ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/პარფიუმერი (რომანი)

სტატია „პარფიუმერი (რომანი)“
ამჟამად აქტიურად მუშავდება პროექტ თიბისი ლიტერატურისთვის ფარგლებში.
პროექტს ერთობლივად ახორციელებს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი, თიბისი ბანკი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“.
სტატია „პარფიუმერი (რომანი)“ დასრულებულია მოხალისე ლიზი ტყეშელაშვილი-ის (განხილვის გვერდი) მიერ და ის ელოდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლის შემოწმებას. .
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ პროექტის გვერდი.

პარფიუმერი: ერთი მკვლელის ისტორია (გერმ. Das Parfum: Die Geschichte eines Mörders) არის გერმანელი მწერლის, პატრიკ ზიუსკინდის 1985 წლის ისტორიულ-მხატვრული პროზა. რომანი იკვლევს სუნის გრძნობას და მის ურთიერთობას იმ ემოციურ კავშირთან, რომელიც შეიძლება სურნელს ჰქონდეს.

ისტორია არის მე-18 საუკუნეში მოღვაწე, ობოლ ჟან-ბატისტ გრენუიზე, რომელიც განსაკუთრებული ყნოსვის უნარითაა დაბადებული. მას შეუძლია განასხვაოს სხვადასხვა სურნელი შორ მანძილებზეც კი, მის გარშემო არსებულ მთელ სამყაროში. გრენუი ხდება პარფიუმერი, მაგრამ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ის შეხვდება ახალგაზრდა გოგონას დაუსაბამო საოცარი სურნელით, ის მონაწილეობას იღებს მკვლელობაში.

"პარფიუმერი" მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გერმანულენოვანი რომანია. იგი 49 ენაზეა ნათარგმნი და გაყიდულია 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მსოფლიოს მასშტაბით. [1] სათაური ბესტსელერთა სიებში დარჩა დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში და თითქმის ერთხმად მიიღო პოზიტიური ეროვნული და საერთაშორისო კრიტიკული აღიარება. წიგნი ინგლისურად ჯონ ი. ვუდსმა თარგმნა და მოიგო World Fantasy Award-ისა და PEN Translation Prize-ის თარგმნის პრემიები 1987 წელს. რომანის ზოგიერთ გამოცემას, მათ შორის პირველს, გარეკანად აქვს Antoine Watteau-ს ნახატი Jupiter and Antiope, რომელზეც ასახულია მძინარე ქალი.

ბიჭი დაიბადა პარიზში, (საფრანგეთი) 1738 წელს. დედამისი თითქმის დაუყოვნებლივ დააკავეს ადრინდელი ინფანტიციდისთვის, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს, რის შედეგადაც ბიჭი ობოლი დარჩა. მისი სახელია "ჟან-ბატისტ გრენუი (ფრანგ: "ბაყაყისთვის") და იგი გაშვილებულია, მაგრამ ბიჭი საკმაოდ რთულია, რის გამოც მისი აღზრდა პრობლემური ხდება, საბოლოოდ იგი ადგილობრივ მეტყავესთან სახლდება. სხვა ადამიანებისთვის უცნობია, რომ გრენიუს ღირსშესანიშნავი ყნოსვა აქვს, რომელიც მას აძლევს არაჩვეულებრივ უნარს, შეიგრძნოს და ერთმანეთისგან გაარჩიოს სხვადასხვა სურნელი შორი დისტანციებიდანაც კი. შედეგად, მას შეუძლია სიბნელეში გადაადგილდეს მის გარშემო არსებული ობიექტების სურნელის დახმარებით, განსაზღვროს სტუმრის ვინაობა სახლში შესვლამდე, აღმოაჩინოს ბოსტნეულში ჭიის არსებობა და ა.შ.

