ვიქტორ ნინიძის ქუჩა

ვიქტორ ნინიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი). სერგი წულაძის ქუჩიდან სახალხო ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასასრულს. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის ქუჩების სიაში როგორც სალოცავის შესახვევი, 1923 წელს კომკავშირის შესახვევი დაერქვა, შემდეგ — კომკავშირის I შესახვევი, მოგვიანებით — სერგი წულაძის I გასასვლელი, ხოლო 1994 წელს ვიქტორ ნინიძის სახელი ეწოდა.

ვიქტორ ნინიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ნავთლუღი
წინა სახელები სალოცავის შესახვევი, კომკავშირის შესახვევი, კომკავშირის I შესახვევი, სერგი წულაძის I გასასვლელი

ლიტერატურა

რედაქტირება