ვიკიპედია:სტატიის ოსტატი/ფირმის მნიშვნელობა

3. მნიშვნელობა
4. წყაროები
5. შიგთავსი
6. დასასრული
მნიშვნელობა
საგანი ან თემა სავარაუდოდ არის მნიშვნელოვანი, თუ ის საკმარისად დაწვრილებითაა აღწერილი დამოუკიდებელ ავტორიტეტულ წყაროებში.
ვიკიპედია:რელევანტურობა

მნიშვნელობა

ვიკიპედიაში განთავსების ღირსი ძალიან ცოტა კომპანია და ორგანიზაციაა. მსოფლიოში მილიონობით კომპანიაა, მაგრამ მათგან არაუმეტეს 0,1%-ია ვიკიპედიისთვის მნიშვნელოვანი.

ვიკიპედიისთვის კომპანია უნდა შეესაბამებოდეს მნიშვნელობის ზოგად კრიტერიუმს. მნიშვნელობის ზოგადი კრიტერიუმის მიხედვით, საგანი სავარაუდოდ მნიშვნელოვანია, თუ იგი საკმარისად დაწვრილებითაა აღწერილი ავტორიტეტულ წყაროებში, როგორებიცაა გაზეთები, ჟურნალები, სამეცნიერო სტატიები, წიგნები და ა.შ. უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ ვიკიპედია:მნიშვნელობა (ინგლ.). გირჩევთ, ასევე შეამოწმოთ კომპანია პროექტის შესაბამისად კომერციული ორგანიზაციების მნიშვნელობის წესი კერძო კრიტერიუმების (რუს.) შესახებ, რათა წესების შესაძლო ცვლილების შემთხვევაში სტატიის საგანს ვიკიპედიის წესების მიხედვით არ ჩამოერთვას მნიშვნელოვნება და სტატია არ წაიშალოს.

ინტერესთა კონფლიქტი და რეკლამა

თუ თქვენ მჭიდროდ ხართ დაკავშირებული კომპანიასთან, რომლის შესახებაც აპირებთ სტატიის დაწერას, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს, და თქვენ გაგიჭირდებათ კარგი, ნეიტრალური და ენციკლოპედიური სტატიის დაწერა. თქვენ გაგიჭირდებათ დაწეროთ სტატია არასარეკლამო სტილში — ხოლო რეკლამა, წესების მიხედვით, აკრძალულია. ამიტომ, თუ თქვენი წვლილი რეკლამას ჰგავს ან არ პასუხობს მნიშვნელობის კრიტერიუმებს, სავარაუდოდ, იგი სწრაფადვე წაიშლება. ამ შემთხვევაში საუკეთესო რჩევაა — არაფერი მოიმოქმედოთ: თუ თქვენი ორგანიზაცია მნიშვნელოვანია, ვიღაც მის შესახებ, ადრე თუ გვიან, დაწერს სტატიას. მანამდე თქვენ შეგიძლიათ, დაწეროთ სხვა სტატია — მაგალითად, იმ სფეროს შესახებ, რომელსაც თქვენი კომპანია განეკუთვნება.


თქვენი ორგანიზაცია პასუხობს მოთხოვნებს?