ერთ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გრენუის ქალაქში არსებული ყველა სურნელი კარგად ჰქონდა დამახსოვებული, მან ახალი, უნიკალური სუნი შეიგრძნო, რომელმაც იგი აღაფრთოვანა. თავისი ყნოსვის შესანიშნავი უნარის დახმარებით, იგი სურნელის წყაროს იპოვის, რომელიც ახალგაზრდა, ქალწული გოგონა აღმოჩნდება, ჯერ კიდევ სქესობრივი მომწიფების ასაკში მყოფი. ამ გასაოცარი სურნელის ფლობის სურვილით შეპყრობილმა ბიჭმა, გოგონა დაახრჩო და მის გვამთან დარჩა მანამ, სანამ სუნმა მიცვალებული სხეული არ დატოვა. გრენუიმ გადაწყვიტა, უფრო მეტი გაეგო და ესწავლა სუნამოების დამზადების ხელოვნების შესახებ, რისთვისაც იგი პარიზის ერთ-ერთი საუკეთესო პარფიუმერის - ჯუზეპე ბალდინის შეგირდი გახდა. ჯუზეპე უკვე ხანში შესული, ოდესღაც დიდი ოსტატი კაცია. გრენუი თავისი გასაოცარი ნიჭის წყალობით, ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს, ზუსტად ითვისებს ნასწავლს და ხშირად აუმჯობესებს კიდეც ჯუზეპეს კონკურენტების მიერ შექმნილ არომატებს, რის შემდეგაც ბალდინი მას შეგირდობას სთავაზობს. ბიჭი ოსტატისგან სწავლობს სუნამოს დამზადების ძირითად ტექნიკებს. მისი ახალი ფორმულების წყალობით კი ჯუზეპე ძველ რეპუტაციას აღიდგენს, შემდეგ იგი ჟან-ბატისტის გამოგონილ ფორმულებს თავისად ასაღებს და ყიდის. საბოლოოდ, ბალდინი ჟან-ბატისტს აცნობებს, რომ დისტილიციის გარდა არსებობს სხვა ტექნიკაც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სუნის ფართო სპექტრის შენარჩუნება, მისი სწავლა კი მხოლოდ პარფიუმერიის სახელოსნოს გულში, გრასის რეგიონში შეიძლება. ცოტა ხნის შემდეგ გრენუი ტოვებს პარიზს და გრასისკენ მიემართება. მისი წასვლის შემდეგ, ჯუზეპე ბალდინი კვდება, მისი მაღაზია მდინარე სენაში ჩაიშლება.

გრასისკენ მიმავალ გზაზე, გრენუი ქალაქგარე გზებით მიემართება, რადგან კაცობრიობის სუნი მასში თანდათან უფრო და უფრო მეტ ზიზღს იწვევს. ცივილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, იგი გამოქვაბულში ცხოვრობს, იშვიათ მცენარეულობასა და ველურ ბუნებაში. ამასთან, მისი სიმშვიდე ირღვევა, როდესაც გააცნობიერებს, რომ მას სუნი არ აქვს. გრენუის არ შეუძლია შეიგრძნოს საკუთარი სურნელი და საბოლოოდ გაიაზრებს, რომ ვერც სხვა ადამიანები გრძნობენ მის სუნს. მონტპელიეში მოგზაურობისას, იმისათვის რომ მისი დაქანცული გარეგრობა დაეფარა, შეთხზა ამბავი, თითქოს იგი გატაცებული იყო და 7 წლის განმავლობაში გამოქვაბულში ჰყავდათ გამომწყვდეული. იგი ყოველდღიური მატერიებისგან ქმნიდა სხეულის სურნელს და ამ შენიღბული ხრიკებით ხალხს აჯერებდა, რომ ეს არის მისი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის სურნელი. ის ახლა საზოგადოებას მიიღებს, ნაცვლად იმისა რომ მორცხვი იყოს. მონპელიეში, იგი დაიმსახურებს მარკიზ დე ლა ტაილად-ესპინასეს მფარველობას, რომელიც გრენუის იყენებს თავისი ფსევდომეცნიერების თეორიის გასაჯაროებისთვის, ადამიანის „სიცოცხლისუნარიანობის“ ენერგიების გავლენის შესახებ. გრენუი ამზადებს სუნამოს, რომლითაც იგი საზოგადოებას უმახინჯებს აღქმას. შედეგად, ჟან-ბატისტი, რომელიც გამოქვაბულის ადამიანი იყო წლების განმავლობაში, ამ საზოგადოების თვალში გამოიყურება სუფთა, კულტურულ და არისტოკრად ახალგაზრდად. დაბინავების შემდეგ იგი მარკვიზს ეხმარება, მისი თეორიის წყალობით უზარმაზარი პოპულარობის მოპოვებაში. იმის შემყურე გრენუის, თუ როგორ მარტივად შეიძლება გაასულელო ადამიანები მარტივი სუნის წყალობით, ადამიანების სიძულვილი ზიზღად ექცევა. იგი აცნობიერებს, რომ მისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეუძლია განავითაროს სუნები და გახადოს "ზეადამიანური" და "ანგელოზური", რომლითაც უკვე უპრეცედენტო გავლენას მოახდენს ადამიანებზე, რომ ისე აღიქვან, როგორც თავად გრენუის სურს.

