ვლადიმერ გორდლევსკი
ვლადიმერ გორდლევსკი (დ. 25 სექტემბერი, 1876, სუომენლინა — გ. 10 სექტემბერი, 1956, მოსკოვი) — რუსი აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თურქული ენის, ლიტერატურის, ფოლკლორის და ისტორიის სპეციალისტი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). ავტორია „თურქული ენის გრამატიკისა“ (1928) და პირველი „თურქულ-რუსული ლექსიკონისა“ (1931). მისი ძირითადი შრომებია „თურქეთის ამქრების ისტორიიდან“ (1927), „თურქეთის საშინაო მდგომარეობა XVI საუკუნის მეორე ნახევარში“ (1940) „მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო“ (1941).
ვლადიმერ გორდლევსკი | |
---|---|
რუს. Владимир Александрович Гордлевский | |
დაბ. თარიღი | 25 სექტემბერი (7 ოქტომბერი), 1876 |
დაბ. ადგილი | სუომენლინა |
გარდ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1956[1] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი[1] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 225.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმერ გორდლევსკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Гордлевский Владимир Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.