ვიოლეტა მგელაძე
ვიოლეტა მგელაძე (დ. 25 აგვისტო, 1932, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1965 წელს დაამთავრა თბილისის საქართველოს წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი.
1970 წელს იყო სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის ლაბორანტი. 1970–1978 წლებში სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1978–1989 წლებში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლმწოვი კოღოების (დიფტერია, კულიციდე) გავრცელებას, სახეობრივ შემადგენლობას, ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და მწერებთან ბრძოლაში ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენებას საქართველოს სხვადასხვა ლანდშაფტების პირობებში. ენტომოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „აედისის გვარის კოღოები აღმოსავლეთ საქართველოში“, დაიცვა 1988 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 195