გრასში ჩასვლისას, მას დახმარებას სთავაზობს პატარა მაღაზიის მფლობელი, ქვრივი პარფიუმერი - მადამ არნულფი და მისი კვალიფიციური მუშაკ-საყვალელი, დროუთი, სადაც გრნუის წვრთნიან სურნელის მოპოვებისა და შენარჩუნების ხელოვნებაში. ე.წ. ანფლერაჟი (ყვავილებისგან არომატული ნივთიერებების ამოღება). ერთ დღეს, ის შეხვდება კიდევ ერთ შეუდარებელ სურნელს, რომელიც კიდევ უფრო შთამაგონებელია, ვიდრე მისი პირველი მსხვერპლის საკუთრება. ეს კვლავ არის ახალგაზრდა ქალწულის სურნელი, გოგონა სახელად - ლაურა რიჩი, რომელიც არის ქალაქის უმდიდრესი აზნაურის ქალიშვილი. გრენუი გადაწყვეტს, რომ ამჯერად დროა, სუნი შეინარჩუნოს ფიზიკურად და არა მხოლოდ მის მეხსიერებაში. ის იწყებს თინეიჯერი გოგონების მკვლელობის კამპანიას, რათა გამოსცადოს სუნის მოპოვება და შენარჩუნება პრაქტიკაში. ყველა მის მსხვერპლს სიკვდილის ნიშად აღენიშნება ხელკეტით ჩარტყმა. გოგონებს ტანისამოსი გახდილი აქვთ, თმა მოჭრილი, მაგრამ სხვა დაზიანება არ აღენიშნებათ. ლაურას მკვლელობისთვის მზადებაში იგი საბოლოოდ კლავს 24 გოგონას, ისე, რომ არანაირ კვალს არ ტოვებს, რომელიც მას ამ დანაშაულებთან დააკავშირებს. პოლიცია საგონებელშია ჩავარდნილი, ქალაქი კი შიშმა მოიცვა და ხალხში ისტერიულმა პანიკამ დაისადგურა. ლაურას მამა აანალიზებს, რომ მკვლელის კამპანიის საბოლოო სამიზნე მსხვერპლი, შესაძლოა მისი ქალიშვილი აღმოჩნდეს, ამიტომ უსაფრთხოებისთვის, გოგონასთან ერთად სხვა ადგილას გადადის, რომ ამ სერიული მკვლელისგან რაც შეიძლება შორს და დაცულად იყვნენ. თუმცა გრენუი მათ სუნს მიჰყვება. როდესაც ღამით ისინი შეჩერდებიან, გრენუი გოგონას საძინებელში შეიპარება და საბოლოოდ მიაღწევს თავის მიზანს. გოგონას კლავს და მის სურნელს ინახავს.

