ვლადიმერ გარაყანიძე
ვლადიმერ გარაყანიძე (დ. 13 მარტი, 1900, ქ. ჟუკოვსკი, — გ. 7 მარტი, 1971) — პირველი ქართველი ჰაერნაოსანი.
გარაყანიძეზე ბიოგრაფიული ცნობები მწირია. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში და მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზეარსებობს ინფორმაცია საგაზეთო სტატიებიდან მის მიერ განხორციელებული ფრენის შესახებ. ერთ-ერთი ცნობით, 1927 წ. 22 იანვარს ვლადიმერ გარაყანიძემ სტარტი აიღო მოსკოვიდან ხელნაკეთი, 300 მ³ მოცულობის აეროსტატით. მას ჩაფიქრებული ჰქონდა ქ. გორკიში გადაფრენა. ეს გზა პილოტს სავარაუდოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა დაეფარა. ბურთს გონდოლა არ ჰქონდა. გარსზე მიაბეს თოკები და ზედ ხის ფიცარი საბავშვო საქანელას მსგავსად. პილოტი ამ ფიცარზე უნდა მჯდარიყო -17°C ყინვაში. თუმცა პილოტი არ ჩამოფრენილა არც იმ საღამოს, და არც შემდეგ დღეს. 24 იანვარს ფრენის მარშრუტზე დაიწყეს გაყინული ჰარნაოსნის სხეულის ძებნა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
გარაყანიძის ბედი ერთი კვირის შემდეგ გაირკვა. პილოტი მოყოლილა ძლიერ საჰაერო ნაკადში, რომელმაც იგი სხვა მიმართულებით წაიყვანა. ფრენა მიმდინარეობდა სრულ ნისლში და დასრულდა ჩრდილოეთის დვინის გუბერნიაში 702 კმ-ის მოშორებით სტარტის ადგილიდან. მიყრუებული სოფლის მცხოვრებლებს, სადაც მას დაჯდომა მოუხდა, გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, ის ციდან ჩამოფრენილი „ანტიქრისტე“ ჰგონებიათ.[1] დაჯდომის ადგილიდან უახლოეს რკინიგზის სადგურამდე, სადაც ტელეგრაფი იყო, გარაყანიძე კიდევ ოთხი დღე-ღამე მარხილებით მიდიოდა. დაკეცილი აეროსტატი მან უვნებლად თან წამოიღო.
მოსკოვის გაზეთი „Известия“ ამასთან დაკავშირებით წერდა: „გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამხ. გარაყანიძემ თავისი ფრენით დაამყარა სპორტული ჰაერნაოსნობის მსოფლიო რეკორდი“. მომავალში გარაყანიძე ამ ინციდენტის გახმაურების წყალობით ცნობილი ჰაერნაოსანი გახდა. მას შესრულებული აქვს მრავალი სარეკორდო ფრენა სითბურ აეროსტატებზე, მათ შორის იალბუზის მწვერვალზე დაჯდომა.
ტრივია
რედაქტირებაგარაყანიძის ერთ-ერთი მოსწავლეთაგანი იყო ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად სერგეი კოროლიოვი, მომავალში — საბჭოთა კოსმონავტიკის ფუძემდებელი.