აქ ინახება ყავახანის არქივი 2008 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით.

ახალი თავფურცელი

ახალი წლისთვის თავფურცელი ხომ არ განვაახლოთ? გთხოვთ თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ როგორ შეიძლება არსებულის გაუმჯობესება ან იდეები წამოაყენოთ ახალი დიზაინისთვის. დღეისთვის არსებული ყველა ვერსია აქ არის თავმოყრილი→ ვიკიპედია:მთავარი გვერდის ვარიანტები. იქვე გამოთქვით აზრი თუ რა ხარვეზს ხედავთ, ან შექმენით თქვენი ალტერნატივა. მოკლედ, ნებისმიერი სახის დახმარება (სიტყვიერი თუ გრაფიკული) სასარგებლოა. მე მგონი ჯერჯერობით დიზაინის მხრივ სხვა ვიკიპედიებს არ ჩამოვრჩებით და იმედია მომავალშიც ასევე გავაგრძელებთ ;). გთხოვთ ნუ დაიზარებთ. - ალ-ო / 22:01, 16 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ალო, კარგი დიზაინერი ხარ :) არც კი ვიცი რა ვთქვა, მიმდინარე თავფურცელიც მაგარია და ვარიანტებში რაც მომეწონა დავწერე. ისე სხვა პროექტების დიზაინზეც ხომ არ იზამდი რამეს? --ტრულალა () 16:16, 17 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


nugo92, არაფრად არ გვიჭირდება ახალი თავფურცელი რაც არის ის ყველას ჯობია.ერთი ახალი სტატიის შექმნის გაადვილებისთვის ჩავამატოთ ჩასაწერი გრაფა სადაც ჩაწერ იმ სათაურს რაც გინდა ახალ სტატიას ჰქონდეს და დააჭერ კნოპკას სტატიის შექმნა წარმოდგენა რომ გქონდეთ ნახეთ მეგული ვიკიპედიის პირველი გვერდი.ცნობისთვის კნოპკას რო აწერია ”დოჭარით ახალ სტატია” ნიშნავს ახალი სტატიის შექმნას
ახალ თავფურცელზე განხილვა, ასე ვთქვათ დახურულია :)) მეგრულში ძიებას აზრი არ ჰქონდა (იმიტომ, რომ სულ რაღაც 70 სტატიაა) და პირდაპირ გავაკეთეთ ეგ ღილაკი, მაგრამ ქართულ ვიკიპედიაში უკვე ბევრი სტატიაა და ამიტომ ძიება ჯობია (ჩემი აზრით). მაგრამ მაქვს ასეთი შემოთავაზება: ქართულში, ძიების განყოფილებაში ორი ღილაკია, სრული სათაური და გაფათოებული ძიება. ჩემი აზრით არაა საჭირო ორივე ერთად, და ასე ხომ არ აჯობებდა, რო ერთს ეწეროს ძიება, მეორეს ახალი სტატია (ან რაღაც ამდაგვარი). აბა რას იტყვით? ოღონდ არ ვიცი შეიძლება თუ არა მასეთი რამის გაკეთება?!Dato deutschland 16:00, 13 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია ვიკიპედია:ყავახანა/მეგრული ვიკიპედია

დამატებითი ანო-ნიშნები

ჯერ ვიკის ხმარება ვისწავლო ნორმალურად, შემდგომ კი აუცილებლად დავეხმარები ”მეგრულს” იმ სიმბოლოების ჩასმის საშუალება თუ გვაქვს (ან რაიმე შეთანხმება თუ არსებობს), რომლებიც ადრე იხმარებოდა თურმე. კერძოდ განსხვავებული ”ყ” ”ტ” ”წ” ”ღ” ”ლ”. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Givillo (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვერ მივხვდი, კონკრეტულად რომელ ასოებზე ლაპარაკობთ. ჩვეულებრივი ქართული ასოების გარდა, გამოყენება შეიძლება: ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ ჷ ჸ ჹ ჺ. აქედან მეგრულში გჭირდებათ ალბათ ჷ და ჸ. რედაქტირებაში როცა ხართ, „გვერდის შენახვის“ ღილაკის ქვემოთ ასო-სიმბოლოების ყუთია. იქ შეგიძლიათ შეარჩიოთ „ქართული“ („ნიშნები და კოდების“ მაგივრად) და გამოჩნდება. - Island 04:04, 23 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად ჲ-საც ვიყენებ ხოლმე და მემგონი სხვებიც. აბა ამ სიტყვებს როგორ წერთ: მჲარე, ჲაჸაფინი ... Dato deutschland 16:40, 24 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
ხო, მართალია, ჲ გამომრჩა. ისე ინფორმაციისთვის, ო. ქაჯაიას „მეგრულ-ქართულ ლექსიკონში“ ორივე ფორმაა — მიარე და მჲარე. - Island 02:19, 25 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]


აფხაზური ვიკიპედია ცალკე ვიკიპედიაა მეგრული ჯერ კიდევ ინკუბატორში რატო არის????????????????? nugo92 1 თებერვალი 2008წ.

იმიტომ, რომ აფხაზური ვიკიპედია დიდი ხნის წინ შეიქმნა, მეგრული კი ეხლა იქმნება. შენ ნუ გეშინია, მალე დაამტკიცებენ და მეგრულიც ცალკე იქნება :)))) Dato deutschland 12:55, 2 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
Still you have to translate all the MediaWiki messages (most common) in Betawiki, and create good/long articles in the Incubator  . Malafaya 20:25, 2 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
Since it was mentioned here (not to mean to confront), Abkhazian wikipedia has neither mediawiki translated (uses Russian), nor large articles (except a handful two paragraph ones). - ალ-ო      @ 23:14, 2 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
True, that's because Abkhazian Wikipedia was created before those rules were enforced. Same for Georgian Wikipedia (still doesn't have 100% of MediaWiki core 500 translated but it was created before those rules existed). Malafaya 12:28, 3 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
P.S.: For example, if Georgians decide to start a new WMF project (such as Wikinews or Wikiversity), all the MediaWiki core and WMF extensions will have to be translated.

რედაქტორის წოდების გადაცემა Floydgeo-ს

ამ ბოლო დროს ისეთი აქტიური ვეღარ ვარ მუსიკის პორტალისთვის, ამ დროს კი Floydgeo ძველებურად ქმნის სტატიებს მუსიკის თემაზე. მემგონი ამ მომხმარებლის წახალისებისთვის და პორტალის ძველებურად გამოცოცხლებისთვის, მისივე თანხმობის არსებობის შემთხვევაში, კარგი იქნება გადავაბაროთ პორტალის რედაქტორის წოდება ჩემთან ერთად co-რედაქტორის რანგში. This will help to define his working path more precisely too. აბა ვინ რას იტყვის?

მმმმ...ჩემს პასუხს რა მივუწერო, არ ვიცი (რომელიმე თარგის ჩასმა ხომ არ უნდა?), უბრალოდ ვიტყვი - ადრეც შემომთავაზეს ეს საქმე, მაგრამ კვლავინდებურად უარს ვიტყვი. მართალია, ეს უკანასკნელი დღეები აქ ვცხოვრობ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებლად მიმაჩნია მთავარი რედაქტორის სტატუსზე თანხმობის მიცემა. --The Intruder 20:55, 6 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ასეთი უარის სტკლიცვას არ მოველოდი :)). მმთავარი თუ არა დამხმარე მაინც იყავი? იმისგან დიდად განსხვავებული საქმის კეთება კი არ მოგიწევს რასაც ეხლა აკეთებ!. R`Z` 21:00, 6 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე ერთ რამეს ვიტყვი - მართალია ადრე შევთავაზეთ და უარი თქვა. ახალი სტატიების შექმნით ის უკვე დიდ საქმეს აკეთებს. ასე, რომ ნუ დავაფრთხობთ მომხმარებლებს ისედაც ცოტანი ვართ. მაგრამ მე შევთავაზებდი ახალი პორტალის გაკეთებას მაგ. en:Portal:Rock and Roll და ქართულ ვიკიპედიას მეორე მუსიკის პორტალი შეემატება. ეს როგორი აზრია? ამაზე რას იტყვის Floydgeo. ხოლო ზაურს ვეტყოდი გააგრძელოს თავისი საქმე, რომელსაც თავს ძალიან კარგად ართმევს. ცანგალა () 21:14, 6 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ps: ანუ პორტალი:როკი, ან პორტალი:ელექტრონული მუსიკა, ან.... ა.

სამწუხაროდ, მაინც არ მაქვს სურვილი..თორემ პორტალის შექმნა შეიძლება კარგიც იყოს. ახლა თუ არა, ოდესმე.--The Intruder 11:08, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ე.ი. „აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია“  ცანგალა () 11:24, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

დაახლოებით, ოღონდ ჩემი როლი არც მთავარი და არც მეორადი იქნება. დავრჩები ქვედა საფეხურზე, მე სხვა ამბიციები და სურვილები არ მაწუხებს. --The Intruder 13:14, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ეს არც ამბიციაა და არც სურვილი - ეს არის ქართული ვიკიპედიისთვის დახმარება. --ცანგალა () 13:28, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჯერ-ჯერობით, როცა და როგორ შემიძლია, ვეხმარები. :) --The Intruder 13:33, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

აი აქ უკვე გეთანხმები.  --ცანგალა () 13:43, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვლადიმირ - ზოგადი კითხვა

საერთოდ მაინტერესებს - რამე იცით, რატომ ითქმის ვლადიმერი? სასიამოვნოა, რომ ვიკიპედიაში გვიწერია ვლადიმირი (პუტინზე). რატომ ამბობენ ამ ვლადიმერს, სულ მაინტერესებდა. --The Intruder 14:23, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ru:Владимир (имя) - არსებობს შესაბამისი საერთაშორისო ბმულებიც. ქართულში ტრადიციულია ვლადიმერი (ასე იწერებოდა პუტინამდე). ამჟამად ვლადიმირს წერენ, როდის დამკვიდრდა ეს ფორმა არ ვიცი. Владимир - Влади (ფლობა, ფლობს) миром (მშვიდობა) . ვლადიმერ ჭიპაშვილი, ვლადიმერ აღნიაშვილი, ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილი. პუტინამდე ყველა რუსი მოღვაწე ქართულ ენაზე იწერებოდა ვლადიმერი და არა ვლადიმირი. ისმის კითხვა ქართულმა სალიტერატურო ენის დამდგენმა კომისიამ როდის შეცვალა ან საერთოდ შეცვალა თუ არა? --ცანგალა () 15:14, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
ვლადიმირი რუსულად რას ნიშნავს ალბათ ყველა ვხვდებით, მაგრამ ქართულში რომ "მშვიდობის მფლობელის" ნაცვლად "მშვიდობის მზომელის" ფორმითაა შემოსული, კურიოზია. ა.