მიუხედავად იმისა, რომ გრენუი ყველა დეტალს დიდ ყურადღებას აქცევდა და კვალს გულმოდგინედ მალავდა, პოლიციამ საბოლოოდ მაინც მოახერხა მისი ვინაობის დადგენა. მათ აღმოაჩინეს მრავალი მსხვერპლის ტანისამოსი და თმა გრასის მახლობლად მდებარე გრენუის საცხოვრებელში. იგი მალევე დაიჭირეს და მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს. თუმცაღა, ქალაქის მოედანზე, იქ სადაც სიკვდილის დასჯის ცერემონია უნდა აღსრულებულიყო, ჟან-ბატისტი თან ატარებს სუნამოს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ამზადებდა და ამდენი გოგონა ემსხვერპლა. ამ სუნს უზომო მაგიური ძალა აქვს. სუნამო დაუყოვნებლივ იწვევს დამსწრე საზოგადოების ბრბოდ ქცევას, რომლებსაც მომენტალურად სიგიჟემდე უყვარდებათ ჟან-ბატისტ გრენუი და გააღმერთებენ მას. ბიჭს აღარ სჭირდება არანაირი სამხილი ან თავის გამართლება, საზოგადოებას უკვე ღრმად სწამს რომ იგი უდანაშაულოა და პირიქით, ეთაყვანებიან კიდეც მას. ლაურას მამაც კი აღფრთოვანებულია ამ სურნელით და ბიჭს სთხოვს, გახდეს მისი შვილობილი/ვაჟიშვილი. მალე ხალხში იმდენად ღრმად გავრცელდა და გაძლიერდა ეს სიბრმავე და ემოცია, რომ მომენტალურად მთელი ქალაქი მასობრივ ორგიაში იღებს მონაწილეობას, რაზეც შემდგომში აღარავინ საუბრობს, ბევრს აღარც კი ახსოვს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეუძლია აღიდგინოს ეს პროცესი ნათლად მეხსიერებაში. მაგისტრი ხელახლა იწყებს გამოძიებას მკვლელობებთან დაკავშირებით, რისთვისაც მას საბოლოოდ აწამებენ და ცრუ აღიარების შემდეგ ჩამოახრჩობენ ცერემონიის გარეშე.

თავისი შექმნილი სურნელით მიღებული ეფექტი ახლა უდასტურებს ჟან-ბატისტს, თუ როგორ ძალიან სძულს მას ხალხი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგი ხვდება, ადამიანები თაყვანს სცემენ, თუმცა არც ადამიანების კონტროლის ეს ხარისხი არ ანიჭებს მას კმაყოფილების გრძნობას. იგი გადაწყვეტს, დაბრუნდეს პარიზში, მისი დაბადების ადგილას - თევზის ბაზარზე, იმ განზრახვით, რომ იქვე მოკვდეს სადაც დაიბადა. ის უახლოვდება სასაფლაოზე შეკრებილ კრიმინალთა ბრბოს და თავისი გრანდიოზული სუნამოს ბოლო წვეთებს სხეულზე ისხამს. ხალხი ძალიან დიდი მიზიდულობის ქვეშ ექცევა და მიისწრაფიან, დაიპყრონ გრენუის მთელი სხეული. შედეგად ბიჭს დაანაკუწებენ და ცოცხლად, ნაწილებად ჭამენ. ისტორია მთავრდება ბრბოთი, რომელიც შეკრთა ასეთი საქციელის გამო, თუმცა ბოლოს მაინც იმაზე შეთანხმდნენ, რომ ეს "სიყვარულით" გააკეთეს.

