ვიკიპედია:სტატიის ოსტატი/რეკლამა
მნიშვნელობა |
---|
საგანი ან თემა სავარაუდოდ არის მნიშვნელოვანი, თუ ის საკმარისად დაწვრილებითაა აღწერილი დამოუკიდებელ ავტორიტეტულ წყაროებში. |
— ვიკიპედია:რელევანტურობა |
მადლობას გიხდით სტატიების ოსტატის გამოყენებისთვის!
თუ თქვენ მჭიდროდ ხართ დაკავშირებული იმ ობიექტთან, რომლის შესახებაც წერთ სტატიას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ინტერესების კონფლიქტს და თქვენ გაგიძნელდებათ ნეიტრალური, კარგი და ენციკლოპედიური სტატიის დაწერა, რომელიც რეკლამად არ ჩაითვლება. ამასთან ერთად, თუ თქვენი სტატია იქნება რეკლამის მსგავსი ან არ უპესუხებს ზემოთ მოყვანილ მნიშვნელობის კრიტერიუმებს, იგი მალევე წაიშლება.
- ხელახლა გადახედეთ თქვენს განზრახვებს. ვიკიპედია — არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება საქონლის, მომსახურებისა და ვებ-საიტების პოპულარიზაცია. თუ თქვენ აქ იმისთვის ხართ მოსული, რომ დაწეროთ სტატია იმ პროდუქტის შესახებ, რომლის შესახებაც ჯერ არავის სმენია ან მოყვეთ თუ რამდენად წარმოუდგენელი და შესანიშნავია რაღაც — მაშინ თქვენ მისამართი შეგშლიათ.
- არ დაწეროთ სტატია თქვენს პროდუქტსა თუ ვებ-საიტზე. საერთოდ ადამიანი ქმნის ახალ სტატიას თავისი ქმნილების შესახებ იმიტომ, რომ მას ჯერ არ მიუპყრია სხვისი ყურადღება. სწორედ ამიტომ იჩენს თავს ინტერესების კონფლიქტი, ამგვარი სტატიები კი იშლება. ვიკიპედიაში მართლაც არსებობს სტატიები პოპულარულ პროდუქტებისა და ვებ-საიტების შესახებ, მაგრამ ვიკიპედიის გამოყენება მათი პოპულარიზაციისთვის — დაუშვებელია.