მნიშვნელოვანი რამაა. მისახედი საკითხი იქნება - ვლადიმერი ხომ არა მარტო პუტინია.--The Intruder 17:07, 7 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ნოოსფერო

noosferoze aris axali kvleva, romlis avtoric aris irien kalandadce, tanac qartuladaa da rogor davamatot

ru:Ноосфера, en:Noosphere - ასეთი უნდა იყოს სტატიები. შეგიძლიათ ეს გვერდები თარგმნოთ. ხოლო სტატიაში შექმნათ ქვეთავი თუ რა კვლევაა საქართველოში და მიუთითებ რესურსები ინტერნეტში (ვებ-გვერდი). ვიკიპედია დახმარება:რა არ არის ვიკიპედია. პირად გვერდზე მოგწერეთ. შეგიძლიათ სხვების აზრსაც დაელოდოთ.--ცანგალა () 12:59, 19 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ახალი ამბები

ამაზე მაშინ დავფიქრდი პირველად რომ მომიწია ამის გაკეთება  . როგორც რუბრიკის წამყვანმა ადრე აღნიშნა:

ალბათ რაიმე გვერდი/პროექტი/პორტალივით უნდა შევქმნათ, სადაც ყველა ჩავწერთ სიახლეებს და განვიხილავთ რომელი შეიძლება ჩაიწეროს ძირითად თარგში–ო

ჩვენთან არსებული ახალი ამბების გვერდი 2006 წლის მერე არ განახლებულა. მე პირადად მომხრე ვარ გავაკეთოთ (და თავადვე ვიაკტიურებ) პორტალი ახალი ამბები, ანუ ეს გვერდი გადაკეთდეს პოტალად(რადგან ჩემის აზრით გვერდი უფრო სტატიის ფორმატია) და დაიწყოს ახალი ამბების მომზადება, დაარქივება და ა.შ. ზოგადად ახალი ამბების ჩაწერა ასეთ გვერდზე ყველას მხრიდან, გაამდიდრებს სასტატიო მასალას, რაც მთავარია გაადვილდება ამ რუბრიკის წაყვანაც :)

განახლება ცუდი არ არის (ვგულისხმობ გვერდს ახალი ამბები). ყველა ვიკიპედიას არ აქვს პორტალი. იმასზე კი შეიძლება დაფიქტება ხომ არ აჯობებდა ვიკიპედიის დობილი პროექტები Wikinews – სიახლეების შექმნა. ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გვიწერია, რომ არსებობს დობილი პროექტები. შექმნილი კი არის რამდენიმე, მაგრამ მუშაობა მიდის თუ არა ეს მეორე საკითხია. მომხმარებელი:Rastrelli F-ს მინდა ვუთხრა კარგი საქმის წამოწყებას არ სჭირდება კენჭისყრა. საქმე პირდაპირ იწყება და ვუსურვებ წარმატებებს.--ცანგალა () 08:33, 21 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე) - პორტალს მეც ვუჭერ მხარს. ვიკისიახლეები ისეთივე მიუხედავი დარჩება, როგორც სხვა დანარჩენი დობილი პროექტები - საკმარისი ხალხი არაა, რომ ყველას გასწვდეს. - ალ-ო      @ 17:42, 21 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე) - პრინციპში ვიკისიახლეების გახსნის მომხრე ვარ. მაგრამ, როგორც ალსანდრომ დაწერა, მართლაც ძალიან შესაძლებელია მიუხედავი დარჩეს, როგორც სხვა დობილი პროექტები. იმედია პორტალს ყოველთვის მიმხედავი ეყოლება. ალბათ შეიძლება ჯერ პორტალის სახიტ დაიწყოს და მერე ვიკისიახლეებად გადაკეთდეს. - Island 02:04, 22 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
იდეაში მეც ასე წარმოვიდგინე ზუსტად, თუ პორტალი გამოვა წარმატებული, ეყოლება ბევრი ჯურნალისტი :) შესაბამისად მისი გადაზრდა ვიკისიახლეებში უკვე ლოგიკურიც გახდება   Rastrelli F.B.

რაკი პორტალზე მეტ–ნაკლებად შევთანხმდით, აქვე ტექნიკურ მხარეზეც გამოვთქვათ აზრი: გადაკეთდეს ძველი გვერდი, თუ შეიქმნას ახალი პორტალი, ძველი კი წაიშალოს?

ამ ტექნიკურ საკითხს კენჭისყრა არ უნდა. ძველში რომელ გვერდებს გულისმობ? უბრალოდ შექმენით პორტალი და ძველს მერე მოევლება. ა.

მართალი ხარ! აი, რას გვიშვება ეს დემოკრატია!  მე დავიწყებ და თქვენგან ველოდები დახმარებას  :) --R

პორტალი:ახალი ამბები – პორტალის შექმნა დაწყებულია  !!!

ნუ გავიწყდებათ: ..სადაც ყველა ჩავწერთ სიახლეებს და განვიხილავთ რომელი შეიძლება ჩაიწეროს ძირითად თარგში–ო. ასე რომ, ვიწვევ 20–დან 30–წლამდე პერსპექტიულ ჟურნალისტებს პორტალზე სამუშაოდ  
თარგის უბადლო მცოდნეებო თქვენთვის სამუშაოა  : აი ამ თარგის გადმოქართულება მინდა–Portal:Current events/DateHeader2 >> პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი; ეს თაგრი ინგლისურში ჩარჩოს აკეთებს და ავტომატურად ათარიღებს, მერე მარტო ინფოს შევსებაღა რჩება - აი, მაგალითი, პრინციპში მსგავსი დაახლოებით რომ შევქმნათ მგონი არ უნდა გაგიჭირდეთ :)--Rastrelli F.B. 08:37, 27 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ ხსენებული   გაკეთდა, მადლობა ტრულალას :) ახლა სხვა საქმეა: ამგვარი თარგები იყენებენ ამას, პრობლემა: თარგი ჯერ თვეს უჩვენებს მერე რიცხვს >>>

ეს გასწორდა. თვესა და წელს შორის მძიმე ხომ არ უნდა? - Island 15:55, 27 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

