ვლადიმერ ლორთქიფანიძე

ვლადიმერ (ვალოდია) ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე (დ. 1872 — გ. 1909) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი, პოლიტიკური მოღვაწე.

ვ. ლორთქიფანიძე

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ ოდესის უნივერსიტეტი და ისტორიის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან („ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, „დროება“, „შრომა“, „ივერია“), აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს და თარგმანებს. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1901 წელს იყო სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის ერთ–ერთი დამაარსებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. მისი ენერგიული მოქმედებით ქართველ სოციალისტ-ფედერალისტები გაერთიანდნენ არა როგორც რუსეთის თანამოსახელე პარტიასთან არსებული ავტონომიური ჯგუფი, არამედ როგორც დამოუკიდებელი პარტია. პოლიტიკური საქმიანობისთვის ორჯერ იყო დაპატიმრებული; საბოლოოდ, 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტით გაათავისუფლეს. გარდაიცვალა აბასთუმანში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 37 წლის ასაკში. დაკრძალეს თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება