ვირჯინალი[1][2] (ინგლ. Virginal) — მუსიკალური ინსტრუმენტი კლავესინის ოჯახიდან. პოპულარული იყო ევროპაში გვიანი რენესანსისა და ბაროკოს ეპოქებში. [3][4]

ვირჯინალი

რუკერსის ვირჯინალი, მუსიკალური საკრავების მუზეუმი, პარიზი

ვირჯინალი არის ოთხკუთხა ფორმის მუსიკალური საკრავი, კლავესინის უფრო პატარა და მარტივი ფორმა. თითოეული ნოტის ჟღერადობაზე პასუხისმგებელია ერთი სიმი. ინსტრუმენტების უმეტესობა კონსტრუირებული იყო ისე, რომ დასაკრავად მაგიდაზე უნდა მოთავსებულიყო, რადგან საკუთარი ფეხი არ ჰქონდა. მოგვიანებით, მან უფრო დახვეწილი ფორმა მიიღო და საკუთარი სადგამიც გაუჩნდა.

მექანიზმი

რედაქტირება

ვირჯინალის მექანიზმი ძალიან ჰგავს კლავესინს, იმით, რომ ბგერის წარმოქმნა ხდება სიმზე „ქილის“ (პლანქტონის) გამოკვრის მეშვეობით. მიუხედავად ბგერის წარმოქმნის მექანიზის მსგავსებისა, ვირჯინალი ოთხკუთხედის ან მრავალკუთხედის ფორმისაა. თითოეული სიმი, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია ერთი ნოტის ჟღერადობაზე, განლაგებულია კლავიატურის პარალელურად.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ზუსტი ცნობა სიტყვა „ვირჯინალის“ წარმოშობის შესახებ არ მოგვეპოვება. შესაძლოა, ის მომდინარეობდეს ლათინური სიტყვიდან ლათ. virga, რაც ქართულად „წკნელს“ ნიშნავს. შესაძლოა, ამ სიტყვაში იგულისხმებოდა კლავიშის სამაგრი ხის დამჭერი, მაგრამ ეს უკანასკნელი არ არის დამტკიცებული.[5] არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ის უნდა მომდინარეობდეს სიტყვიდან ქალწული, რადგან ვირჯინალზე ძირითადად ქალები უკრავდენენ,[6] ან, შესაძლოა, ამ სახელით იმიტომ მოიხსენიებდნენ, რომ მისი (ვირჯინალის) ჟღერადობა ძალიან ჰგავდა ქალის ხმას (ვირჯინალების ხმა). ასევე, მას უკავშირებენ მარიამ ღვთისმშობლის სახელს, რადგან ვირჯინალს მონაზვნები საეკლესიო საგალობების შესრულებისას იყენებდნენ.

ინგლისში იაკობინელთა მმართველობისას და ელისაბედ I-ის ზეობის პერიოდში ყველა კლავიშიანი საკრავები ხშირად მოიხსენიებოდა ვირჯინალებად და მასში იგულისხმებოდა კლავესინი, კლავიკორდი და სპინეტიც კი. ვირჯინალს, როგორც ასეთი, ცალკე, დამოუკიდებელ ინსტრუმენტად არ მოიაზრებდნე, ამიტომაც უილიამ ბერდის შედევრების შესრულება თანაბრად შეიძლებოდა როგორც იტალიურ და ფლამანდრიულ კლავესინებზე, ისე ვირჯინალზე. ვირჯინალი ერთმანუალიანი იყო, მოგვიანებით მას მეორე მანუალი დაემატა და მან კლავესინის ფორმა მიიღო.

