სანკულტურის თეატრი
(გადამისამართდა გვერდიდან თბილისის სანკულტურის თეატრი)
თბილისის სანკულტურის თეატრი დაარსდა 1928 წელს მოძრავი თეატრის სახით. წარმოადგენდა სანიტარული აგიტაციური პროპაგანდის ერთ-ერთ ფორმას. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი იყო ვიქტორ ნინიძე. 1928 მოძრავი სანკულტურის თეატრი სტაციონალურ სახელმწიფო თეატრად გადაკეთდა (აღმაშენებლის პროსპექტი 99).
დადგმები: ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“, ჰ. იბსენი „მოჩვენებანი“, ტ. რამიშვილის „სტუმარმასპინძლობა“ და სხვა. თეატრში მოღვაწეობდნენ რეჟისორები და მსახიობები: ვ. ყუშიტაშვილი, ნიკოლოზ გოძიაშვილი, ნ. ჩხეიძე, მ. ჭანიშვილი, ც. მეძმარიშვილი, შ. ნარსია, ნ. ერისთავი, მ. მდივანი, გ. ბუხრაშვილი და სხვა. 1967 თეატრმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო თეატრის ძველი შენობა აღებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 786, ISBN 99928-20-32-2.