ვიოსა, აოოსი (ალბ. Vjosë, ბერძნ. Αώος, ლათ. Aous) — მდინარე საბერძნეთსა და ალბანეთში. სათავე აქვს პინდის მთებში (საბერძნეთი),[1][2] მიედინება ღრმა ხეობაში, ქვემოთში — სანაპირო დაბლობზე. ერთვის ადრიატიკის ზღვას ალბანეთის ქალაქ ვლორის ჩრდილოეთით. სიგრძე 272 კმ, აუზის ფართობი 6,6 ათ. კმ². წყალმოვარდნები იცის ოქტომბრიდან მაისამდე, ზაფხულში წყალმცირეა. მთავარი შენაკადია მდინარე დრინო. გაედინება ვიკოს-აოოსის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც ქმნის შთამბეჭდავ კანიონებს.

ვიოსა
ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე პინდის მთები
შესართავი ადრიატიკის ზღვა
40°38′34″ ჩ. გ. 19°19′20″ ა. გ. / 40.64278° ჩ. გ. 19.32222° ა. გ. / 40.64278; 19.32222
შესართავის მდებარეობა ალბანეთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 272 კმ
აუზის ფართობი 6,6 ათ. კმ²

ვიოსის აუზი
ვიოსა — ალბანეთი
ვიოსა
— სათავე, — შესართავი
ვიოსა ვიკისაწყობში

1350 მ სიმაღლეზე აშენებულ იქნა ხელოვნური ტბა,[3] რომელზედაც 1987 წლიდან მუშაობს ჰიდროელექტროსადგური.

წყლის საშუალო წლიური ხარჯი 160 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.

სახელწოდება

რედაქტირება

მდინარე ცნობილია რიგი სხვადასხვა სახელწოდებებით. მაგ., უძველეს დროში მას ბერძნულად Aoös უწოდებდნენ (Ἄωος, Ἀῶος, Ἀῷος), ხოლო ლათინურად Aous. ალბანეთში მას Vjosë ან Vjosa ეწოდება, საბერძნეთში კი როგორც ცნობილია მდინარის უძველესი სახელწოდება (Αώος, თანამედროვე ორთოგრაფიაში), ასევე Vovousa (Βοβούσα)[4] ან Aias (Αίας, Αἴας).[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 417.
  • Arqile Berxholi: Ndryshimet në gjeografine e popullsise në zonën Vjose - deti Jon. Studim demografik. Tiranë 1987.
  • Eric Fouache, Gjiovalin Gruda, Skender Mucaj: Dynamique géomorphologique et évolution de la navigation maritime depuis l’antiquité dans les deltas du Seman et de la Vjosë (Région d’Apollonia, Albanie). In: Claudio Zaccaria (Hrsg.): Strutture portuali e rotte marittime nell’Adriatico di età Romana. (= Antichità altoadriatiche. 46). Trieste 2001. ISBN 2-7283-0634-6, S. 107ff.
  1. Acta hydrochimica et hydrobiologica
  2. Epirus Vetus: the archaeology of a late antique province
  3. Egnatia Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-02. ციტირების თარიღი: 2011-07-06.
  4. 4.0 4.1 Λαμπρίδης Ιωάννης "Ζαγοριακά", Τυπογραφείον Αυγής, Αθήνα, 1870