კლავესინის მსგავსად, ვირჯინალის წინამორბედად მიიჩნევა შუა საუკუნეებში გავრცელებული საკრავი ფსალტირი, რომელსაც მოგვიანებით, დაახლოებით მე-15 საუკუნისათვის, გაუჩნდდა კლავიატურაც. სიტყვა „ვირჯინალი“ პირველად მოხსენიებულია პაულუს პაულირინუს პრაღელის (1453-1471) ნაშრომში ლათ. Tractatus de musica. ტრაქტატში, რომელიც დაახლოებით 1460 წელსაა შექმნილი, ვხვდებით შემდეგ სიტყვებს: „ვირჯინალი კლავიკორდის მსგავსი ინსტრუმენტია. მას აქვს 32 სიმი, კლავიშზე თითის დაჭერით სიმი რხევას დაიწყებს ნაზი, ხავედროვანი ხმის წარმოქმნით. მას „ვირჯინელს“ ეძახიან, რადგან ის ქალწულებრივ მშვიდ, წყნარ ხმას გამოსცემს“. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი ინახავს ცნობებს ვირჯინალის შესახებ, რომელიც გვამცნობს, რომ მეფე ჰენრი VIII-მ მსგავსი სახელწოდების მქონე ხუთი ინსტრუმენტი შეიძინა. პატარა, შედარებით ადრინდელ ვირჯინალებზე დაკვრისას მას კალთაში იდებდნენ ან მაგიდაზე მოათავსებდნენ ხოლმე,[7] მაგრამ ყველა მომდევნო პერიოდის ვირჯინალს საკუთარი ფეხები ჰქონდა. ვირჯინალი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-17 საუკუნის ჩათვლით, გვიან ბაროკოს პერიოდამდე, როდესაც ის ინგლისში სპინეტმა და გერმანიაში კლავიკორდმა დაჩრდილა.

სახესხვაობები

რედაქტირება

სპინეტის კლასის ვირჯინალი

რედაქტირება
 
იტალიური spinetta ანუ ვირჯინალი ალექსანდრო ბერტოლეტის მიხედვით, დაახლოებით 1586 წელი. ფლამანდრიული ნიმუშებისგან განსხვავდება წინ გამოწეული კლავიატურით.

სპინეტის კლასის ვირჯინალები (არ აგერიოთ სპინეტში) იქმნებოდა იტალიაში (იტალ. spinetta), ინგლისსა და ფლანდრიაში (ნიდერლ. spinetten). კლავიატურა მარცხნივ ან ცენტრშია განთავსებული, სიმები კი ხიდიდან უფრო შორ მანძლიზე, ვიდრე კლავესინში გვაქვს. ძირითადი განსხვავება ჩვეულებრივ ვირჯინალსა და სპინეტის კლასის ვირჯინალს შორის სტრუქტურულ მახასიათებლებში მდგომარეობს, კერძოდ, კლავიატურის განლაგებაში: იტალიურ ვირჯინალებს კლავიატურა ყოველთვის გამოყოფილი ჰქონდა ინსტრუმენტის კოლოფისაგან, როდესაც ჩრდილოეთში გავრცელებულ ინსტრუმენტს კლავიატურა კოლოფში ჰქონდა ჩაშენებული. იტალიაში მას ამზადებდნენ კვიპაროზის ხისგან, ჩრდილოეთში კი, ძირითადად, ალვის ხისგან. ყველა იტალიური ვირჯინალი ჰექსაგონის ფორმის იყო, მსგავსი ფორმის იყო ადრეულ პერიოდში ფლამანდიაშიც დამზადებული ნიმუშებიც. თუმცა, დაახლოებით 1580 წლიდან ყველა ვირჯინალი ოთხკუთხედის ფორმას იღებს. შემორჩენილია გვიან, ინგლისში წარმოებული რამდენიმე ვირჯინალი, რომლებიც, ძირითადად, ფლამანდრიული წესით არიან კონსტრუირებული, მაგრამ მათ ასევე დაემატათ მცირე დეტალი – თავსახური.

მუსელარი

რედაქტირება
 
„ქალი მუსელართან“, ავტორი. იან ვერმეერი, (დაახ.1672წ.)(ლონდონის ეროვნული გალერეა). კლავიატურა მარჯვენა მხარესაა განთავსებული.
 
მუსელარის ერთ-ერთი სახეობა რუკერსის სკოლიდან. კლავიატურა მარჯვნივაა განთავსებული.

