ვილემ III (ნიდერლანდები)
ვილემ III (ნიდერლ. Willem III, ლუქს. Wëllem III.; დ. 19 თებერვალი, 1817, ბრიუსელი, ბელგია — გ. 23 ნოემბერი, 1890, ჰეტ ლო, ნიდერლანდები) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. მეფე ვილემ II-ისა და დედოფალ ანა პავლეს ასულის უფროსი ვაჟი. ნიდერლანდების მეფე და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი 1849-1890 წლებში. ლიმბურგის ჰერცოგი 1849 წლიდა 1866 წლამდე, როდესაც მან საჰერცოგო ოფიციალურად მიუერთა ნიდერლანდებს. მისი გარდაცვალების შემდეგ გაიყო ნიდერლანდები და ლუქსემბურგიც.
ვილემ III | |
---|---|
ნიდერლანდების მეფე ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 მარტი, 1849 |
მმართ. დასასრული: | 23 ნოემბერი, 1890 |
წინამორბედი: | ვილემ II |
მემკვიდრე: |
ვილჰელმინა (ნიდერლანდებში) ადოლფი (ლუქსემბურგში) |
ლიმბურგის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 მარტი, 1849 |
მმართ. დასასრული: | 23 აგვისტო, 1866 |
წინამორბედი: | ვილემ II |
მემკვიდრე: | მიუერთდა ნიდერლანდებს |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 თებერვალი, 1817 |
დაბ. ადგილი: | ბრიუსელი, ბელგია |
გარდ. თარიღი: | 23 ნოემბერი, 1890, (73 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰეტ ლო, ნიდერლანდები |
მეუღლე: |
სოფია ვიურტემბერგელი (ქ. 1839 - გარდ. 1877) ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი (ქ. 1879) |
შვილები: |
ვილემი, ორანის პრინცი მორიცი ალექსანდერი, ორანის პრინცი ვილჰელმინა, ნიდერლანდების დედოფალი |
სრული სახელი: | ვილემ ალექსანდერ პაულ ფრედერიკ ლოდევიკი |
დინასტია: | ორან-ნასაუ |
მამა: | ვილემ II, ნიდერლანდების მეფე |
დედა: | ანა პავლეს ასული |
რელიგია: | კალვინიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავილემი დაიბადა 1817 წლის 19 თებერვალს ბრიუსელში, რომელიც იმხანად ნიდერლანდების შემადგენლობაში იყო. იგი იყო ორანის პრინც ვილემისა და მისი მეუღლის, დიდ მთავარ ანა პავლეს ასულ რომანოვას უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ნიდერლანდების მეფე ვილემ I (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) და დედოფალი ვილჰელმინა პრუსიელი ერგებოდნენ, ხოლო დედის მხრიდან რუსეთის იმპერატორი პავლე I და დედოფალი სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი.
1839 წელს ვილემი თავის დეიდაშვილ სოფია ვიურტემბერგელზე დააქორწინეს, რომელთანაც ხანგრძლივი და უიღბლო ქორწინება ჰქონდა. 1840 წელს მამამისი მეფე გახდა ვილემ II-ის სახელით, რითაც ვილემი ორანის პრინცი ხდება. მისი მეუღლე, პრინცესა სოფია დიდ დროს ატარებდა მშობლიურ შტუტგარტში ოჯახთან ერთად, რა დროსაც ვილემი ხშირად ღალატობდა. ამის გამო წყვილს შორის გამუდმებული უთანხმოება მძვინვარებდა.
1849 წლის 17 მარტს, მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ვილემ III ადის. 1851 წელს მეფე-დედოფალს შორის არსებულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია და კინაღამ განქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა საქმეში ვილემის ბიძა, პრინცი ფრედერიკი ჩაერია, რომელმაც მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება შენარჩუნდა, დედოფალმა დატოვა სამეფო კარი და ჰააგას გარეუბანში მდებარე სასახლეში გადასახლდა.
1848 წელს ნიდერლანდებში ლიბერალური რევოლუცია განხორციელდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა. ამას ვილემი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც 1849 წელს, გამეფებისთანავე სცადა ძველი რეჟიმის აღდგენა. მისი მცდელობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ვილემმა საერთოდ დაკარგა ინტერესი პოლიტიკისადმი, ამგვარ პირობებში კი პარლამენტმა უფრო დიდი გავლენები მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მართვაში იგი საერთოდ არ ერეოდა, მოახერხა და ლიბერალური კონსტიტუციის შემოღება 1887 წლამდე გადადო.
