ვიქტორ ნინიძე (რეჟისორი)
ვიქტორ ნინიძე (დ. 1888 ― გ. 1975) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1941).
ვიქტორ ნინიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1888 |
გარდაცვალების თარიღი | 1975 |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1904 წლიდან მონაწილეობდა სოფლის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრში. 1909-1921 და 1922-1924 წლებში მუშაობდა თბილისის სახალხო სახლში მსახიობად. 1921 წელს სამაზრო ხელისუფლების დავალებით ოზურგეთში ჩამოაყალიბა პროფესიული თეატრი. 1924-1928 წლებში რეჟისორ-მსახიობად მოღვაწეობდა სხვადასხვა კლუბებთან არსებულ დრამწრეებში. იყო თბილისის სანკულტურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი, 1928-1962 წლებში კი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი. ასახიერებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: დათია („ქრისტინე“, ე. ნინოშვილის მიხედვით), გიორგი (ნ. ნაკაშიძის „კაცის სამართალი“), ბოქაული (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“), სტეფანე (ს. ბელოის „უმუშევარნი“) და სხვა.
ვიქტორ ნინიძის საუკეთესო დადგმებს შორისაა ი. ეკალაძის „ნომერი 21 ჯვრით“, ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“, ტ. რამიშვილის „სტუმარ-მასპინძლობა“, გ. ბერძენიშვილის „ოქროს ვერძი“, შ. დადიანის „გუშინდელნი“, ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“ და სხვა. იგი ავტორია პიესებისა: „სამწუხარო შედეგი“, „თითო ჭიქა“.
თბილისში არის ვიქტორ ნინიძის სახელობის ქუჩა.[1]