მისი ძირითადი ნამუშევრებია ბეთლემის ზედა ეკლესია (კვლევა), წრომის ტაძარი (რესტავრაცია), მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია (აღდგენა-რესტავრაცია), ხობის არქიტექტურული კომპლექსი, ცაიშის პალატა, ჯუმათის არქიტექტურული კომპლექსი, ხოტევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, სხალთის არქიტექტურული კომპლექსი, მარტვილის ტაძარი, ჩიქოვანების მცირე ეკლესია და ა.შ.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ, 2017, გვ.468