ვიკიპედია:სტატიის ოსტატი/საიტის მნიშვნელობა

3. მნიშვნელობა
4. წყაროები
5. შიგთავსი
6. დასასრული
მნიშვნელობა
საგანი ან თემა სავარაუდოდ არის მნიშვნელოვანი, თუ ის საკმარისად დაწვრილებითაა აღწერილი დამოუკიდებელ ავტორიტეტულ წყაროებში.
ვიკიპედია:რელევანტურობა

საიტების ძალიან მცირე რაოდენობაა ვიკიპედიაში შეტანის ღირსი. ასეთებს განეკუთვნება ბლოგები, ფორუმები, ონლაინ-მაღაზიები, პორტალები და მისთ. — შემდეგში მოვიხსენიოთ, როგორც „ვებ-კონტენტი“.

ვიკიპედიაში შესატანად ვებ-კონტენტი უნდა აკმაყოფილებდეს მნიშვნელობის ზოგად კრიტერიუმს (უნდა იყოს საკმარისად დაწვრილებით აღწერილი დამოუკიდებელ ავტორიტეტულ წყაროებში). ასეთ წყაროებს, როგორც წესი, განეკუთვნება ბეჭდვითი და ელექტრონული ჟურნალ-გაზეთები საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ, ასევე სპეციალიზებული წყაროები. გარდა ამისა, სტატია ინტერნეტ-პროექტის შესახებ შეიძლება შეიქმნას, თუ შესრულდება ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც. ეს კრიტერიუმები პროექტის შესახებ ავტორიტეტული წყაროების არსებობის ან მომავალში მათი გამოჩენის ალბათობას ზრდის:

  • საიტს მინიჭებული აქვს ავტორიტეტული ჯილდოები;
  • საიტი შედის მონახულების მიხედვით მსოფლიოს TOP100 საიტის სიაში alexa.com-ის მიხედვით (იმ საიტების გამოკლებით, რომლებიც წარმოადგენს იმ ორგანიზაციების ოფიციალურ საიტებს, რომლებიც უკვე შეტანილია ენციკლოპედიაში ან წარმოადგენსსხვაენოვან ვერსიას ინტერნეტ-პროექტისა, რომელიც ასევე წარმოდგენილია ვიკიპედიაში. მიუხედავად ამისა, სტატია ამგვარი ინტერნეტ-პროექტის შესახებ შეიძლება დაიწეროს ენციკლოპედიაში, თუ დააკმაყოფილებს სხვა კრიტერიუმებს ან რელევანტურობას).

სტატია საიტის შესახებ აუცილებლად უნდა შეიცავდეს იმის მტკიცებულებას, რომ საიტი აკმაყოფილებს მოყვანილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, მაგალითად, „სქოლიოს“ განყოფილებაში ბმულის სახით.

ინტერესების კონფლიქტი და რეკლამა

თუ თქვენ მჭიდროდ ხართ დაკავშირებული იმ საიტთან, რომლის შესახებაც წერთ სტატიას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ინტერესების კონფლიქტს და თქვენ გაგიძნელდებათ ნეიტრალური, კარგი და ენციკლოპედიური სტატიის დაწერა, რომელიც რეკლამად არ ჩაითვლება — ხოლო რეკლამა წესების მიხედვით აკრძალულია. ამასთან ერთად, თუ თქვენი სტატია იქნება რეკლამის მსგავსი ან არ უპესუხებს ზემოთ მოყვანილ მნიშვნელობის კრიტერიუმებს, იგი სწრაფადვე წაიშლება.


თქვენი სტატია პასუხობს მნიშვნელობის მოთხოვნებს?