სერგი წულაძის ქუჩა

სერგი წულაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი); სახალხო ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის III შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც სალოცავის ქუჩა. 1923 წელს კომკავშირის ქუჩა ერქვა, 1992 წელს სერგი წულაძის სახელი დაერქვა. ქუჩაზეა სამკურნალო პრეპარატების ქარხანა „თბილქიმფარმი“. აქვს 2 გასასვლელი, 2 შესახვევი და 1 ჩიხი.

სერგი წულაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ნავთლუღი
წინა სახელები სალოცავის ქუჩა, კომკავშირის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება