ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები/არქივი/4
ყურადღება! ეს გვერდი არქივის ნაწილია! ეს გვერდი წარმოადგენს გამოუყენებელი, მოძველებული პროცედურის ნაწილს და შენახულია ისტორიული მიზნებისთვის. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს. |
გადავწყვიტოთ
რედაქტირებაქართულ ვიკიპედიაში ცალკეული მომხმარებლები (მათი დასახელებიდან თავს ვიკავებ) წყვეტენ ამა თუ იმ საკითხებს. აქედან გამომდინარე გთავაზობთ, რომ შეხვედრაზე ვიფიქროთ და ერთად გადავწყვიტოთ საჭირბოროტო საკითხები. ქართული ვიკიპედიის მომხმარებლები არიან მომუშავე პიროვნებები. აქედან გამომდინარე შემოგვთავაზეთ თქვენი თარიღი და დრო. ცანგალა 19:21, 20 მაისი 2017 (UTC)
- ვიკიშეხვედრა კარგი აზრია, თან ეს ჩემთვის პირველი გაფართოებული შეხვედრა იქნება ვიკიპედიელებთან, ამიტომ (მომხრე) (პ.ს. ვემხრობი შაბათ ან კვირა დღეს). — Mehman 97 19:30, 20 მაისი 2017 (UTC)
ამ ინტონაციით და განწყობით დაწყებული ვიკიშეხვედრა მხოლოდ დააზარალებს ვიკიპედიას. ამ პათოსს ვერ შევუერთდები, თორემ ვიკიშეხვედრის მომხრე ვარ. — ჯაბა 1977 19:34, 20 მაისი 2017 (UTC)
ჩემი პასუხი დიდი ხანია დავწერე მომხმარებლის განხილვა:Abandoner#გურამ თიკანაძე და სხვა მკვდარი ბმულები < ამ სექციაში. მით უმეტეს, უკვე ნახსენები ფორმულირების შემდეგ შეხვედრაზე კი არა, იგივე ტექსტით რომ დავეპატიჟებინე ფლორიდის დისნეილენდში, იქაც არ წავიდოდი. ТЧК, როგორც ტელეგრამებში წერდნენ. --Abandoner განხილვაწვლილი 20:11, 20 მაისი 2017 (UTC)
(მომხრე) - შეხვედრა ყოველთვის კარგია და იმედი მაქვს მხოლოდ წაადგება ვიკიპედიას. ოღონდ შეხვედრას უნდა ჰქონდეს შესაფერისი სახე და ადგილი. კარგი იქნება თუ განიხილება ვიკიპედიაზე მუშაობის პოპულარიზაციის და სხვა უამრავი საკითხი, რაც მხოლოდ სოციალურ სივრცეში შეუძლებელია. გთავაზობთ საუნივერსიტეტო სივრცეს, ქართული უნივერსიტეტის მცირე დარბაზს, ოღონდ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ შაბათს. ამ დარბაზში ვიკიშეხვედრაზე უკვე ვუმასპინძლეთ მიხეილს და დავითს, ამიტომ მათაც იციან შესაფერისია თუ არა. ველი გამოხმაურებას. - გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:22, 20 მაისი 2017 (UTC)
(მომხრე) - 6-ის მერა ან შაბათ კვირა--Surprizi განხილვაწვლილი 05:13, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) შაბათ-კვირა მაწყობს მეც --დათო1010 06:07, 21 მაისი 2017 (UTC)
- მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე შემოთავაზებულ ადგილს მე პირადად ვეთანხმები. განხილვა, ხოლო რაც შეეხება მომხმარებელი:Jaba1977— ეს მისი პირადი საქმეა. ისე კი მაინტერესებს მოგებული თანხა თუ განაწილდა იმათზე ვინც მას დაეხმარა სტატიების წერაში?(მწყდება გული, რომ პირად შეხვედრაზე ვერ ვეკითხები), ხოლო რაც შეეხება Abandoner — ესეც პირადი საქმეა. იმედია შეხვედრეზე მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგი არ იქნება. და აქვე დავამატებ ეს ინტონაცია და განწყობა შეიქმნა ვიკიპედიის განხილვის გვერდებზე და აქედან გამომდინარე ჯობია თეთრი მტრედი პირად შეხვედრაზე გაგვეშვა. ТЧК (ეს მხოლოდ ტელეგრამის ბოლოს კი არა ყოველი წინადადების შემდეგ იწერებოდა) ცანგალა 06:21, 21 მაისი 2017 (UTC)
@გიორგი ჩუბინიძე: რამდენი დღით ადრე უნდა იცოდეს უნვერსიტეტმა ჩვენი შეხვედრის შესახებ? ამ შაბათისთვის (27 მაისი) მოესწრება თუ არა? ცანგალა 06:58, 21 მაისი 2017 (UTC)
- ბუნებრივია, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ, თუკი ეს ვიკიპედიაში მუშაობის გაუმჯობესებას, დომხალების თავიდან აცილებას და წესრიგს ეხებოდა. --Abandoner განხილვაწვლილი 07:11, 21 მაისი 2017 (UTC)
@Abandoner: რადგანაც ვერ (არ) მოდიხარ, შეგიძლია აქ დაწერო საკითხები, რომლებიც მიგაჩნია ვიკიპედიისათვის საჭირბოროტ საკითხებად. ცანგალა 07:16, 21 მაისი 2017 (UTC)
@Zangala: რაღაც ბევრი ინტერესები გაგჩენია და ძალიან გთხოვ კომპეტენციის ფარგლებს ნუ გაცდები. საკადრის, დეტალურ პასუხს მიიღებ ვიკიშეხვედრაზე. --ჯაბა 1977 14:02, 21 მაისი 2017 (UTC)
- უი, მოდიხარ? ბევრი ინტერესი არ მაქვს, მხოლოდ ერთი. ცანგალა 14:37, 21 მაისი 2017 (UTC)
დიახ მოვდივარ. ჩემს პირველივე კომენტარში გარკვევით დავწერე რომ ვიკიშეხვედრის მომხრე ვარ. --ჯაბა 1977 14:50, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) არაა საჭირო ერთმანეთის შეურაცხყოფა. ცანგალ, გთხოვ, დამშვიდდე. ვიკიპედია ერთობლივი პროექტია, შენ ეს არ გესწავლება და ცალკეულად ვერავინ ვერაფერს გადავწყვეტთ. კი, იყო მაგის მცდელობა, მაგრამ შენც კარგად იცი, რომ აღმოიფხვრა. რაც შეეხება თანხას, ვერაფერი გავიგე რა თანხაზეა საუბარი და არც მსურს, მსგავსი საკითხები ვიკიპედიის მიღმა უნდა გაირკვეს. ბოლო-ბოლო, ვიკიშეხვედრების გევრდია. — Mikheil მიწერა 15:41, 21 მაისი 2017 (UTC)
@Zangala: რამდენიმე დღით ადრე უნდა ვიცოდეთ დღე და საათი, დანარჩემი მზად იქნება ყველაფერი. 27-ში მე არ მცალია, საირმეში ვარ, 3 ივნისი ხომ არ გაწყობთ? თუ ვინმე უნივერსიტეტში შეხვედრის წინააღმდეგია, ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზიც ყოველთვის ღიაა მსგავსი შეხვედრებისთვის, იქაც წინასწარ დაჯავშნაა საჭირო. როგორც გადაწყვეტთ. - გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:15, 21 მაისი 2017 (UTC)
მაშინ ორი თარიღი დავწეროთ და როგორც გადაწყდება.