მეფე ვილემი სრულიად ამორალურ და აღვირახსნილ ცხოვრების წესს მისდევდა, რის გამოც ხალხმა მას „მეფე გორილა“ შეარქვა. მას სხვადასხვა საყვარლისგან უამრავი შვილი ჰყავდა და 1875 წელს შვეიცარიაში, გამოფენაზე უტაქტო ქცევის გამო დააჯარიმეს. მას შემდეგ, რაც დედოფალი სოფია გარდაიცვალა, ვილემი 67 წლის ასაკში მეორედ დაქორწინდა 20 წლის გერმანელ პრინცესა ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტზე, რომელთანაც შეეძინა ნიდერლანდების მომდევნო მონარქი — დედოფალი ვილჰელმინა.
ვილემ III გარდაიცვალა 1890 წლის 23 ნოემბერს ჰეტ ლოში, 73 წლის ასაკში. ამის შემდეგ ნიდერლანდების ტახტზე მისი ათი წლის ქალიშვილი, ვილჰელმინა ავიდა, რომელსაც რეგენტად დედოფალი ემა დაენიშნა. მისი გარდაცვალებისთანავე ლუქსემბურგმა ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობა გახდა, მისი დიდი ჰერცოგი კი ემას ბიძა, ადოლფ ნასაუელი გახდა.
ოჯახი
რედაქტირება1839 წლის 18 ივნისს ვილემმა შტუტგარტში ცოლად შეირთო თავისი დეიდაშვილი, პრინცესა სოფია ვიურტემბერგელი, ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ისა და დედოფალ ეკატერინა პავლეს ასულის ქალიშვილი, რომელთანაც სულ სამი ვაჟი შეეძინა:
- ვილემი (1840-1879), ორანის პრინცი 1849 წლიდან. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მორიცი (1843-1850), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ალექსანდერი (1851-1884), ორანის პრინცი 1879 წლიდან. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
1877 წლის 3 ივნისს, 58 წლის დედოფალი სოფია ვიურტემბერგელი გარდაიცვალა. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1879 წლის
7 იანვარს აროლსენში ვილემი მეორედ დაქორწინდა გერმანელ დიდგვაროვან ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი შეეძინა:
- ვილჰელმინა (1880-1962), ნიდერლანდების დედოფალი 1890-1948 წლებში. ცოლად გაჰყვა პრინც ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელს, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი;
გარდა ამისა, ვილემს სხვადასხვა საყვარლისაგან თერთმეტი უკანონო შვილი ჰყავდა:
- ჰენდრიკი (1836-1883);
- მატიე (1839-1926);
- იოჰანესი (1843-?)
- მატისი (1852-1890);
- იოჰანესი (1852-1919);
- დირკი (1853-1929);
- სტივენი (1855-1924);
- პაული (1857-1920);
- არნოლდი (1860-?);
- ვილჰელმინა (1863-?);
- ერნესტინა (1874-?);
ლიტერატურა
რედაქტირება- Le livre d'or de l'ordre de Léopold et de la croix de fer, Volume 1 /Ferdinand Veldekens
- Jørgen Pedersen (2009). Riddere af Elefantordenen, 1559–2009 (in Danish). Syddansk Universitetsforlag. p. 467. ISBN 978-87-7674-434-2.
- Boettger, T. F. "Chevaliers de la Toisón d'Or - Knights of the Golden Fleece". La Confrérie Amicale. Retrieved 25 June 2019.
- Elzinga, D. J., ed. (2007). The Dutch constitutional monarchy in a changing Europe. Kluwer. pp. 125 & 129. ISBN 978-90-13-04866-7.
- Janssens, A. L. J. (2008). Uitingsdelicten (in Dutch). Kluwer. p. 177. ISBN 978-90-13-04880-3.
- G.A.M. Beekelaar (1989). "Heeckeren tot Kell, Willem baron van (1815–1914)" (in Dutch). Instituut voor Nederlandse Geschiedenis. Retrieved 31 August 2009.
- van den Bergh, H.; Vinken, P.J. (2002). Klein republikeins handboek: honderd misverstanden over de monarchie (in Dutch). Uitgeverij Boom. pp. 58–59. ISBN 90-5352-734-6.