მუსელარი მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპაში მზადდებოდა. მასში კლავიატურა ცენტრში ან მარჯვნივაა განთავსებული, ხოლო სიმებს საკრავის მესამედი ნაწილი უჭირავს. ის მდიდარ, რეზონანსულ ხმას წარმოქმნის, ძლიერი ფუძით და სუსტი ობერტონებით. მისი სტრუქტურა შემდეგნარიად შეგვიძლია აღვწეროთ: დამჭერები და კლავიშები მარცხენა ხელისათვის რეზონატორის შუაში უძრავადაა განთავსებული, შედეგად მექანიკურად წარმოქმნილი ხმა ძლიერდება. ასევე, ხმის წარმოქმნასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დაკვრისას სიმების ვიბრაციის, რხევის გამო, ბასებში ბგერის განმეორებით დაკვრა რთულია, რადგან ჯერ კიდევ მჟღერი სიმის მოძრაობა ხელს უშლის პლექტრუმს სიმთან კავშირის დამყარებაში. მე-18 საუკუნის მუსიკის კრიტიკოსი (ვან ბლენკენბერკი, 1739) წერს, რომ „მუსელარი ბანებში ღორივით ღრუტუნებს“. ამიტომაც, მუსელარი, უფრო მეტად განკუთვნილი იყო მელოდიისთვის აკორდების თანხლებით, სადაც ნაწარმოები არ შეიცავდა კომპლექსურ პარტიებს მარცხენა ხელისათვის. თუმცა, არსებობს მუსელარები ე.წ სტოპით (harpichordium), რომელიც არ აძლევს საშუალებას ბანების სიმს, უწყვეტად იმოძრაონ, აჩერებს მას და ის აღარ გამოსცემს ზუზუნის, ღრენის მაგვარ ხმას. მუსელარი პოპულარული იყო XVI–XVII საუკუნეებში, ის საყოველთაოდ იყო გავრცელებული, მაგრამ, ისევე, როგორც ვირჯინალის სხვა სახეობები, XVIII საუკუნეში თითქმის აღარ გამოიყენებოდა.

 
1689 ოტავინი ჰანს ადლერის კლავიშიანი ინსტრუმენტების კოლექციიდან.[1]
 
ოთხკუთხა ვირჯინალი, დაახ. 1600 წ., მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი).

როგორც იტალიაში, ისე ჩრდილოეთში მზადდებოდა ვირჯინალის ერთ-ერთი სახეობა (უფრო მინიატურული), სახელწოდებით, ოტავინი (ottavino). ოტავინში ტონალობა ერთი ოქტავით იყო ამაღლებულო, ვიდრე უფრო დიდი ზომის ამავე კლასის საკრავებში. ფლამანდრიაში მათთან ერთად, როგორც წესი, იყიდებოდა დიდი ვირჯინალები, რომლებიც გაორმაგებულ ოტავინს წარმოადგენდა (იხილეთ ქვემოთ ორმაგი ვირჯინალი). იტალიაში ოტავინი (იტალ. ottavino) ცალკე დამოუკიდებელ ინსტრუმენტად განიხილებოდა ისე, როგორც ჩვეულებრივი სტანდარტული (შედარებით დიდი) ვირჯინალები.

ორმაგი ვირჯინალები

რედაქტირება
 
ორმაგი ვირჯინალი (1600) შექმნილია ლოდევიკ გროუველსის მიერ. (მეტ. 89.4.1196)

ფლამანდიაში, კონკრეტულად, რუკერსების ოჯახში, ქმნიდნენ ვირჯინალის სპეციფიკურ სახეობას, სახელად დედა და შვილი (moeder und kind). ვიზუალურად ასეთი იყო- ერთ ისტრუმენტში იყო მოქცეული ორი ინსტრუმენტი, ერთი ჩვეულებრივი ვირჯინალი (მუსელარი ან სპინეტი) 6' რეგისტრით ან ოტავინი 3' რეგისტრით. პატარა ოტავინი უჯრასავით იყო ჩასმული კოლოფში დიდი ინსტრუმენტის კლავიატურის გვერდით და სასურველ დროს შეგეძლო მოგეცილებინა და დაგეკრა როგორც ცალკე კლავიშიანი ინსტრუმენტი. თუმცა შესაძლებელი იყო, რომ ეს ორი ინსტრუმენტი ორგანულად ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა, მაგალითად ოტავინის სიმები მიგვეერთებინა დიდი ვირჯინალისათვის და შემდგარიყო ერთ ინსტრუმენტად, ამგვარად მიღებული საკრავი უფრო ბრწყინვალე ხმას გამოსცემდა.

