ვიკიპედია:სტატიის ოსტატი/საგანი
თქვენი სტატია უკვე ხომ არ არსებობს ?
ქართულენოვან ვიკიპედიაში უკვე არის 176 535 სტატია, რომელიც აღწერს მრავალ ობიექტსა თუ მოვლენას. სტატიის დაწერამდე უმჯობესი იქნება, თუ გადახედავთ, ხომ არ არსებობს უკვე ამ თემაზე სტატია. თუ თქვენ სასურველი ობიექტი სხვა სახელის ქვეშ იპოვეთ, შეგიძლიათ, შექმნათ გადამისამართება.
არის თუ არა სტატიის საგანი მნიშვნელოვანი?
იცოდით, რომ… |
---|
სტატიები, რომლებიც არ პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს, მალევე იშლება. თუ არ გსურთ, რომ თქვენი სტატია წაიშალოს, ყურადღებით გაეცანით კურსის მითითებებს და წერეთ ხარისხიანი სტატიები. |
ერთ რამეს შეგახსენებთ — ვიკიპედია არის ენციკლოპედია. აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ თუ თქვენთვის საინტერესო საგანზე სტატია არ არსებობს, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს ენციკლოპედიაში. რა თქმა უნდა, ვიკიმედია არ არის ქაღალდის ენციკლოპედია, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ცოდნის გაცილებით ფართო სპექტრის წარმოდგენა.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ დაწერთ სტატიებს:
- საკუთარ თავზე;
- თქვენს მეგობრებზე;
- საკუთარ მუსიკალურ ჯგუფზე;
- საკუთარ საიტზე;
- საკუთარ ფირმაზე;
სავარაუდოდ, ამგვარი სტატიები მალევე წაიშლება.
ახლა კი გავაგრძელოთ სტატიის დაწერის კურსი.