ვიკ ფუენტესი
ვიკ ფუენტესი (დ. 10 თებერვალი, 1983, სან დიეგო, კალიფორნია) — ამერიკელი მუსიკოსი, ბენდის Pierce the Veil თანადამფუძვნებელი, მთავარი ვოკალისტი და გიტარისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამუსიკოსი ვიკ ფუენტესი დაიბადა 10 თებერვალს, 1983 წელს, სან დიეგოში, კალიფორნია. მშობლები-ვივიან ფუენტესი და ვიქტორ გამბოა ფუენტესი (ფერმწერი, ყოფილი ჯაზის მუსიკოსი). ჰყავს უმცროსი ძმა, მაიკ ფუენტესი (ბენდის Pierce the Veil დრამერი), ორი ნახევარძმა და ნახევარდა. მუსიკოსი უკავშირდება ნიკ მარტინს, რომელიც ამჟამად უკრავს ბენდში Sleeping With Sirens. მისი სახელი ასევე კავშირშია შედარებით ნაკლებად ცხნობილ მუსიკოსთან, სახელით Coal Flower.
7 წლის ასაკში ფუენტესმა გიტარაზე დაკვრა ისწავლა. იყო Mission Bay უმაღლესი სკოლის მოსწავლე და სკოლაში უკრავდა ბენდში 3 Simple Words, კერტის პეოპლესთან (ვიკის ახლო მეგობარი, რომელმაც აგრეთვე იმუშავა ცნობილ ტრეკზე-King for a day) ერთად. სკოლის დამთავრების შემდეგ, ფუენტესმა სწავლა განაგრძო სან დიეგოს უნივერსიტეტში, რომელშიც სწავლობდა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა მას შემდეგ რაც საკუთარი ბენდი, Before Today, შეუერთდა Equal Vision Records-ს.
მუსიკალური კარიერა
რედაქტირებაMission bay უმაღლეს სკოლაში ფუენტესი უკრავდა ბენდში 3 Simple Words, კერტის პეოპლესთან ერთად, რომელსაც ამჟამინდელ ბენდთან Pierce the Veil ერთად არაერთ სიმღერაზე უმუშავია, მათ შორის King for a day.
1998 წელს თავის უმროს ძმა მაიკთან ერთად შექმნა ბენდი სახელად Early Times. სამი EP-ის გამოშვების შემდეგ, ბენდი საავტორო უფლებების გამო იძულებული გახდა, სახელი შეეცვალა. ახალი სახელი Before Today გახდა. Equal Vision Records-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოიცა მათი ერთადერთი ალბომი- A Celebration of an Ending, 2004 წელს. ორი წლის შემდეგ ბენდი დაიშალა.
2007 წელს ძმებმა სადებიუტო ჩანაწერი გამოუშვეს, სახელად A Flair for the Dramatic, რომელიც ახლადშექმნილი ბენდის Pierce the Veil პირველი სიტყვა იყო მუსიკალურ ინდუსტრიაში. ამ ბენდის სახელით ვიკ ფუენტესმა გამოსცა სამი ალბომი, Selfish Machines, Collide with the Sky, და Misadventures, რომელსაც უკვე დაემატა ბასისტი-ჰაიმი პრესიადო და გიტარისტი-ტონი პერი. ფუენტესი მონაწილეობდა ტურებში, რომლებიც ტარდებოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, აზიასა და ევროპაში; უკრავდა ისეთ მუსიკალურ ფესტივალებზე როგორებიცაა Rock am Ring and Rock im Park, Reading and Leeds, Warped Tour, Soundwave Festival და Slam Dunk Festival. კონტერტებზე საზიარო სცენა ჰქონია ბენდებთან Bring Me the Horizon, All Time Low, Sleeping with Sirens, Tonight Alive და A Day to Remember.
ფუენტესი ძმასთან ერთად ჩართული იყო მცირეხნიან „სუპერჯგუფში“, სახელად Isles & Glaciers, ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან Jonny Craig, Craig Owens, Brian Southall, Nick Martin და Matt Goddard. SXSW 2009-ზე მხოლოდ ერთი შოუს შესრულების და მხოლოდ ერთი EP-ის (The Hearts of Lonely People) გამოცემის შემდეგ, 2010 წელს დაიშალნენ.
ფუენტესი ასევე, ჩრდილოეთ ამერიკის ტურში მონაწილეობდა, როგორც მოწვეული გიტარისტი pop-punk ბენდისთვის, სახელად Cinematic Sunrise.
2022 წლის ნოემბერში ფუენტესი მონაწილეობდა ბენდ Cavetown-ის ალბომის "Worm Food" მეოთხე სიმღერაში, სახელად "A Kind Thing To do".
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2012 წელს, ფუენტესი სიმღერის "King for a Day" კლიპის გადაღებისას შეხვდა მსახიობსა და მოდელ დანიელ ვიქტორიას. წყვილმა ურთიერთობა დაახლოებით 2014 წელს დაიწყო და 2021 წელს ნიშნობით განაგრძეს. 2022 წლის 2 აპრილს იქორწინეს და 13 სექტემბერს დანიელის განცხადებით გაირკვა რომ შვილს ელოდებოდნენ. ფუენტესს შვილი 2023 წლის 9 თებერვალს შეეძინა. მიუხედავად ფაქტისა, რომ ფუენტესი დაოჯახებულია, ბენდი Pierce the Veil კვლავ აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას.
დისკოგრაფია
რედაქტირებაBefore Today:
- A Celebration of an Ending (2004)
Pierce the Veil:
- A Flair for the Dramatic (2007)
- Selfish Machines (2010)
- Collide with the Sky (2012)
- Misadventures (2016)
- The Jaws of Life (2023)
Isles & Glaciers:
- The Hearts of Lonely People (2010)