მგონი მძიმე უნდა მანდ R

აქვე, ეგებ კალენდარიც გაასწოროთ, უბრალოდ რომ რიცხვებიდან გადადიოდე შესაბამისი თარიღის ბმულზე: მაგალითად 20 – აწვები 20–ს და გადადიხარ 20 თებერვალზე – გმადლობთ --Rastrelli F.B. 06:39, 28 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

  •   (მომხრე), ისლანდის აზრს ვიზიარებ, თუმცა სხვა პროექტებზე მის და ალსანდროს მიერ გამოთქმულ აზრებს არ ვემხრობი. ვიკიციტატაში რაც ციტატები ვიცოდი ჩავწერე მაგრამ სხვებმა არაფერი არ დაამატეს.... წიგნებში კი გნომი იღრწვის დაუღალავად, მეც რამე მასალა რომ მიჩდება ვდებ. უბრალოდ წიგნის შექმნა ბევრად უფრო შრომატევადია ვიდრე სტატიის და მითუმეტეს სიახლის. ისლანდი მართალია პორტალით დავიწყოთ მერე კი პროექტს მივხედოთ, პორტალის მასალების გადატანა არაა პრობლემა.--ტრულალა () 12:43, 27 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
ბოდიშს გიხდით ტრულალასა და გნომს :)) - Island 15:42, 27 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]


თარგი ახალი მომხმარებელი

ბატონებო და ქალბატონებო, სულ უფრო მეტი ახალ დარეგისტრირებულები წერენ ლათინური ანბანით. დავიღალე ყველას სათითაოდ დევნით და დახმარების გვერდის მითითებით.. არ ვიცი რამდენი კითხულობს მაგას... ეგებ ახალი მომხმარებლის თარგში ჩავსვათ ფრაზა, მუქად და წითლად "თუ არ იცით როგორ წეროთ ქართულად აქ იხილეთ, ნებისმიერ სხვა დამწერლობაზე დაწერილი ქართული სიტყვები კი წაშლილი იქნება"...--ტრულალა () 11:21, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

მაგრამ ახალმა მომხმარებლებმა ეგ თარგი სად ნახონ? მთავარ გვერდზე ხომ არ გამოვაქვეყნებთ?! Dato deutschland 16:03, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
განხილვაში ხო ვუდებთ ყველას....--ტრულალა () 16:09, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
ხო, მართალია, მაგაზე აღარ დავფიქრებულვარ... მაშინ მე თანახმა ვარ
მაგრამ პირდაპირ არ უნდა წაიშალოს ტექსტები. „თუ არ იცით როგორ წეროთ ქართულად აქ იხილეთ“ — მარტო ამის ჩამატების მომხრე ვარ, ოღონდ მუქად და წითლად ნამეტანია :) - Island 16:35, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
 

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

აბა ნახე ისლანდ როგორაა... წითლად არ გავაკეთე...--ტრულალა () 00:09, 2 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

კარგია. - Island 01:49, 2 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]
ალსანდრომ კორექტულობა შემატა :)--ტრულალა () 02:02, 2 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი, რამდენად სწორ შენიშვნას ვაკეთებ, მაგრამ „ქართულად წერა“ – რაღაც არა სწორი მგონია, უფრო „ქართული შრიფტით წერაა“ გამართლებული. რატომღაც „ქართულად წერა“ ქართულის ცოდნას და წერას გულისხმობს, ხოლო „ქართული შრიფტით წერა“–მხოლოდ ტექნიკურ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. --Rastrelli F.B. 20:28, 3 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]
martalia. gavascoreb. a.

მოგესალმებით ყველას! მე ახალბედა ვარ და ჩემი აზრი მინდა მოგახსენოთ შესავალთანან(მონაწილეობა) დაკავშირებით, ჯერ ეს ერთი ხო ძალიან ცოტა წერია და რაც წერია სრულიად გაუგებრად, მაგალიტად 1 საათი ვცდილობდი გამეგო როგორ ჩამესვა სურათი რომელიმე გვერდზე მარა არანაირი ხეირი, მერე კი მასწავლა უფრო დაწვრილებით მომხმარებელმა Alsandro-მ ვისიც დიდი მადლობელი ვარ მარა რთულია თავიდან და ბევრ შეკითხვაზე ვერ ვპოულობ პასუხს. იქნებ უფრო დაწვრილებით აგეხსნათ მეგობრებო დახმარებაში და უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება ქართულ ვიკიპედიას. :))))))

კაი Zangala ნუ მეჩხუბები. :) გავიგე,მარა თუ არ მინდა ის სურათი რა გადმოვაკოპირო ვახ... და აჰა ხელსაც მოგიწერ. ლოლ...:)))--Jajvi 18:56, 28 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვინმეს მართლა ეგონება რომ გეჩხუბები, ამიტომ შენი განხილვის გვერდიც დასამატებელია:მომხმარებელი განხილვა:Jajvi--ცანგალა () 21:22, 29 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

არა Zangala ხუმრობით ვთქვი... დიდი მადლობა დახმარებისთვის.:)

კარგი სტატიები

ქართულმა ვიკიმ 20 000 მიაღწია, მგონი კარგი იქნება კარგი სტატიების პორტალი გავაკეთოთ. ამ 20 000-დან რამდენია სრული კარგი ენციკლოპედიური სტატია რომ გავიგოთ. რას იტყვით?--ტრულალა () 16:16, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

გამოუყენებელი სურათები და კატეგორიები

წავაწყდი ბლომად სურათებს, რომლებიც არ გამოიყენება... ასევე კატეგორიები, რომლებშიც არცერთი სტატიაა არაა... ყოფნა თუ არ ყოფნა? წაშლა თუ არ წაშლა?--ტრულალა () 16:33, 29 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

რა? სერვერზე ადგილი გვაქ შეზღუდული? რაღაც არა მგონია--Gnome 19:21, 1 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]
შეზღუდული არამგონია, მაგრამ მაინც ხომ იტვირთება. commons ჩემი აზრით ამგიტომაც შექმნეს რომ ადგილი დაეზოგათ. R`Z` 19:25, 1 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

commons უბრალოდ საერთო ბაზაა, შეზღუდვაზე არ ინერვიულოთ :) --Gnome 22:30, 1 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით, ვიკიპედიელებო!

ახლახანს გავეცანი ვიკიპედიას. სასიხარულოა, რომ ქართული ვიკის შექმნითა და სრულყოფით ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული. მეც, შეძლებისდაგვარად, შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ამ ეტაპზე განსაკუთრებით დამაინტერესა მეგრულთან დაკავშირებულმა პოლემიკამ. ეს საკითხი მართლაც აქტუალურია არა მარტო ვიკიპედიისათვის, არამედ ზოგადად მეცნიერთათვის. აღნიშნული თემა, რა თქმა უნდა, ვიკიპედიაში ვერ გადაწყდება, მაგრამ რაც მეტი საქმეში კარგად გარკვეული ადამიანი ჩაერთვება კამათში, რაც მეტ ინფორმაცია განთავსდება ვიკიში, მით უფრო საინტერესო და შედეგიანი იქნება ჩვენი ურთიერთობა. ცნობისათვის, ვარ მეგრულის ზედმიწევნით მცოდნე. კარგად ვიცნობ ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არსებულ ყველა თვალსაზრისს და აქედან გამომდინარე ზოგადად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას: ჩემთვის, როგორც ყველა მეგრელისათვის, არსებობს ერთი დედაენა – ქართული ენა; ხოლო მეგრული მეტყველება არის საშინაო მეტყველება, იგივე კილო, იგივე დიალექტი. თუ მეგრულს ენად ჩავთვლით, მაშინ დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით: მეგრელები ორი დედაენის მფლობელები გამოვდივართ , რაც ალოგიკურია. მეგრული თუ დედაენაა მეგრელისათვის, მაშინ ქართული რა არის მისთვის – უცხო ენა? ადამიანს მხოლოდ ერთი დედაენა აქვს! იქნებ, ამ კუთხითაც ვიფიქროთ. მეგრული ვიკიპედიის არსებობა ჩემთვის იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული და მისაღები, თუ შეიქმნება ვიკიპედიები ქართული ენის სხვა დიალექტებზეც (ხევსურულზე, იმერულზე, კახურზე...)Maxaria 09:53, 7 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

მეგრული ენა არის თუ არა, არამეგრელს მეგრული ენა (დიალექტი) არ ესმის. ხევსურული კი ესმის. Dato deutschland 14:13, 7 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]


არ იცით ფონტი, რომელშიც არის მეგრული ასოები? (ჷ მაგალითად). ოღონდ სილფაენს რომ ჰგავდეს. დამეხმარეთ Dato deutschland 14:31, 7 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

მდედრობითი სქესი ქართულში

ქართულში სქესის არ ქონის გამო არ ვიცი როგორ ვთარგმნო графиня, маркоза, герцогиня, და ა.შ. დამეხმარეთ რა...--რუსუდან ცისკრელი () 03:42, 8 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

графиня — გრაფის ცოლი, გრაფის ასული („რუსულ-ქართული ლექსიკონი“, თბილისი, 1983). გრაფი თვითონაც რომ ქალი იყოს, მაინც „გრაფი“ იქნება. - Island 05:02, 8 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]
გმადლობ.--რუსუდან ცისკრელი () 05:04, 8 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ისე ძველი თაობის ხალხისგან მსმენია: კნიაგინას ანალოგიით – მთავრინა.   --Rastrelli F.B. 08:02, 14 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]


შეკითხვა

გამარჯობათ ვიკიპედიელებო. მე გახლვართ ახალად დარეგისტრირებული ნინი ერთი პრობლემა არსებობს.მინდა რომ განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ეს პრობლემა,რომელიც მდგონარეობს შედეგში: მინდოდა ფორუმში რამე დამეწერა ,მაგრამ ვეც ფორუმისა გავიგე რამე და ვერც იმისა,თუ როგორ დავფოსტო .არ წერია. ცნობისათვის-რედაქტირება აღიქმება როგორც შესწორება,გასწორება ,ჩასწორება,მაგრამ არადაარა ახალი თემის შექმნა ,ან ახალი თემის დამატება. ფაქტია! შემდეგ,მინდოდა მიმეწერა ადმინისტრაციისათვის,რაც შეუძლებელი გახდა, აქ არსადაა მითითებული მარტივი მითითება-"მიმოწერა ",ან "წერილის გაგზავნა".მსგავსიც კი. ვერც ერთს ვერ დავუკავშირდი.მე მგონი ყურადსაღებია ეს .

)

თუკი რაიმე შეცდომა ჩავიდინე ამ სტატიით ან სხვა ,გთხოვთ მომიტევოთ და ძალიან მკაცრად ნუ დამსჯით

ისიც კი გაუგებარია,სად უნდა დავწერო ასეთი რამ.:(

პატივისცემით ნინი.

