ვიქტორია ფრანგი
ვიქტორია ფრანგი (ფრანგ. Victoire de France; დ. 11 მაისი, 1733 — გ. 7 ივნისი, 1799) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას შუათანა ქალიშვილი. გარდა ვიქტორიასი, მას ნათლობის სახელად მარია ტერეზა დაარქვეს, რომელიც მეფე ლუი XIV-ის ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის პატივსაცემი ჟესტი იყო.
ვიქტორია ფრანგი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 მაისი, 1733 ვერსალი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
7 ივნისი, 1799, (66 წლის) ტრიესტი, იტალია |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | საფრანგეთის პრინცესა |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: ლუი XV, საფრანგეთის მეფე დედა: მარია ლეშჩინსკა |
ხელმოწერა |
იგი ცნობილი იყო როგორც მადამ კატრიემი, რაც იქიდან გამომდინარეობდა, რომ იგი მეფის მეოთხე ასული იყო. საფრანგეთის რევოლუციის გამო, მას მშობლიური საფრანგეთის დატოვება და იტალიაში გადასახლება მოუწია, სადაც გარდაიცვალა კიდეც, დევნილობაში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა
რედაქტირებავიქტორია დაიბადა 1733 წლის 11 მაისს ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას მეოთხე ქალიშვილი. როდესაც მონათლეს, ნათლობის სახელად მას მარია ტერეზა დაარქვეს, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის მეუღლის, დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის პატივსაცემად. იგი მეფე-დედოფლისათვის მეხუთე შვილი და მეოთხე ქალიშვილი იყო, რის გამოც ხშირად მას მოიხსენიებდნენ მადამ კატრიემის სახელით. 1738 წლამდე, თავის უფროს დებთან ერთად ფონტერვუდის სააბატოში იზრდებოდა, რის შემდეგაც განათლების მისაღებად ვერსალის სამეფო კარზე დაბრუნდა.
ცხოვრება ვერსალში
რედაქტირებაროდესაც მოცარტი საფრანგეთს ესტუმრა, ვიქტორიას მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა, რომელმაც მადლობისა და პატივისცემის ნიშნად მას თავისი სონატების პიანინოზე დაკვრა ასწავლა.
ვიქტორიას ძმა, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი და მისი ცოლი მარია ჟოზეფა საქსონიელი ნაადრევად დაიღუპნენ და მათი შვილების აღზრდა ვიქტორიამ და მისმა დებმა იკისრეს, რომელთაგან მხოლოდ უფროსი, ლუიზ ელიზაბეტი იყო გათხოვილი. მომავალ მეფეს, ლუი XVI-ს ძალიან უყვარდა მამიდები და მათ გამზრდელ დედებად მიიჩნევდა. თავისმხრივ ვიქტორია ყველანაირად ცდილობდა თავის ძალიან მორცხვ ძმის შვილს ცოლთან, მარია ანტუანეტასთან ურთიერთობის აწყობაში. ვიქტორია ძალიან დაუახლოვდა მარია ანტუანეტას და იგი მას წარმომავლობის გამო მეტსახელად "ავსტრიელს" ეძახდა.
თავისი დების სოფიას, ანა ანრიეტას, ადელაიდასა და ლუიზას მსგავსად, ვიქტორია არასდროს დაქორწინებულა და საფრანგეთის რევოლუციამდე ვერსალის სასახლეში ბედნიერად ცხოვრობდა.
ასევე ცნობილია, რომ დების მსგავსად ჭარბწონიანობის პრობლემას ვიქტორიაც განიცდიდა, რაც მათ გენეტიკურად გადაეცათ მემკვიდრეობით, როგორც დედისგან, ისე მამისგან.
იტალიაში გაქცევა
რედაქტირება1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის დაწყებისთანავე, სამეფო ოჯახი იძულებული გახდა პარიზში გადასახლებულიყო.