პერსონაჟები

რედაქტირება

უკეთ წარმოდგენისთვის:

  • გრენუის დედა – ჟან-ბატისტ გრენუი იყო მისი მე-5 შვილი. იგი აცხადებს, რომ პირველი ოთხი შვილი მკვდარშობადობას შეეწირა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდახუთიოდე წლის ქალს, რომელიც კვლავაც სასიამოვნოდ გამოიყურებოდა, თითქმის ყველა კბილი ჰქონდა შერჩენილი და თავზეც - მცირეოდენი თმა. ამასთან მას სიფილისის, ნიკრისის და სუსტად გამოხატული ჭლექის გარდა სერიოზული არაფერი სჭირდა.
  • ჟან-ბატისტ გრენუი – რომანის პროტაგონისტი, დაიბადა 1738 წლის 17 ივლისს, თანდაყოლილი, განსაკუთრებული ყნოსვის უნარით (და ასევე აუხსნელი მიზეზების გამო არა პირადი სხეულის სუნით ). მისმა ცნობიერებამ სურნელის აღქმაში, საბოლოოდ განაპირობა ის, რომ ბიჭი იპყრობს ადამიანების სურნელებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომელთაც სიყვარულის შთაგონება შეუძლიათ. სწორედ ეს არის ის, რაც მას ყველაზე მეტად აკლია ცხოვრებაში.

როდესაც ჟან-ბატისტი ამ მიზანს მიაღწევს, ის აღმოაჩენს, რომ ეს ქმედებები მას არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს. ამ მიზეზით შეზიზღდება ყველა, ვინც მარტივად წამოეგება მის სურვილზე. გრენუიმ ბედნიერების პოვნა ვერ შეძლო, საბოლოოდ მისი დაბადების ადგილას მიდის, სუნამოს ისხამს, რის შემდეგაც ბრბო მას ცოცხლად ჭამს. რომანში გრენუის მკვლელობების მოტივი იმით აიხსნება, რომ ბიჭს აქვს შეუდრეკელი სურვილი, ფლობდეს იმ იშვიათ სურნელებს, რომლებსაც შეუძლიათ შთააგონონ სხვა ადამიანები, უყვარდეთ ის ადამიანი, რომელსაც ეს სურნელი აქვს.


