ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია
- ✔ რჩეული გახდა 02/21/2014
- (ნომინაცია) ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემაა და რაც უფრო ბევრი რჩეული სტატია გვექნება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მით უკეთესი იქნება. ველი შენიშვნებს — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:33, 23 სექტემბერი 2011 (UTC)
(მოიცადეთ)ჯერ სათაურზე უნდა შევთანხმდეთ და მივიდეთ ერთ აზრამდე. Deu aw 18:41, 23 სექტემბერი 2011 (UTC)- კომენტარი: მშვენიერი სათაურია. დოქტრინაში მრავალი სათაურით გვხვდება ეს კონსტიტუცია, მათ შორის, ამ სახელითაც. შესაბამისად, სტატიის სათაური სწორია, მასში არაფერი ზედმეტი არ წერია. რესპუბლიკას ერქვა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ და კონსტიტუციასაც დავარქვი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“. მართალია, კონსტიტუციის ოფიციალური სახელია „საქართველოს კონსტიტუცია“, მაგრამ ამ სტატიას მაგ სათაურს ვერ დავაქმევთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:46, 23 სექტემბერი 2011 (UTC)
- კომენტარი: ნოდარ, თუ შეიძლება, გაითვალისწინე, რომ ეს გვერდი კენჭისყრისთვისაა და არა დისკუსიისათვის. არგუმენტები და დისკუსია განხილვის გვერდზე. Deu aw 04:22, 24 სექტემბერი 2011 (UTC)
- (მომხრე) წავიკითხე სტატია და ძალიან მომეწონა, ამომწურავადაა გაშუქებული ყველაფერი. — მიხეილ (მომწერე) 18:41, 24 სექტემბერი 2011 (UTC)
- (მომხრე) სტატიაც მომწონს და სათაურიც. --ჯაბა ლაბა 17:28, 25 სექტემბერი 2011 (UTC)
(მოიცადეთ)სათაური ამ დრომდე სადაო.--Rastrelli F 13:57, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)
(ნომინაცია)ვფიქრობ, რომ სტატია კარგად არის დაწერილი, შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს და იმსახურებს რჩეულობას. სიმბოლური იქნება, თუ სტატიას რჩეულად ავირჩევთ თებერვალში და 21 თებერვალს გავიტანთ მთავარ გვერდზე, რადგან იგი მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:38, 31 დეკემბერი 2013 (UTC)(მომხრე)მე მომწონს და მოხარული ვიქნები თუ თებერვლის ბოლოს მთავარ გვერდზე ვიხილავთ. --JABA 1977 11:20, 31 დეკემბერი 2013 (UTC)- (მომხრე) იმსახურებს, 21 თებერვლის იდეაც მომწონს--შოთა [UT] 15:31, 31 დეკემბერი 2013 (UTC)
- (მომხრე)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:01, 31 დეკემბერი 2013 (UTC)
- (მომხრე)--Saliner ✉ 10:34, 5 იანვარი 2014 (UTC)
- (მომხრე)--სულხან ქვიშხელი განხილვაწვლილი 10:06, 22 იანვარი 2014 (UTC)
- (მომხრე). - ოთოჯი განხილვა 16:42, 23 იანვარი 2014 (UTC)
(მოიცადეთ)დადებითი ხმები ვინც მიეცით, რამდენმა თქვენგანმა გადახედა სტატიის განხილვის გვერდს, რომელიც ნოდარმა დამალა? სტატიის სახელწოდება სადავოა და ერთი აზრი არაა ვიკიპედიელებს შორის. სანამ სტატიის სათაური სადავოა, მისი რჩეულობა უხერხულია. ჯერ უნდა გადაწყდეს სათაურის საკითხი ან ერთი ან მეორე პოზიციის სასარგებლოდ და მერე შეიძლება ხმის მიცემა. Deu. 17:04, 23 იანვარი 2014 (UTC)- (მომხრე) Matthew92 განხილვაწვლილი 13:33, 26 იანვარი 2014 (UTC)
- (მომხრე) ის მიზეზი, რა მიზეზითაც თავს ვიკავებდი — სადავო სათაური — აღარ არსებობს კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. მოვუწოდებ Rastrelli F-ს, გადახედოს თავის შეფასებას შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე. Deu. 20:07, 1 თებერვალი 2014 (UTC)
- (მომხრე) Rastrelli F 11:11, 2 თებერვალი 2014 (UTC)
- (მომხრე) - უდაოდ. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 01:49, 11 თებერვალი 2014 (UTC)
სტატიის სახელწოდებასთან დაკავშირებული დახურული განხილვის სანახავად დააჭირეთ „ჩვენებას“.
აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
- კომენტარი:. მე მახსოვს ის ვრცელი განხილვა. თუ ასეა, მიზანშეწონილია თუ ვიტყვით, რომ სტატია არ უნდა წამოყენებულიყო საერთოდ რჩეულის სტატუსის მისაღებად და მაშინვე უნდა მიგვეღო ზომები. ხმის მიცემა აკრძალული არ არის, თან მაშინ როდესაც სტატია გამოტანილია აქ. აქ სტატიები იმისთვისაა, რომ ხმები მივცეთ, დადებითია თუ უარყოფითია ეს სხვა საკითხია. ამოვიღოთ აქედან ეს გვერდი თუ ასე თვლის საზოგადოება. დავიწყოთ ახალი განხილვა სტატიის გვერდზე. დავუტოვოთ შეტყობინება ნოდარს. - ოთოჯი განხილვა 17:28, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: მე ვფიქრობ სტატია ფასდება არა სათაურით, არამედ შინაარსით და სტატიის სათურზე გამოკიდება ამ შემთხვევაში ვგონებ ზედმეტია. პ.ს. კიდეც გადავხედე და აქტიურადაც ვიყავი ჩართული მაგ განხილვაში. --JABA 1977 17:38, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: ხმის მიცემა არავისთვის ამიკრძალავს . თუმცა, მგონია, რომ რჩეულ სტატიას არ უნდა ჰქონდეს არანაირი პრობლემა, არც სათაურთან და არც შინაარსთან დაკავშირებით. Deu. 17:45, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: ახლა აღმოვაჩინე, რომ ეს სტატია ადრეც ყოფილა წამოყენებული კანდიდატად. ნოდარმა, როგორც ადმინისტრატორმა, წაშალა მთლიანად ეს კენჭიყრა (რაც დარღვევაა) და ხელახლა წამოაყენა კანდიდატი, რითაც უგულებელყო სხვა მომხმარებლების მიერ მიცემული ხმები. აღვადგენ ახლავე წინა ვერსიებს და იმ მომხმარებლების ხმებსაც, ვისიც წაიშალა. Deu. 17:56, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: საინტერესოა რას ემსახურება ამდენი კვლევა-ძიება? --JABA 1977 18:00, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: სამართლიანობას. აღდგა მომხმარებლების მიერ მიცემული და შემდგომში უგულებელყოფილი ხმები. ასევე გამოვაჩინე დამალული განხილვის გვერდი, რათა განვიხილოთ და საბოლოოდ გადავწყვიტოთ თებერვლამდე სტატიის სათაურთან დაკავშირებული პრობლემა. შემდეგ კი პირადად ჩემი ხმა გარანტირებული აქვს სტატიას. Deu. 18:02, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: გთხოვთ, გამოთქვათ აზრები და გადავწყვიტოთ დემოკრატიულად სათაურის საკითხი, შემდეგ კი მგონი პრობლემა არ იქნება რჩეულობისათვის. Deu. 18:12, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: — ვისაც არ მოსწონს სტატია, მისცეს „არა“, ხოლო ვისაც მოსწონს, მისცეს „კი“. ეს ეხება სათაურსაც. სტატია მოვხსენი ადრე რჩეულობიდან და ამის სრული უფლება მქონდა, რადგან არსად არის ასეთი რამ აკრძალული. წამოყენებაც ჩემი სრული უფლებაა და ერთი თვითნება მომხმარებლის სტატიის ახალი კენჭისყრა არ უნდა ჩაიშალოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც არ თვლის, რომ სტატია რჩეული უნდა გახდეს, დააფიქსიროს „არა“. ერთი მომხმარებლის განსხვავებული აზრი სტაიას „ვეტოდ“ არ ედება. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:19, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: განხილვაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, ნუ შლი კომენტარებს. Deu. 18:25, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: — სტატია ხელახლა იქნა წამოყენებული კანდიდატად და ვისაც კომენტარის დაწერა მოესურვება, შეუძლია დაწეროს თავისუფლად ახალი კენჭისყრის ფარგლებში. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:27, 23 იანვარი 2014 (UTC)