- მინდა შეხვედრაზე მოსვლა. თუმცა მაინცდამაინც ამ ორ დღეს მაქვს ფრიად საქმიანი დღეები და სხვა დღეებში უფრო მოცლილი ვარ :). 27-ში თუ დღის პირველ ნახევარში გადაწყდება შეხვედრა, მეც შემოგიერთდებით. Deu. 08:25, 22 მაისი 2017 (UTC)
27 მაისი
- (მომხრე) ცანგალა 16:36, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) — ჯაბა 1977 16:38, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე)— დათო1010 17:44, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე)— David Nartkoshvili განხილვაწვლილი 17:54, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე)
Deu. 08:27, 22 მაისი 2017 (UTC) - (მომხრე)—--Surprizi განხილვაწვლილი 13:44, 23 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე)--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:53, 24 მაისი 2017 (UTC)
3 ივნისი
რედაქტირება- (მომხრე) ცანგალა 16:36, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) — ჯაბა 1977 16:39, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) — Mehman 97 16:51, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე)— დათო1010 17:44, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) — გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:47, 21 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე)—--Surprizi განხილვაწვლილი 13:44, 23 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე)— g. balaxaZe★ 17:12, 23 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე)--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 19:00, 23 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) — GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:27, 30 მაისი 2017 (UTC)
- (მომხრე) — Mikheil მიწერა 17:19, 2 ივნისი 2017 (UTC)
შეხვედრის ადგილი
რედაქტირებაუკვე დროა იმაზე ვიფიქროთ სად შევხვდებით და რომელ საათზე. --ჯაბა 1977 16:43, 30 მაისი 2017 (UTC)
- @გიორგი ჩუბინიძე: როგორც თავიდანვე ნათქვამი იყო ქართული უნივერსიტეტი ჯობია 12 საათზე. გიორგის მივწერე და ვნახოთ რას იტყვის--დათო1010 17:50, 30 მაისი 2017 (UTC)
(მომხრე), იქნებ მისამართი დაწეროთ. ცანგალა 15:31, 31 მაისი 2017 (UTC)
ველაპარაკე და ინფორმაციას მალე დადებს.--Surprizi განხილვაწვლილი 11:18, 1 ივნისი 2017 (UTC)
მოგესალმებით, შაბათს, 3 ივნისს, 12:00 საათზე (დრო დავითმა შეარჩია) შესაძლებელია შეკრება ქართული უნივერსიტეტის მცირე დარბაზში, პირველი კორპუსის მე-4 სართულზე. მისამართი: ილია ჭავჭაავძის გამზ. 53 ა, ბაგებთან, რუსეთის საელჩოს გვერდით, უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ტრანსპორტი: სადგურის მოედნიდან 9 და 34 ნომერი ავტობუსი, ქაშუეთის გაჩერებიდან 61 ნომერი ავტობუსი. დელისიდან 128 ნომერი მიკროავტობუსი. გელით, გისურვებთ წარმატებებს!--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:48, 1 ივნისი 2017 (UTC)
- @გიორგი ჩუბინიძე: მცირე დარბაზი ეს ისაა წინაზე სადაც ვიყავით?--დათო1010 17:30, 1 ივნისი 2017 (UTC)
შედეგი
რედაქტირებააქამდე უნდა დამეწერა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შეხვედრა შედგა. ესწრებოდნენ მომხმარებლები: Zangala, Jaba1977, Mehman97, David1010, გიორგი ჩუბინიძე, Surprizi, Giorgi Balakhadze, ასლამაზიშვილი, GiorgiXIII და MIKHEIL. შეხვედრა ძირითადად ერთმანეთთან იდეებისა და პრობლემების გაზიარების ფორმატში წარიმართა. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე, ვიკიპედიის განვითარებაზე, არსებულ პრობლემაზე, ახალ მოხალისეთა მოზიდვის გზებზე და პროექტებზე. შევჯერდით რამდენიმე საკითხზე, რომლებსაც უფრო ფართო ვიკისაზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში, თანდათან დავნერგავთ. მათ შორის:
- გადასახედი და გასაახლებელია ვიკიპედიის ზოგადი წესები, რომელთაგან ზოგიერთი ინგლისური ვიკიპედიიდან 2005-2006 წლებშია თარგმნილი. მას შემდეგ ბევრი რამ შეცვლილია, ჩვენ კი კვლავ ძველით ვხელმძღვანელობთ. შევთანხმდით, რომ ეტაპობრივად ვთარგმნოთ ეს წესები, ასევე განვაახლოთ ტუტორიალის გვერდები ახალ მომხმარებელთათვის;
- როგორც ჩანს, რედაქტირების პანელის პრობლემა გამოწვეულია რომელიღაც ადგილობრივი მედიავიკით ან სხვა სისტემური კოდით. თუ ვინმეს გაქვთ მოსაზრება, იქნებ გვეცადა გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავწყვიტეთ, მივმართოთ მეტას;
- ყველამ ერთხმად გამოთქვა აზრი, რომ არ მოგვწონს ჩვენთან დამკვიდრებული ტერმინი „რესურსები ინტერნეტში“, რადგან ჰგავს ზედმეტად ხელოვნურ ტერმინს. გამოითქვა სურვილი, რომ ამ სექციის სახელწოდება შევცვალოთ. ერთ-ერთ ვერსიად დასახელდა „ინტერნეტ-რესურსები“.