  • ჟანა ბიუსი – გრენუის ერთ-ერთი აღმზრდელი ქალი. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გააცნობიერა, რომ ბიჭს სუნი არ ჰქონდა.
  • მამა ტერიე - მღვდელი. (პატერ ტერიე) – სასულიერო პირი, რომელიც ეკლესიის ქველმოქმედებასა და თანხების გადანაწილებას განაგებს ღარიბებსა და გაჭირვებულებზე. მას თავდაპირველად მიაჩნდა, რომ გრენუი ჩვეულებრივი, საყვარელი ბავშვია, მაგრამ ერთხელ, ბიჭთან გატარებული საღამოს შემდეგ, მას გაურკვეველი შიში იპყრობს, თითქოს ეს პატარა ბავშვი თავისი ცხვირით მთელ მის სამყაროს იყნოსავდა, მას კი არაფრის დამალვა არ შეეძლო. უცებ ტერიეს მოეჩვენა, რომ ოფლის, ძმრის, მჟავე კომბოსტოსა და გაურეცხავი ტანსაცმლის სუნით ყარდა. თავს შიშველი მახინჯივით გრძნობდა. ამის გამო მას თავიც შეზიზღდა და ბავშვიც, შემდეგ კი შეშფოთებულმა ბიჭი პანსიონატში გააგზავნა.
  • მადამ გაიარი – ბავშვობაში მამამისმა შუბლში ასტამი ჩასცხო და ყნოსვა დააკარგვინა, ასე რომ მან არ იცის, რომ ჟან-ბატისტ გრენუის სუნი არ აქვს. იგი პანსიონატის საქმეების ორგანიზების მოვალეობას თავს კარგად ართმევდა. მისი ცხოვრების მიზანი, ბავშვების ფულიდან მთელი მოგების აღება იყო, რათა სათანადო გარდაცვალების ცერემონია ჰქონოდა - ინდივიდუალური, ნაცვლად იმისა რომ ასეულობით უცხოსთან ერთად მომკვდარიყო. თუმცა ხანში შესვლისას, იგი მთელ თავის ქონებას კარგავს, საშინელი სიკვდილს ემსხვერპლება და მასობრივ საფლავში განისვენებს.
  • პანსიონატში მცხოვრები ბავშვები – პანსიონატში ჟან-ბატისტის გამოჩენის პირველივე დღიდან, ბავშვებს გაუცნობიერებელი შიში გაუჩნდათ, გრძნობდნენ, რომ ბიჭს რაღაც სჭირდა. მათ გრენუის დახრჩობა განიზრახს. სახეზე ძონძები, გადასაფარებლები და ჩალა დააყარეს, ეს ყველაფერი კი აგურებით დაამძიმეს. მეორე დღეს, მადამ გაიარმა რომ იპოვა, ბიჭი დაჟეჟილი და გალურჯებული იყო, მაგრამ ცოცხალი. ბავშვებმა კიდევ რამდენჯერმე სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ამაოდ.
  • გრმალიმეტყავე (მთრიმლავი), რომელიც ცხოვრობს მდინარის მახლობლად. გრენუი მასთან მუშაობს 8 წლის ასაკიდან იქამდე, სანამ ბალდინი მისი წაყვანისთვის ფულს არ გადაიხდის. გრიმალი ამ უზარმაზარ შემოსავალს ხარჯავს ალკოჰოლურ სასმელებში; ღრმა სიმთვრალის გამო, იგი წონასწორობას ვერ ინარჩუნებს, მდინარეში ვარდება და იხრჩობა.
  • ქლიავის გოგონა – მისი ნატურალური სუნი არის ზღვის ნიავის, წყლის შროშანის და გარგარის, რომელიც ყვავილობს. ეს არის მდიდარი, სრულყოფილად დაბალანსებული და მაგიური სუნი. მას აქვს წითური თმა და აცვია ნაცრისფერი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა. როდესაც გრენუი მას კლავს, ცდილობს შეინარჩუნოს გოგონას სურნელი, თუმცა მკვდარ სხეულში სუნი სწრაფად ქრება. ეს შემთხვევა გრენუის აღუძრავს მისწრაფებას - ისწავლოს, თუ როგორ შეინარჩუნოს არომატები.