ტესტი

პორტალი ბიოგრაფიები

დიდი ხანია ამ პორტალს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ და უარს ვაცხადებ მის რედაქტორობაზე. იმედია მას უკეთესი რედაქტორი მალე გამოუჩნდება. მე მხოლოდ ისტორიის პორტალს ვიტოვებ.--რუსუდან ცისკრელი () 08:49, 17 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

Uncyclopedia

ძალიან ვხალისობ ანციკლოპედიის კითხვისას. ვთვლი, რომ ქართულად მისი გამოჩენა ყველას საშუალებას მისცემს, იუმორი გამოავლინოს, ვიღაცეებს კი - საკუთარი იუმორი დახვეწონ. ხომ არ იცით, რა საჭიროა, რომ საკუთარ ენაზე ანციკლოპედიას ჩავუყაროთ საფუძველი? უკაცრავად, აქ რომ გავხსენი, სხვა ადგილი არ გამახსენდა. --The Intruder 13:44, 18 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე მაგალითად ანციკლოპედიისა ის არ მომწონს, რომ ცოტა ზედმეტი მოსდით.  . მაგრამ თუ ქართულ ენაზე შეიქმნება მოწინააღმდეგე არ ვიქნები. (ისე ეგ ვიკიმედიის პროექტი არაა და ყოველ შემთხვევაში incubator-ით არ იქმნება...მგონი)... Dato deutschland 16:43, 18 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

კი, ზედმეტი მოსდით ყველა ფრონტზე. რელიგიაზეც, მათ შორის და ერთი ეგაა, რომ პროექტის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მერე საპატრიარქომდეც მივიდეს ამბავი - თუკი ვინმე დაიწყებს ამ პორტალზე ანტიმართლმადიდებლური სტატიების შექმნას. მაგალითი უკვე არსებობს: http://uncyclopedia.org/wiki/Georgia თანაც ქართველების შექმნილია. --The Intruder 19:26, 18 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

პირადად ჩემთვის ეს დროის კარგვაა, ისე კი იუმორიცაა შიგ და იუმორიც   --Rastrelli F.B. 19:43, 18 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

როგორც ვიცი, ანციკლოპედია შეიქმნა გულის მოსაფხანად ვანდალებისათვის, რომლებიც ვიკიპედიას აფუჭებდნენ. ქართულში რამდენად დგას ამის პრობლემა, არ ვიცი. თუმცა ხოლმე საშინლად მინდება რაღაც არარეალურის დაწერა. --The Intruder 19:49, 18 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნება თუ შეიქმნება, თუმცა რელიგიას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ. --Gnome 07:26, 27 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]
მეც თანახმა ვიქნები თუ რელიგიაზე სტატიების დაწერა აკრძალული იქნება, მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს როგორ შეიქმნას. Dato deutschland 09:55, 27 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

პირველ რიგში ალბათ უნდა ვიყიდოთ დომენი, მერე ჰოსტი(ეს პრობლემა არაა)....შესაძლებელია დროებით შევქმნათ ასეთი მისამართით : uncyclopedia.myweb.ge და ვნახოთ რა გამოვა, ხოლო შემდეგ ჰოსტებზეც ვიფიქროთ. ამის მერე უნდა ვიშოვოთ ვიკიპედიის საიტი(ეს არ ვიცი როგორ და საიდან), მოკლედ მე ძალიან მინდა რომელიმე ქვეყანაზე, თუნდაც საქართველოზე დავწერო რამე შვი იუმორის მქონე სტატია...აბა ვისაც რა იდეები გაქვთ დაწერეთ და ვქნათ ეს საქმე --Gnome 06:07, 29 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის სკრიპტს მედიავიკი ეწოდება (ვიკიპედია არ გეგონოთ). მეც სულ მინდა რაღაც მწარე დავწერო საქართველოზე..და არა მარტო.:) ოღონდ მართლაც ესეთი წესი უნდა გავაკეთოთ კონკრეტულად ჩვენი ვარიანტისათვის - რელიგიაზე წერა აკრძალული უნდა იყოს. უფრო სწორედ, უნდა იყოს რაღაც ლიმიტები. სიტყვაზე, დაშვებული იქნება, დაწერო, რომ პუტინი სატანისტია, მაგრამ ცალკე სტატიის გაკეთება რომელიმე რელიგიურ საკითხზე აკრძალული იქნება. --Jigalong 08:52, 29 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ანციკლოპედიაში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ რელიგიური თემატიკის აკრძალვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.--რუსუდან ცისკრელი () 15:57, 9 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

რელიგიაზე ხუმრობა არ შეიძლება!!! ვინმემ რომ ქრისტიანობაზე, ან თუნდაც სხვა ნებისმიერ რელიგიაზე იხუმროს, ის მომხმარებელი უნდა დაიბლოკოს!!! მე ასე ვფიქრობ! Dato deutschland 16:43, 9 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]
ისე საერთოდ რაზე ვსაუბრობთ როცა ქართული ანციკლოპედიის ნიშანიც არ არსებობს?! :) Dato deutschland 16:45, 9 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

cnobistvis: nebismieri saxis cenzura vikipediis dziritad princips ecinaagmdegeba. aseve, azris gamotqmis tavisufleba adamianis principuli uflebaa. arsebobs etikis normebic, romelic kvelam unda davicvat, magram raime temis ganxilvis uflebas veravis avukrdzalavt. - ალ-ო      @ 18:04, 9 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით რელიგიაზე წერის აკრძალვა ვერ მოხერხდება, ამიტომ ამ პროექტის შექმნას მხარს არ ვუჭერ--Ventusa 19:39, 9 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

და რელიგიის გარდა სხვა სახუმარო თემები არ არსებობს? პოლიტიკიდან დაწყებული, თუნდაც? --Jigalong 20:13, 10 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

თემებს რა დალევს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც გამოჩნდება ვინმე, ვინც რელიგიაზე იხუმრებს. ამიტომ, თუკი პროექტი შეიქმნება, მკაცრი წესები უნდა იყოს! მაგალითად დაურეგისტრირებლებს არ შეეძლოთ რედაქტირება, ხოლო წესის დამრღვევი დაიბლოკოს, თუნდაც პატარა რამეზე, რომ კიდევ აღარ გაიმეოროს. მგონი, რომ დაინახავენ, რომ მათი ნაშრომი მაინც იშლება, აღარ გაბედავენ! DDA 16:11, 13 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

რატომ წაშალეთ ჩოგბურთის გვერდი?