 
ორმაგი ვირჯინალი (1581) შექმნილია ჰანს რუკერს უმცროსის მიერ. (მეტ. 29.90)
 
ჰანს რუკერსი ვირჯინალი (1610) ჰანს ადლერის კლავიშიანი ინსტრუმენტების კოლექციიდან.[2]

ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ს მიერ შექმნილ ინსტრუმენტებს შორის გვხვდება ინსტრუმენტები, რომლებსაც იხსენიებს ფილიპ ვან ვილდერი (1553): „ორი ორმაგი ვირჯინალი“, „ახალი წყვილი ორმაგი ვირჯინალებისა“. ხსენებული წინ უსწრებს უფრო გვიანდელი პერიოდის ე.წ დედა-შვილ ვირჯინალს 30 წლით(ჰანს რუკერსი 1581[8][9]), და ორ მანუალიან კლავესინს 60 წლით. სახელი, შესაძლოა, იმის მიხედვით შეურჩიეს, თუ რამდენი ე.ს სტოპი ჰქონდა ინსტრუმენტს ან სავარაუდოა, რომ მისი დიაპაზონის შესაბამისად შეერჩიათ სახელწოდებაც.

დიაპაზონი და ტონალობა

რედაქტირება

ვირჯინალების უმეტესობის კლავიატურის დიაპაზონი მოქცეული იყო C2/E2-სა და C6-ს შორის (45 ნოტი, 4ოქტავა), რაც ინსტრუმენტზე მუსიკალური პერფორმანსის შესრულებას შესაძლებელს ხდიდა. დაბალი ოქტავა პატარა ოქტავასთან იყო შეწყობილი, ამიტომ კლავიში E ჟღერდა როგორც C2, კლავიში F- D2, და კლავიში G- E2, ეს საშუალებას იძლეოდა ისეთი ნომინალური კლავიშები გამოყენებულიყო დაკვრისას, რაც იშვიათად გამოიყენება თანამედროვე რეპერტუარში. ვირჯინალი სხვადასხვა ზომის იყო. ჰოლანდიელი ორღანისტი და კლავესინისტი კლას დოივერსი (დაახ. 1650-1725წ.) იხსენიებს 1.8მ და უფრო პატარა, დაახლოებით 0.78მ., ინსტრუმენტს.[10] ტონალობრივი განსხვავება რუკერსის მიერ შექმნილს მოდელებს შორის არ იყო თვითნებური, მაგრამ შეესაბამებოდა ინტერვალებს. ხმის მექანიზმი ამ ინსტრუმენტებისათვის მოწყობილი იყო დოუვერსის სკალის მიხედვით.[11] თანამედროვე ინსტრუმენტების უმეტესობა სტანდარტული ზომისაა 8' ფუტი, გვხვდება ოტავინი 4'ფუტის სიგრძის. თუმცა დღესდღეობით მსგავსი ზომის რუკერსის მიერ შექმნილი ინსტრუმენტები არაა შემორჩენილი.