- გამოითქვა მზადყოფნა ახალი კონკურსებისათვის, რომელთა ძირითადი მიზანიც ახალ მოხალისეთა მოზიდვა უნდა იყოს. მათ შორის, ერთ-ერთ კონკურსზე შემოთავაზება გვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან.
და ბოლოს, ჩემი სუბიექტური აზრით, მსგავსი შეხვედრების სიხშირე პირდაპირ აისახება ვიკიპედიის მეგობრულ გარემოზე, შრომის ნაყოფიერებაზე, რადგან აღრმავებს წმინდა ადამიანურ ურთიერთობებს ვიკიპედიელთა შორის, რაც დამეთანხმებით, ერთობლივი საქმის კეთებისას, უმნიშვნელოვანესია. — Mikheil მიწერა 22:44, 6 ივნისი 2017 (UTC)
- კარგი ამბებია. ოდნავ ვერ მივხვდი - რედაქტორში ბეტა იგულისხმება თუ კლასიკური (პრობლემები ორივეს აქვს)? რესურსებს რაც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში, ბოტით მაგის ჩანაცვლება ადვილი იქნება. --Abandoner განხილვაწვლილი 06:10, 7 ივნისი 2017 (UTC)
- კაია. რესურსები ინტერნეტში-ს რა დაუწუნეთ, ვერ გავიგე ოღონდ :). თან ყველამ ერთხმად... ხელოვნურობა რას გულისხმობს, მაგასაც ვერ მივხვდი. Deu. 08:42, 7 ივნისი 2017 (UTC)
- ბოლომდე ვერც მე გავიგე, უბრალოდ, როგორც დამჯერი ვიკიპედიელი, მზად ვარ, ყველა ახალი პრინციპი მივიღო :) თუმცა, ბუნებრივია, ოდნავ უხერხულია ჩემი მხრიდან ამ კითხვის დასმა, ვინაიდან შეხვედრაზე საკუთარი სურვილით არ მივედი. --Abandoner განხილვაწვლილი 08:49, 7 ივნისი 2017 (UTC)
- არა, უხერხული არაა. შეხვედრაზე გადაწყვეტილებებს ხომ არ ვიღებთ, მხოლოდ განვიხილავთ და შემდეგ ვიკიპედიაში ვაზუსტებთ :). ასე რომ, თუ დასასმელია კითხვა, უნდა დაისვას. რესურსები ინტერნეტში იქნება თუ ინტერნეტ-რესურსები, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, მათ შორის ამ ორის ხელოვნურობა-ბუნებრიობაშიც რა სხვაობაა, მაგას ვერ ვიგებ : )). გინდ ერთი იყოს, გინდ მეორე. უბრალოდ გამიკვირდა პირველის დაწუნება ერთხმად და იქნებ სხვა მიზეზიც იყო გრდა ხელოვნურობისა? Deu. 09:20, 7 ივნისი 2017 (UTC)
- ბოლომდე ვერც მე გავიგე, უბრალოდ, როგორც დამჯერი ვიკიპედიელი, მზად ვარ, ყველა ახალი პრინციპი მივიღო :) თუმცა, ბუნებრივია, ოდნავ უხერხულია ჩემი მხრიდან ამ კითხვის დასმა, ვინაიდან შეხვედრაზე საკუთარი სურვილით არ მივედი. --Abandoner განხილვაწვლილი 08:49, 7 ივნისი 2017 (UTC)
- კაია. რესურსები ინტერნეტში-ს რა დაუწუნეთ, ვერ გავიგე ოღონდ :). თან ყველამ ერთხმად... ხელოვნურობა რას გულისხმობს, მაგასაც ვერ მივხვდი. Deu. 08:42, 7 ივნისი 2017 (UTC)
- კარგი ამბებია. ოდნავ ვერ მივხვდი - რედაქტორში ბეტა იგულისხმება თუ კლასიკური (პრობლემები ორივეს აქვს)? რესურსებს რაც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში, ბოტით მაგის ჩანაცვლება ადვილი იქნება. --Abandoner განხილვაწვლილი 06:10, 7 ივნისი 2017 (UTC)