ამიხსენით რა,რამე არასწორი იყო თუ?წინასწარ დიდი მადლობაLiklika 10:34, 21 მარტი 2008 (UTC)ლიკლიკა[უპასუხე]

სტატია არ არის წაშლილი. არასწორ ადგილზე იყო და გადატანილია. ნახეთ კატეგორია:ჩოგბურთი. - Island 11:33, 21 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

რა კაია.მეგონა რომ წაშალეს და გული გამისკდა:(Liklika 18:50, 24 ივნისი 2008 (UTC)liklikaLiklika 18:50, 24 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]


დახმარება მჭირდება.სტატიას აწერია უინს ვილიამსი. არადა მაგ ჩოგბურთელს ვენუს ვილიამსი ქვია და სტატიის სათაურს ვერ ვცვლი:(Liklika 19:08, 24 ივნისი 2008 (UTC)liklika[უპასუხე]

aba romel statias gulisxmob? orive bmuli citelia. - ალ-ო      @ 15:28, 25 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

გვჭირდება დესანტი ქართული ვიკიპედიიდან!

ხალხო, მომეშველეთ რა! განსაკუთრებით ანტიქარულად განწყობილი ელემენტების მორიგი იერიშის ქვეშ ვარ Talk:Mingrelians. ამტიკიცებენ რომ მეგრელები და სვანები არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ქართული ეთნოსის შემადგენელი ნაწილი (subgroup). განსაკუთრებით გვჭირდება მეგრელების და სვანების აზრი. ჯერ აფხაზეთის გვერდებზე გააჩაღეს პროპაგანდისტული ომი და ეხლა უფრო აქეთ მოიწევენ. პლიიიზ, --Kober 17:34, 29 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე მხოლოდ ის შევძელი, რომ თბილისში დავრეკე რათა ქართველი ისტორიკოსები ჩაერთვნენ. --ცანგალა () 20:00, 29 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]
გმადლობ ცანგალა ყურადღებისთვის. არ ვიცოდი თუ 25 წლის ასაკში ჩემს ეთნიკურ კუთვნილებაზე დაფიქრება მომიწევდა. :)--Kober 20:10, 29 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ekonomika

ekonomika qventvis mecniereba araa?

რაო?! DDA 10:57, 11 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]


ლოგო

რატომღაც გამიჩნდა სურვილი, რომ ვიკიპედიის ქართულ ლოგოზე მაინც, ერთი ქართული ასოც იყოს, მაგალითად ასე:   DDA 17:16, 15 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვინ გითხრა, რომ არ წერია. უკანა მხარეს არის, უბრალოდ ლოგოს შემოტრიალებაა საჭირო (როგორც გლობუსი)  . ეს არის ვიკიპედიის ოფიციალური ლოგო. ისე ჩინურმა რა დაგიშავა. მის ამოღებას ქვევით სიცარიელე რომ არის იქ შეგეძლო ლ-ს ჩასმა. --ცანგალა () 17:40, 15 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]
სხვა ვიკიპედიებში, მაგალითად რუსულში ხშირად ცვლიან ლოგოს თავისი სურვილის მიხედვით (მაგალითად ახალ წელს), ზოგიერთში კი გლობუსის ნაცვლად ქვეყნის რუკის ფორმა აქვს ლოგოს, და მგონი ქართულ ვიკიპედიაში ერთი ქართული ასოს ჩამატება კანონის დარღვევა არ იქნება   DDA 16:53, 16 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

Update on the localisation at Betawiki

გამარჯობათ. მოგესალმებით ყველა ვიკიპედიელს. მე ახალი ვარ. achiko-84 და ლიტვის გვერდებს ,,ვარედაქტირებ.” (ვცდილობ, რაც შემიძლია). დღეს შევედი ლიტვის გვერდებზე და შევეცადე ცოტა წესრიგი დამამემყარებინა. გადახედეთ. მაგრამ აი, ლიტვურ ენაზე რომ არის გვერდი, იქ ტექსტები ვერ გავაკეთე ლამაზად. დაბლა არ მიწერს, თუ არ მითავსებს ინფორმაციას. რაღაც გვერდზე, მარჯვნივ მიაქვს და რა მოვუხერხო არ ვიცი ჯერ. გამარკვიეთ რა. ხშირად ვერ მოვახერხებ ჯერჯერობით ინფორმაციებს ჩამატებას. ალბათ კვირაში ერთხელ სიხშირით. კარგად--Achiko-84 10:12, 18 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

აჩიკო, ვიკიპედიაში არ უნდა იხმარო აბზაცები... DDA 10:29, 18 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

ახალი ქვე განყოფილების შექმნა

მაინტერესებს შემიძლია თუ არა ახალი ქვეგანყოფილების შექმნა, მაგალითად კომპიუტერული პროგრამების განყოფილებაში. ჩვეულებრივ მომხმარებლებს აქვთ ამის უფლება? თუ შესაძლებელია როგორ უნდა? --Levani 15 18:03, 21 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

კოლეგავ  , ჩვენ ყველანი ჩვეულებრივი მომხმარებელი ვართ. რა ქვეგანყოფილებაზე გაქვს საუბარი მე პირადად ვერ გავიგე?--ცანგალა () 19:34, 21 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

მემგონი მე მივხვდი რაც სურს და საკმაოდ კარგი იდეაა...უნდა გაკეთდეს პორტალი, აი მაგალითად როგორც მუსიკის პორტალია, ისეთი--Gnome 20:24, 21 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

Election Notice, Please Translate

The 2008 Board election committee announces the 2008 election process. Wikimedians will have the opportunity to elect one candidate from the Wikimedia community to serve as a representative on the Board of Trustees. The successful candidate will serve a one-year term, ending in July 2009.