- ახლა გავერკვიე სიტუაციაში. იქიდან გამომდინარე, რომ წინა კენჭისყრის შემდეგ სტატიაში არაფერი შეცვლილა, ზოგიერთი მომხმარებლის ხმის გაუქმება არასწორად მიმაჩნია. აღდგეს ის ძველი განხილვა და პლუს ამ კონკრეტული კენჭისყრიდან ახლების ხმები დაემატოს. რამე პრობლემაა? — მიხეილ მიწერა 18:38, 23 იანვარი 2014 (UTC)
- აღვადგენ და იმედია აღარ წაშლის. სხვათა შორის, ახალი კომენტარებიც წაიშალა... აღარ წაიშალოს, მე ჩხუბის თავი არ მაქვს, დაკა-დაკას დრო წავიდა ვიკიპედიაში. Deu. 18:43, 23 იანვარი 2014 (UTC)
- ახლა გავერკვიე სიტუაციაში. იქიდან გამომდინარე, რომ წინა კენჭისყრის შემდეგ სტატიაში არაფერი შეცვლილა, ზოგიერთი მომხმარებლის ხმის გაუქმება არასწორად მიმაჩნია. აღდგეს ის ძველი განხილვა და პლუს ამ კონკრეტული კენჭისყრიდან ახლების ხმები დაემატოს. რამე პრობლემაა? — მიხეილ მიწერა 18:38, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: მიხეილ, სტატიის მოხსნას არც ერთი წესი კრძალავს (თუ კი, მიმითითეთ). არც სტატიის ხელახალი წამოყენება იკრძალება და ხელახალი წამოყენება არ ნიშნავს ძველი კენჭსყრის გაგრძელებას. შესაბამისად, თავისი მოსაზრებები ყველამ უნდა წამოაყენოს ახალი კენჭისყრის ფარგლებში, რა თქმა უნდა, თუ ეს სურთ. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:45, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: ნოდარ, ნუ შლი კომენტარებს. კომენტარები არ იშლება, ეს ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილია. გარდა ამისა, ნომინატორის უფლება არაა, ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატი, ამავე დროს ნომინაციის უფლება სხვასაც აქვს და ნომინაციის შემდეგ ერთობლივი განხილვა მიმდინარეობს. ამას გარდა, ვიკიპედიაში არცერთი მნიშვნელოვანი განხილვა არ იშლება (საუბარი არ მაქვს ამოშლაზე), ესეც ოფიციალური პოლიტიკის ნაწილია და სწორედ ამ მიზნით ვინახავთ წაშლილი გვერდების განხილვებს, ამავე მიზნით ვინახავთ რჩეულის კანდიდატად წარდგენილი და ჩავარდნილი სტატიის კენჭისყრასაც. როდესაც შლი კომენტარებს (სხვათა სორის არა მარტო ძველს, არამედ ახალსაც), არღვევ ვიკიპედიის ოფიციალურ პოლიტიკას. ოფიციალური პოლიტიკის დარღვევისათვის ადმინისტრატორები, მოგეხსენება, ვბლოკავთ მომხმარებლებს, მაგრამ შენ ადმინისტრატორი ხარ და არ ვიკადრებ შენს დაბლოკვას! ძალიან გთხოვ, შეწყვიტე ასეთი ქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები სტიუარტები ჩავრთო საქმეში, რაც ძალიან არ მინდა. Deu. 18:54, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კარგით რა. ეგრე არც ერთი წესი არ მიკრძალავს მე, რომ ახლა ავდგე და ყველა ნომინირებული სტატია მოვხსნა კანდიდატებიდან. იყო ასეთი მოხსნების პრეცენდენტი (ნომინანტების მიერ) ადრე რამდენიმეჯერ და მაშინ ყველა მათგანი აღვადგინეთ. ნომინანტს (ან თუნდაც ავტორს) არანაირი განსაკუთრებული უფლება არ აქვს კენჭისყრისას.--Tornike 18:56, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: ყველა ნომირირებული სტატიისთვის დავლა და მოხსნა, ზუსტადაც რომ იკრძალება, ვანდალიზმია. ჩემს ქმედებაში კი არსად არ არის ვანდალიზმის ნიშნები. Nodar Kherkheulidze განხილვა 19:01, 23 იანვარი 2014 (UTC)