ანუ ამის შემდეგ ინტერნეტ-რესურსები გამოვიყენოთ? გიო ოქრო 12:46, 7 ივნისი 2017 (UTC)
- სხვათა შორის მეც ვერ გავიგე განსხვავება სექციის სათაურის ორ ვარიანტს შორის. რაც არის ძალიან მომწონს (კიტხვები რომ არ გაჩნდეს დავაზუსტებ: დროზე ადრე დავტოვე შეხვედრა). --ჯაბა 1977 15:01, 7 ივნისი 2017 (UTC)
- მე დღეიდან უკვე დავიწყე ძველი ფორმის ნაცვლად ინტერნეტ-რესურსების გამოყენება--დათო1010 15:27, 7 ივნისი 2017 (UTC)
- ხომ არ ჩქარობ დავით? — ჯაბა 1977 15:29, 7 ივნისი 2017 (UTC)
- არ გეჩვენებათ, რომ არაბუნებრივია? „ფარშევანგი გალიაში“. ვიკიპედია — ენციკლოპედია ინტერნეტში თუ ინტერნეტ-ენციკლოპედია? — Mikheil მიწერა 17:19, 7 ივნისი 2017 (UTC)
მე ალბათ ასტრალში ვარ და რაღაცას ვერ ვხვდები.... მიხეილის ზემოთ დაწერილი კი დგას 9 ვიკიპედიელის თანხმობაზე.--Surprizi განხილვაწვლილი 17:33, 7 ივნისი 2017 (UTC)
მე მგონია რომ რესურსები ინტერნეტში უფრო კარგი ფორმაა, ვერანაირ ხელოვნურობას ვერ ვხედავ მასში. რაც შეეხება 9 ვიკიპედიელის თანხმობას. თქვენ შეთანხმდით რომ ასე სჯობს, მაგრამ ზოგადად ასეთი რმაეები აქ წყდება. აქვე კითხვა მაქვს ყველგან უნდა შეიცვალოს ამ სექციის სათაური? --ჯაბა 1977 17:56, 7 ივნისი 2017 (UTC)
- (მომხრე)-უნდა შეიცვალოს-Surprizi განხილვაწვლილი 03:04, 8 ივნისი 2017 (UTC)
- (მომხრე) მეგობრებო, ენათმეცნიერების ინსტიტუტის რამდენიმე თანამშრომელს ვკითხე ამ საკითხზე და გვირჩიეს ინტერნეტრესურსები, დეფისი არაა საჭირო, ეს ერთი სიტყვააო. მეც ცვლილებას ვუჭერ მხარს, ოღონდ დეფისის გარეშე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:20, 8 ივნისი 2017 (UTC)
- (მომხრე) ვარ მეც. — Mehman 97 15:44, 8 ივნისი 2017 (UTC)
კომენტარი: - კარგი იქნება, თუ მოვიშლით ამ დეფისის გამოყენება სახელწოდებებში, სადაც არ არის საჭირო (საკუთარ თავსაც ვგულისხმობ) http://ena.ge/orthography-online?ls=YTozOntzOjEwOiJzZWFyY2hXb3JkIjtzOjIyOiLhg57hg6Dhg5Thg6Et4YOZ4YOd4YOcIjtzOjk6ImZvcm10VHlwZSI7czoxMToid3JvbmcycmlnaHQiO3M6OToidmlldy1mYWNlIjtzOjU6InRhYmxlIjt9 - მაგალითად, ამის მოძიება დამჭირდა პრინსის სტატიის დამუშავებისას და საბოლოოდ მივხვდი, რომ მანამდე არასწორად ვიყენებდი. თუ სწორია, სწორად ვწეროთ. --Abandoner განხილვაწვლილი 15:51, 8 ივნისი 2017 (UTC)
ვუდ 2017: დაჯილდოვების ცერემონია
რედაქტირებაძვირფასო კოლეგებო! 2017 წლის 15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, დავაჯილდოვებთ „ვუდ 2017-ის“ გამარჯვებულებს. დაინტერესებულებმა გთხოვთ მობრძანდეთ. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1. (პ.ს. რუსთაველის მეტროსადგურით ნუ ისარგებლებთ, უდუმაშვილის აქცია გაიმართება და შეიძლება შეფერხება იყოს გამოსვლისას ან მოძრაობაში). მადლობა ყურადღებისთვის --Mehman 97 22:13, 13 ოქტომბერი 2017 (UTC)