  • ჯუზეპე ბალდინი – მოხუცი, ტრადიციული პარფიუმერია, რომელიც ხედავს, რომ მისი ერთ დროს დიდებული რეპუტაია, ახლა სადღაც ქრება. ის მისტირის წლებს და წუხს, რომ ფეხი ვერ აუწყო თანამედროვე სუნამოებით ვაჭრობას. იგი გულის სიღრმეში ხვდება, რომ მას არასდროს ჰქონია ნიჭი ახალი სუნების შესაქმნელად და ძველების ანალიზისთვის. სამაგიეროდ, მან უბრალოდ კარგად იცის პარფიუმერიის ბიზნესის ხელოვნება, შესაბამისად ინარჩუნებს ზუსტ ხერხებს სიმართლის დამალვისთვის. ჯუზეპე ბალდინის პარფიუმერიის მაღაზია მდებარეობს სანაპიროებს შორის, ზარაფების ხიდზე. ბალდინი საშუალებას აძლევს გრენუის, გამოავლინოს მისი შესაძლებლობები. მას შემდეგ, რაც გრენუი შეძლებს და ბალდინის კონკურენტის - პელსიეს სუნამოს ზუსტ ასლს შექმნის, იგი გაოცებული რჩება, რადგან თავად დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ ამოცანის ამოხსნას, ბიჭმა კი ეს რამდენიმე წუთში მოახერხა. ცდის შემდეგ ჯერზე, გრენუი ქმნის ორიგინალი სუნამოს ბევრად გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც ბალდინს აღაფრთოვანებს. ბიჭის გენიალური ნიჭის აღმოჩენის შემდეგ, ბალდინი მას ყიდულობს გრიმალისგან და იწყებს თავისი ბიზნესის ხელახალ აყვავებას. იგი ისევ მდიდარი და ცნობილი ხდება იმ სუნამოების წყალობით, რომლებსაც გრენუი მისთვის ქმნის. მას შემდეგ, რაც ბიჭმა ყველაფერი შეისწავლა რაც შესაძლებელი იყო, ბალდინი მას აძლევს თავისი მოგზაურობის გეგმას გრასისკენ, სადაც მან სხვა ტექნიკები უნდა შეისწავლოს. იმავე ღამეს, როცა გრენუი პარიზს დატოვებს, ბალდინის სახლიც და მაღაზიაც ინგრევა და იძირება მდინარე სენაში, გრენუის მიერ შექმნილი ათასობით სუნამოს რეცეპტი კი იკარგება.
  • შენიე – ბალდინის ასისტენტი და შეგირდი 30 წლის განმავლობაში. იგი ბალდინთან შედარებით ახალგაზრდაა, გარკვეულწილად. მან იცის რომ ბალდინი უნიჭოა, მაგრამ მაინც ტრაბახობს მისი უნარებით და იმედი აქვს, რომ ერთ დღეს ბალდინის სუნამოების მაღაზიას მემკვიდრეობით მიიღებს.
  • პელისიე – ბალდინის მთავარი მეტოქე, რომელიც პარიზის ყველაზე ინოვაციურ პარფიუმერად მიიჩნევა. იგი მხოლოდ ნახსენებია ნაწარმოებში, თუმცა პერსონაჟად არ გვევლინება.
  • მარკიზ დე ლა ტაიაფ-ესპინასი – ქალაქ პიერფორტის ლიდერი და პარლამენტის წევრი. იგი სამოყვარულო დონის მეცნიერია, რომელიც ანვითარებს გულგრილ და სასაცილო თეზისებს (მისი "სითხის თეორია"). იგი ამ თეორიას პრაქტიკაში სწორედ გრენუიზე გამოსცდის, ბიჭს ახალ ტანსაცმელს და კარგ საჭმელსაც მისცემს, ცდის დასრულების შემდეგ კი შედეგითაც აღფრთოვანებული დარჩება. იგი კვდება გრენუის გაუჩინარებიდან ძალიან მალე.
  • მადამ არნულფი – დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკის მშვენიერი, შავგვრემანი ქალია. იგი თითქმის ერთი წელია რაც ქვრივი გახდა. ის ფლობს სუნამოების ბიზნესს, რომელიც მის გარდაცვლილ მეუღლეს ეკუთვნოდა და ჰყავს დამხმარე მუშაკი, ამასთან საყვარელი - დრუოთი. მან გრენუი დაიქირავა, როგორც მეორეხარისხოვანი მუშაკი.
  • დომენიკო დრუთი – მადამ არნულფის კვალიფიციური მუშაკი და საყვარელი. გრენუი მისი ქვეშევრდომია. დრუოთი მოგვიანებით ჩამოახრჩეს მკვლელობებში გრენუის დადანაშაულების გამო.
  • ანტონი რიჩი – გრასის მეორე კონსული და უმდიდრესი ადამიანი, ლაურას მამა.
  • ლაურა რიში – ლამაზი, წითური გოგო, ანტონი რიჩის (გრასის მეორე კონსულის) ქალიშვილი და მეორე გოგონა, რომლის სურნელიც გრენუისთვის სასურველად აღიქმება. იგი არის შთაგონება მისი გრძელი მკვლელობების სფეროს დასასრულისთვის და შესაბამმისად საბოლოო მსხვერპლიც.