- სიტყვა ყველაში ნებისმიერი ვიგულისხმე. ვიკიპედიაში არავის არაფერი ეკუთვნის. თქვენ თუ თქვენი ნომინირებულის ერთპიროვნულად მოხსნა შეგიძლიათ, მაშინ ჩემი ნომინირებულის მოხსნის უფლებაც გქონიათ. ეგ არ არის ვანდალიზმი? ყოველ შემთხვევაში, შორს ვერ წავალთ ასე. რედაქტირების ომს მოეშვით და ფორუმზე ან განხილვის გვერდზე გაიტანეთ საკითხი. ბოლო-ბოლო ორივე ადმინი ხართ.--Tornike 19:07, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: საქმე ის არის, რომ დათო, როგორც არაერთხელ, იჩენს ბოღმიანობას, რადგან არ უყვარს, როდესაც ვიღაცის მიერ შექმნილი სტატია მის რჩეულ სტატიებს უწევს კონკურენციას. საქმე ძალზე მარტივია — არსებობს განხილვის გვერდი, სადაც საკმარისადაა დაფიქსირებული პოზიციები. მომხმარებელს ისღა დარჩენია, რომ გაეცნოს განხილვის გვერდს და ამის საფუძველზე დააფიქსიროს საკუთარი აზრი — კი ან არა. დათო ყველანაირად ცდილობს, რომ გაწელოს კენჭისყრის პროცედურა. Nodar Kherkheulidze განხილვა 19:10, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კომენტარი: ნოდარ, რატომ შლი მაგალითად, ჩემს კომენტარებს ? პირველ რიგში, როგორც ადმინისტრატორს ისე მაინტერესებს. - ოთოჯი განხილვა 19:33, 23 იანვარი 2014 (UTC)
- მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორისგან გაფრთხილება მივიღე, ვეცდები, აღარ ვიკამათო. რაც შეეხება წაშლას, ერთ-ერთ ზედა კომენტარში მიწერია, რომ კენჭისყრა ხელახალი წამოწყებულია და არა ძველის გაგრძელება, ამიტომ ძველი ხმები აქ ავტომატურად არ გადმოდის, ხოლო ვისაც ახლის დაფიქსირება სურს, ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია ახალი კენჭისყრის ფარგლებში. ჩემი აზრი არ განსხვავდება იმისგან, რაც უკვე დავწერე აქ კომენტარების სახით. ასე, რომ ვეცდები, აღარ ჩავერიო განხილვაში. Nodar Kherkheulidze განხილვა 19:38, 23 იანვარი 2014 (UTC)
ხმები არ მიგულისხმია, ვიგულისხმე ჩემი კომენტარი რჩეულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. რატომ წაშალა ერთმა ადმინისტრატორმა მეორე (ჩემი) ადმინისტრატორის (თუნდაც) კომენტარი იმ გვერდიდან, რომელიც მნიშვნელოვანია მთავარი გვერდისთვის ?. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს გვერდი მნიშვნელოვანია მთავარი გვერდისთვისაც. რა უფლებით წაშალე ჩემი კომენტარი, მაინტერესებს ?. - ოთოჯი განხილვა 19:44, 23 იანვარი 2014 (UTC)
- თუ ახალ კენჭისყრასთან დაკავშირებული კომენტარი წამეშალა, ბოდიშს მოვიხდი, თუმცა ეს დათოს დამსახურებით მოხდა. თუკი წაიშალა ძველი კენჭისყრის დროს დაწერილი კომენტარი, ამასთან დაკავშირებით პასუხი უკვე გაცემული მაქვს. რაც შეეხება ადმინისტრატორ-არაადმინისტრატორობას, ჩემი მოქმედებები არ არის დაკავშირებული ადმინისტრატორის სტატუსთან, ვმოქმედებ როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:04, 23 იანვარი 2014 (UTC)
