ვილჰელმ პიკი
ფრიდრიხ ვილჰელმ რაინჰოლდ პიკი (გერმ. Friedrich Wilhelm Reinhold Pieck; დ. 3 იანვარი, 1876, გუბენი, გერმანიის იმპერია — გ. 7 სექტემბერი, 1960, აღმოსავლეთი ბერლინი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) — გერმანელი პოლიტიკოსი, კომუნისტი. გერმანიის კომპარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, გერმანელი ბოლშევიკების ხელმძღვანელი. 1949–1960 წლებში იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი.

პიკი 1950 წელს