Candidates may nominate themselves for election between May 8 and May 22, and the voting will occur between 1 June and 21 June. For more information on the voting and candidate requirements, see <http://meta.wikimedia.org/wiki/Board_elections/2008>.

The voting system to be used in this election has not yet been confirmed, however voting will be by secret ballot, and confidentiality will be strictly maintained.

Votes will again be cast and counted on a server owned by an independent, neutral third party, Software in the Public Interest (SPI). SPI will hold cryptographic keys and be responsible for tallying the votes and providing final vote counts to the Election Committee. SPI provided excellent help during the 2007 elections.

Further information can be found at <http://meta.wikimedia.org/wiki/Board_elections/2008/en>. Questions may be directed to the Election Committee at <http://meta.wikimedia.org/wiki/Talk:Board_elections/2008/en>. If you are interested in translating official election pages into your own language, please see <http://meta.wikimedia.org/wiki/Board_elections/2008/Translation>.

For the election committee,
Philippe Beaudette

ვიკიწიგნები - ჰედერი

ხალხნო ვიკიწიგნების ლოგო მინდა შევცვალო, უფრო სწორად გადავაქართულო როგორც ვიკიპედიას აქვს და ეს ამბავი როგორ ვქნა? :D - Gnome 13:14, 5 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ მე ვერ დაგეხმარები. --ცანგალა () 13:24, 5 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]
იხილე m:Requests for logos. - Island 13:34, 5 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]
აქ წერია რომ უნდა ვიპოვო wiki.png, ვიკიწინებში კიდე არ მეთხვევა და --Gnome 09:24, 6 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]
სურათი b:ka:Image:Wiki.png უკვე გაგიკეთებია. ახლა ეს სურათი დაცული უნდა გახადო და შემდეგ m:Requests for logos#Wikibooks-ში ლოგოს შეცვლა მოითხოვო. „მეთხვევა“ რას ნიშნავს? - Island 13:33, 7 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

არ ემთხვავა უნდა დამეწერა, მადლობ დახმარებისთვის-Gnome 20:08, 7 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

ხალხნო ძაან დამიგვიანეს შეცვლა და რა ხდება ხო არ იცით?--Gnome 09:00, 11 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა გაგზავნილია bugzilla-ში (როგორც არის მითითებული m:Requests for logos-ზე). იმედია მალე მიხედავენ. - Island 00:53, 13 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

მაინც არ გამოცვალეს--Gnome 14:56, 18 მაისი 2008 (UTC)--Gnome 16:59, 21 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

მეგრული ვიკიპედია

მე მეგრული ვიკიპედია კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია და გეტყვით რატომაც: მეგრელები ისეთივე ქართველები ვართ, როგორც გურულები, კახელები სვანები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საშინაო მეტყველება ქართული ლიტერატურული ენისაგან განსხვავდება. დათო, მე მიკვირს, რატომ არა აქვს რედაქტირების სვეტი სტატიას, რომელიც მეგრულ ენას შეეხება. და კიდევ: რას ნიშნავს "ქართველური ხალხები"? მე მეგრელი რომ ვარ, შენ არაქართველად მიმიჩნევ? ასე არაა! ქართული ვიკიპედია ყველა ქართველისთვის საერთო უნდა იყოს. თუ შენ რაიმე სხვა მოსაზრებებით ხელმძღვანელობ, გეუბნები: არ ხარ მეგრელი და ნუ გვიკიჟინებ მეგრელებს, არიქა და მეგრული ვიკიპედია გავხსნათო, თორემ მეუ იშო სი წკინტილამ ბაღანავა, გეტყვით :) Kavkas

ძალიან გთხოვთ შეურაცხყოფის გარეშე! პასუხი გავეცი აქ და ნახეთ. DDA 09:07, 12 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

--------------------------------------------- --Gnome 13:07, 12 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]


Wikisource

Wikisource რა არის ვერ გავიგე, ძალიან გთხოვთ ამიხსენით აქ ლიტერატურული ნაწარმოებები იწერება? რაც არ უნდა იყოს არ გავაქართულოთ? DDA 18:17, 23 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

არა მარტო ლიტერატურული ნაწარმოებები, არამედ თავისუფალი ლიცენზიის ყველანაირი ტექსტი (იხ. wikisource:de:Hauptseite). ამ წუთში არა არის აუცილებელი, მაგრამ მომავალში სასურველია შეიქმნას ქართულიც. - Island 05:11, 25 მაისი 2008 (UTC)[უპასუხე]

iqneb gamarkvios vinmem am vikipesiAsi?

ქართულად ისაბელია სწორი ვერსია

მომხმარებელი რომ მიხვდეს რაზეა საუბარი უკეთესი იქნება, რომ პასუხი ჩაიწეროს განხილვა:მარია ესტელა მარტინეს დე პერონი და აუცილებლად ხელმოწერა გაკეტდეს.--ცანგალა () 12:03, 12 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]

mimaCnia, rom Tqveni komenatarebi usamarTlo da cilismwamebluri iyo. magram Tavdapirvelad brali “cangalas” davde. arada, mTel am aurzaurSi mTavari Tqven xarT. Tavi damanebeT!

daviT CuTlaSvili


განხილვა:დავით ჩუთლაშვილი.--ცანგალა () 13:12, 23 ივნისი 2008 (UTC)[უპასუხე]