დეკორაცია

რედაქტირება

მაშინ როცა ადრეულ ავროპაში ვირჯიალების უმეტესობა დეკორაციის გარეშე მარტო მშრალი ხისგან შედგებოდა, მალე ის გაფორმდდა მდიდარი დეკორაციით, შესაძლოა ამანაც განაპირობა ის, რომ ვირჯინალის რამდენიმე სახეობა დღემდე შემორჩენილია. ინსტრუმენტი გაფორმებული იყო, ყალიბები მოსხმული იყო ისეთი ძვირფასი ქვებით, როგორებიცაა მარმარილო, აქატი, ან სხვა შედარებით არაძვირფასი ქვებით. ასევე, დეკორაციისათვის გამოიყენებოდა სპილოს ძვალი და კუს ბაქანი. არაფერს ვამბობთ რთულ მოხატულობაზე, არანაირი მატერიულური დანახარჯები არ იქნებოდა საჭიყო, ვისაც შეეძლო მისი გაკეთება. ფლამანდრიური ვირჯინალების უმეტესობას ჰქონდა ხმის დაფა მოხატული ყვავილებით, ხილით, ჩიტებით, მუხლუხოებით, ჩრჩრილებით და კრევეტებითაც კი, ყველფერი ეს მოქცეული იყო ლურჯ დაკბილურ საზღვრებში და ლურჯ არაბესკებში. ეს მოხატულობები შესაძლოა აღდგომის სიმბოლოებს განასახიერებდა (Germann, p.28). ინსტრუმენტის კლავიშები ჩვეულებრივ იყო სპილოს ძვლის და შავი კლავიშები კი რკოსგან ან წაბლისგან მზადდებოდა. საკრავის ექსტერიერი ძირითადად მარმარილოთი იყო მორთული, შიგნითა ნაწილი კი დაპრესილი წარწერებიანი ქაღალდით. ეს წარწერები ლათინური დევიზის მატარებელი იყო, რომელიც მორალურობასა და მუსიკასთან იყო ასოცირებული. ქვევით მოყვანილია დევიზების მაგალითები:

  • ლათ. SIC TRANSIT GLORIA MVNDI(ასე გადის სამყაროს დიდება)
  • ლათ. MVSICA DVLCE LABORVM LEVAMEN (მუსიკა მუშის ტკბილი ნუგეშია)
  • ლათ. MVSICA DONVM DEI (მუსიკა ღმერთის საჩუქარია)

ჰოლანდიელი მხატვარი იოჰანეს ვერმერი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ვირჯინალისთვის ქმნიდა ნახატებს.

 
„ქალი მუსელართან“, ავტორი იოჰანეს ვერმეერი

რაიმე ასეთი „სტანდარტული დეკორაცია“ არ იყო იტალიურ ვირჯინალში. ტრადიციული, ძველი ინსტრუმენტის გარეთა ნაწილი არ იყო მორთულ-მოხატული(მაგალითად ვენეციურ ვირჯინაებში). იტალიაში ვირჯინალები გაფორმებული იყო გროტესკული, კლასიკური სცენების ამსახველი, მოზაიკური სურათებით, მაგრამ ხმის დაფა იშვიათად იყო მოხატული. კლავიშები მზადდებოდა ბზისგან უხვად მორთული (როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე ჩრდილოეთ იტალიაში) სპილოს ძვლით, მარმარილოთი ან კუს ბაქნით.

 
„მუსიკის გაკვეთილი“, ავტორი იოჰანეს ვერმეერი

ტრადიციულად, ჩრდილოეთში და იტალიაში ვირჯინალების რეზონატორს ამშვენებდა 3 ყვავილის ფორმის ორნამენტი. მას არ ჰქონდა აკუსტიკური ფუნქცია, განსხვავებით ლუთნისაგან, და ცუდად იყო დეკორირებული. იტალიური ინსტრუმენტებში ყვავილები კონსტრუირებული იყო პერგამენტის ფენებისაგან, ასე რომ ის გამოიყურებოდა როგორც გოთური სტილის ტაძრებში ვარდის ფორმის ფანჯრები ან საქორწინო ტორტი. ფლამანდრიულ ინსტრუმენტებში ყვავილები ტყვიის ყალიბში იყო ჩასმული და მოოქროვილი იყო, მას ხშირად შემქმნელის ინიციალებიც ჰქონდა.

