ვიშერა (კამის შენაკადი)

ვიშერა (რუს. Вишера) — მდინარე რუსეთში, პერმის მხარეში; კამის მარცხენა შენაკადი (ჩაედინება კამის წყალსაცავის ვიშერის ყურეში). სიგრძე 415 კმ, აუზის ფართობი 31 200 კმ². სათავეს იღებს ჩრდილოეთ ურალის დასავლეთ კალთაზე. ძირითადად მიედინება ურალის მთისწინეთში, დიდწილად აქვს მთის მდინარის მახასიათებლები, მიედინება ვიწრო ხეობაში.[1] საშუალო წლიური ხარჯი დაბა რიაბინინოსთან 473 მ³/წმ. აუზში მდებარეობს 168 ტბა საერთო ფართობით 4,6 კმ²; გავრცელებულია კარსტული მოვლენები.[2] ძირითადი შენაკადებია: იაზვა (მარჯვენა), კოლვა (მარცხენა). იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. იყინება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილის ბოლოს. დასაცურებელია. სანაოსნოა ნავმისადგომ ველსიდან (312 კმ).[2] რეგულარული სამგზავრო მიმოსვლა ხორციელდება ქალაქ კრასნოვიშერსკამდე. ვიშერის აუზში ალმასის საბადოებია.[1]

ვიშერა
რუს. Вишера
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები პერმის მხარე
ქალაქები კრასნოვიშერსკი
სათავე ჩრდილოეთი ურალი
61°38′57″ ჩ. გ. 59°19′35″ ა. გ. / 61.64917° ჩ. გ. 59.32639° ა. გ. / 61.64917; 59.32639
შესართავი კამის წყალსაცავი
59°54′14″ ჩ. გ. 56°26′20″ ა. გ. / 59.90389° ჩ. გ. 56.43889° ა. გ. / 59.90389; 56.43889
სიგრძე 415 კმ
აუზის ფართობი 31 200 კმ²
მდინარის სისტემა კამის წყალსაცავიკამავოლგაკასპიის ზღვა
ვიშერა (კამის შენაკადი) — რუსეთი
ვიშერა (კამის შენაკადი)
ვიშერა (კამის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
ვიშერა ვიკისაწყობში
  1. 1.0 1.1 Вишера // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.
  2. 2.0 2.1 Вишера // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 415.