ამ დროისათვის ლუი XV-ის შვილებიდან მხოლოდ ვიქტორია, ლუიზა და ადელაიდა იყვნენ ცოცხლები. რელიგიურად და მკაცრ ეტიკეტზე აღზრდილ პრინცესებს ძალიან უჭირდათ პარიზში გაუთლელ ადამიანებთან ცხოვრება, რომლებმაც მათ სააღდგომო ზიარების უფლებაც კი არ დართეს. ამ და სხვა უამრავი მიზეზით, დებმა გადაწყვიტეს, რომ 1791 წლის 19 თებერვალს რომში გამგზავრებულიყვნენ. ეს გადაწყვეტილება შემდგომში ძალიან ინანეს, ვინაიდან ისინი ფაქტობრივად მოსწყდნენ ყველაფერს მშობლიურსა და თავის ყველა ნაცნობს, რამაც ისინი შედარებით მელანქოლიური ხასიათის ადამიანებად აქცია. მათგან ვერცერთმა შესძლო სამშობლოში დაბრუნება და ყველა მათგანი იტალიაში, მათთვის სრულიად უცხო მიწაზე დაიხოცნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიამ და ადელაიდამ იტალიაში გაქცევით შესძლეს სიცოცხლის გადარჩენა, რომამდე ძლივს ჩააღწიეს. ისინი გზაში უამრავჯერ შეჩერდნენ, ვინაიდან თავად იტალიაშიც არ იყო დალაგებული პოლიტიკური სიტუაცია. სწორედ ამიტომ, მათ თან ახლდა ოცდაათ ჯარისკაციანი ესკორტი, რომელიც მათ დაცვაზე ზრუნავდა. ცნობილია, რომ ფრანგ რევოლუციონერებს ვიქტორიასა და ადელაიდას დაპატიმრება და სიკვდილით დასჯაც სურდათ, რის გამოც იტალიელებს არაერთხელ მოსთხოვეს მათი გადაცემა, თუმცა მათდა გასაკვირად იტალიელებმა მუქარისა და მოსყიდვის მიუხედავაც არ გასცეს პრინცესები.
მათი რომში ცხოვრება 1796 წლამდე გაგრძელდა, მანამ სანამ ეროვნული ასამბლეამ რომის პაპს ომი გამოუცხადა. ამ დროს ნაპოლეონის სარდლობით დიდი ფრანგული ჯარები შევიდა და დაიკავა ტოსკანა და რომი, რის გამოც ვიქტორიამ და ადელაიდამ რომი დატოვეს და თავი ნეაპოლის სამეფოს შეაფარეს, სადაც მათ მფარველობდნენ ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I და დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი, რომელიც საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას ღვიძლი და იყო. სულ ორ წელიწადში, 1798 წელს ნაპოლეონი ნეაპოლშიც შეიჭრა, რის გამოც სამეფო ოჯახმა ვიქტორიასთან და ადელაიდასთან ერთად დატოვა ნეაპოლი და უფრო ჩრდილოეთით, ავსტრიასთან ახლოს, ლომბარდო-ვენეციის სამეფოს ქალაქ ტრიესტში დასახლდნენ.
1799 წელს ნაპოლეონის ავსტრიაში შეჭრის გამო, დები ბურბონები გემში ჩაჯდომასა და რუსეთის საიმპერატორო კარზე გაქცევას აპირებდნენ, სადაც თავი ჰქონდა შეფარებული პროვანსის გრაფ ლუი დე ბურბონსა და მის ცოლს, გრაფინია მარია ჯუზეპინა სავოიელს.
გარდაცვალება
რედაქტირებატრიესტიდან რუსეთში გამგზავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1799 წლის 7 ივნისს 66 წლის ვიქტორია გარდაიცვალა. მისმა დამ მისი დაკრძალვა და გლოვა გადატყვიტა, სამგლოვიარო პერიოდის დასრულების შემდეგ კი სულ მალე, 1800 წლის დამდეგს თავად მარი ადელაიდაც გარდაიცვალა, ასევე ტრიესტში. მოგვიანებით ისინი საფრანგეთში გადაასვენეს და სენ დენის სამეფო ბაზილიკაში დაკრძალეს.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Antonia Fraser, Maria Antonietta, Milano, Mondadori, 2004. ISBN 88-04-51311-X
- Cleto Schiavilla, Lo sconosciuto Napoleone. Un insorgente dimenticato. Dalle Langhe alla Terra d'Otranto [prefazione di Mauro Della Ferrera], Araba Fenice, Boves, 2014, ISBN 9788866172369