კომპოზიტორები და მათი შემოქმედების კოლექცია

რედაქტირება

როგორც ზემოთ აღინიშნა, ნებისმიერი კლავიშიანი ინსტრუმენტი ვირჯინალად იწოდებოდა, აქედან გამომდინარე, არ იყო კონკრეტულად განსაზღვრული, რომელი ნაწარმოები რომელ ინსტრუმენტზე უნდა შესრუებულიყო, შესაბამისად, თანაბრად შესაძლებელი იყო მათი შესრულება ნებისმიერ ინსტრუმენტზე. მართლაც, რენესანსის პერიოდის ყველა საკლავიშო მუსიკა მსგავსად ჟღერდა კლავესინზეც, ვირჯინალზეც, და ორგანზეც, ამიტომაც საიჭვოა, ვიგულისხმოთ რომ კომპოზიტორი როდესაც ნაწარმოებს ჰქმნიდა, მას კონკრეტული ინსტრუმენტი ჰქონოდა მხედველობაში. კომპოზიტორები, რომლებიც სწორედ ვირჯინალისათვის ჰქმნიდნენ ნაწარმოებებს შეგვიძლია მოვიხსენიოთ ვირჯინალისტებად. მიუხედავად იმისა, რომ „ვირჯინალისტების სკოლაში“ ინგლისელი კომპოზიტორები მოიხსენიებიან, არ იქნება მცდარი, რომ მსგავსი სიტყვით მოვიხსენიოთ ინგლისის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ისეთი კომპოზიტორები, როგორებიცაა- ჯიროლამო ფრესკობალდი და ჯოვანი პიკი ან სამუელ შაიდტი და იან პიტერსონ სველინკი. 12 წიგნს შორის (ე.წ „წიგნები ვირჯინალზე“ იხ. ქვემოთ), მხოლოდ ელისაბედ როჯერსის წიგნი ატარებს ორიგინალურ სათაურს თავის თავში: სხვა კოლექციებს სახელი მეცხრამეტე ან მეოცე საუკუნეებში მუსიკის მკვლევარების მიერ მიენიჭა. ქვემოთ მოცემულია წიგნები კოლექციიდან „წიგნები ვირჯინალებზე“:

  • The Mulliner Book
  • The Dublin Virginal Manuscript
  • Elizabeth Rogers' Virginal Book
  • Fitzwilliam Virginal Book
  • My Ladye Nevells Booke
  • Clement Matchett's Virginal Book
  • Parthenia
  • Priscilla Bunbury's Virginal Book
  • Will Forster's Virginal Book
  • Anne Cromwell's Virginal Book

რეკომენდებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Germann, Sheridan, "Harpsichord Decoration – A Conspectus" In The Historical Harpsichord, vol. IV. General Editor: Howard Schott. Pendragon Press, Hillsdale, NY, 2002. ISBN 0-945193-75-0
  • Hubbard, Frank, Three Centuries of Harpsichord Making, 2nd ed., Harvard University Press, 1967. ISBN 0-674-88845-6
  • Kottick, Edward, A History of the Harpsichord, Indiana University Press, 2003. ISBN 0-253-34166-3
  • O'Brien, Grant, Ruckers: A Harpsichord and Virginal Building Tradition, Cambridge University Press, 2008. ISBN 978-0-521-06682-2
  • Rueger, Christoph, Musical Instruments and Their Decoration, Seven Hills Books, Cincinnati, Ohio, 1986. ISBN 0-911403-17-5
  • Russell, Raymond, The Harpsichord and Clavichord: an introductory study, 2nd ed., London : Faber and Faber, 1973. ISBN 0-571-04795-5
  • Yorke, James, Keyboard Instruments at the Victoria and Albert Museum, Victoria and Albert Museum, London 1986. ISBN 0-948107-04-9

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

შემორჩენილი ვირჯინალები მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში:

  1. „მუსიკა სიხარულის თანამგზავრი და მწუხარების მკურნალია“. ციტირების თარიღი: 2020-05-30.[მკვდარი ბმული]
  2. მაგდა უბილავა (ბიოგრაფია). ციტირების თარიღი: 2020-05-30.
  3. Vermeer: Painting of 'Lady Seated at the Virginals'.
  4. A Young Woman Seated at the Virginals by Johannes Vermeer. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  5. Edwin M. Ripin & Denzil Wraight. „Virginal“. გროუვის მუსიკალური ლექსიკონი. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |last-author-amp= (დახმარება)
  6. Virginals@Everything2.com
  7. Dearling, Robert (ed.) (1996) The ultimate encyclopedia of musical instruments, London : Carlton, ISBN 1-85868-185-5
  8. O'Brien 1990, 347
  9. Kottick 2003, 490
  10. Klaas Douwes, Grundig Ondersoek van de Toonen der Musijk (Franeker, 1699)
  11. Edwin M. Ripin, The "three foot" Flemish harpsichord. Galpin Society Journal, XXIII (1970), pp 35ff.