შესაძლო ინსპირაცია

რედაქტირება

ესპანელი სერიული მკვლელის Manuel Blanco Romasanta-ს (1809–1863) ნამდვილი ისტორია, ასევე ცნობილი, როგორც "Tallow Man", რომელმაც მოკლა რამდენიმე ქალი და ბავშვი, გაყიდა მათი ტანსაცმელი და მათი სხეულის ცხიმი საპნის დასამზადებლად გამოიყენა, ძალიან წააგავს ჟან-ბატისტ გრენუის მეთოდებსა და ქმედებებს.

ჟან-ბატისტ გრენუის სახელი შესაძლოა ინსპირირებული იყოს ფრანგი პარფიუმერი პაულ გრნოულის სახელიდან, რომელმაც შეიცვალა სახელი მას შემდეგ, რაც საკუთარი ძვირადღირებული პარფიუმერული სახლი გახსნა 1879 წელს.


ადაპტაციები

რედაქტირება

ტელეგადაცემა

რედაქტირება
  • რუსულ მუსიკალური თეატრში რომანის ადაპტაცია - პარფიუმერი, პრემიერა 5 დეკემბერი, 2010 წელი მოსკოვი. კომპოზიტორმა და დიზაინერმა - იგორ დემარინმა დაიმსახურა ზიუსკინდის მოწონება. [2]
  • ამერიკულ ბენდ ნირვანას სიმღერა "[Apprentice]" მათი 1993 წლის ალბომიდან In Utero, იყო ინსპირირებული ზიუსკინდის წიგნიდან პარფიუმერი. მომღერალი და გიტარისტი კურტ კობეინი რომანს ასახელებს მის ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნად, რომელიც მან გადაიკითხა 10-ჯერ და თითქმის სულ თან დაატარებდა. (ინტერვიუ, 10 აგვისტო, 1993 წელი, სიეტლი, ვაშინგტონი). [3]
  • პორტუგალიური მეტალ ბენდის Moonspell-ის სიმღერა "[Spiegelmann]" შეიცავს ნაწყვეტს წიგნიდან.
  • სიმღერა "[Red Head Girl]" ფრანგული downtempo-სა და Air-ის მიერ შესრულებული, ინსპინირებულია ასევე ამ წიგნიდან.
  • სიმღერა "[riechst so gut]" (German for "You smell so good") ბენდ Rammstein-ის შესრულებით, ინსპირირებულია ასევე წიგნიდან - "პარფიუმერი", რომელიც ერთ-ერთი ვოკალისტის რჩეული წიგნია.
  • მერილინ მენსონი აფასებს წიგნს, როგორც მისი მეორე ალბომის სათაურის ინსპირაციის წყაროს. ალბომის სახელია - Smells Like Children.
  • სიმღერის ინსპირაცია "[Nearly|Witches (Ever Since We Met)]" რომელსაც ასრულებს ჯგუფი - Panic! at the Disco ასევე ზიუსკინდის ამ წიგნთანაა დაკავშირებული.
  • YouTube-ს მომხმარებელის სიმღერა სახელად - "[Perfumer's Perfect Fumes]", რომელიც ხმოვანი სინთეზატორის გამოყენებით შეიქმნა, დაფუძნებულია ამ რომანზე.
  • სიმღერა "[(Scentist)]" არის K-pop - VIXX, რომლის მუსიკალური ვიდეო დაფუძნებულია რომანზე "პარფიუმერი: ერთი მკვლელს ისტორია"

([4])

  • ზიუსკინდი, პატრიკ. პარფიუმერი. მთარგმნელი ჯონ ი. ვუდსი. ნიუ ორკი: Vintage International, 1986.
  1. Pressedossier Patrick Süskind. Diogenes Verlag Zürich, Stand November 2012
  2. Yelena, Andrusenko (December 7, 2010). "Perfumer": Russian Version“. Voice of Russia. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 1, 2012. ციტირების თარიღი: December 29, 2010.
  3. https://www.youtube.com/watch?v=3CTsGievjMU
  4. https://www.sports.ru/tribuna/blogs/artinsport/2576413.html

თარგი:World Fantasy Award Best Novel thru 1989