- პირდაპირ და პიროვნულ დაპირისპირებებს მე პირადად აღარ დავუშვებ აქ. მეყოფა მეც და თქვენც. ნოდარ, კარგად იცი, რომ არაფრის წაშლა არ არის მიზანშეწონილი ასე ხელის ერთი მოსმევით. ნუ დაგავიწყდება, რომ აქ ხალხი მუშაობს, ისინი აფიქსირებენ ხმებს, მოსაზრებებს. ამ დროს გამოჩნდი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაშალე ყველაფერი. საუბარია აქ დღეს დაწერილ კომენტარებზე, რომელიც შე წაშალე, თუნდაც ჩემი კომენტარი, რისი უფლებაც არ გაქვს. ჩვენ ვცდილობდით, რომ სტატია რჩეული გამხდარიყო, მივეცით მას ხმები, შენ როგორც სტატიის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი უნდა დაუმტკიცო საზოგადოებას, რომ შენი ვარიანტი სათუარისა არის მართებული (მე ასე მოვიქცეოდი), თორემ აქ რედაქტირების ომით ვის რას უმტკიცებთ, ან შენ ან დათო ? არაფერს. მე როგორც ადმინისტრატორი მოვითხოვ, რომ აღდგეს გვერდის წინა ვერსია, მე არ დავიწყებ შენთან რედაქტირების ომს, მიეცი საშუალება, რომ აღდგეს გვერდი. შემდეგ, დაიწყე ახალი განხილვა უშუალოდ სტატიის გვერდზე, ჩაერთვება საზოგადოება და ერთობლივად მივალთ კონსენსუსამდე. მე შენს ადგილზე სწორედ ასე მოვიქცეოდი. - ოთოჯი განხილვა 20:11, 23 იანვარი 2014 (UTC)
- თუკი განხილვის გვერდს გაცნობილხარ, ჩემს არგუმენტაციას ნახავდი, ანუ სათაურის მართებულობის დამტკიცების კრიტერიუმი შესრულებული მაქვს. სტატიის რჩეულად გახდომასთან დაკავშირებით, სულ სხვა რაღაცას ვხედავ — ვხედავ იმას, თუ როგორ ცდილობს ერთი მომხმარებელი წყალში ჩაყაროს სხვათა ხმები მაშინ, როდესაც შეუძლია მარტივად დააფიქსიროს უარყოფითი პოზიცია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველაფერი კენჭისყრით წყდება და არა ერთი თვითნება მომხმარებლის კაპრიზებით, აგრეთვე „ჰმმ“ სტატიის რჩეულად გახდომაზე ვეტოს დადებას არ ნიშნავს, თუმცა, როგორც ვატყობ, ამ სტატიას არჩევა მაინც არ უწერია, მიუხედავად იმისა, რომ სრულად აკმაყოფილებს რჩეული სტატიისადმი მოთხოვნილ ყველა კრიტერიუმს. რაც შეეხება გვერდის აღდგენას, მე არ მივიღებ დათოს მიერ ამ ცვლილებას, რადგან იგი კონფლიქტის ერთ-ერთი მხარეა და მისი გადაწყვეტილება სუბიექტური იქნება. თუკი მესამე, დამოუკიდებელი მხარე (მაგალითად, შენ ან მიხეილი) ჩათვლის საჭიროდ, რომ გვერდი უნდა აღდგეს, მაშინ მას (ვგულისხმობ მესამე მხარეს) შეუძლია აღადგინოს გვერდი და ასეთი დამოუკიდებელი მხარის გადაწყვეტილებას დავემორჩილები. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:18, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კეთილი. დღეს უკვე შემეკითხეს ამ განხილვის შესახებ და ვთქი კიდევაც, რომ განხილვას კარგად ვიცნობ და მახსოვს. გახლეჩილია ორ ნაწილად ეს საკითხი. ეს არის პრობლემა. რაც შეეხება ამ კონკრეტული გვერდის აღდგენას, ვთხოვ ვიკიპედიის ბიუროკრატებს მიშას ან მელბერგს დააბრუნონ გვერდი წინა ვერსიაზე და აგრეთვე, გთხოვთ, დახუროთ განხილვა. მადლობთ. - ოთოჯი განხილვა 20:27, 23 იანვარი 2014 (UTC)
- ვეთანხმები ოთოჯის. ბიუროკრატებმა აღადგინონ ძველი ვერსია. ხოლო ნოდარს ვთხოვ მომავალში გაითვალისწინოს, რომ ვიკიპედიის გვერდებზე არაფერი წაშალოს.--ცანგალა (გ) 20:38, 23 იანვარი 2014 (UTC)
- კეთილი. დღეს უკვე შემეკითხეს ამ განხილვის შესახებ და ვთქი კიდევაც, რომ განხილვას კარგად ვიცნობ და მახსოვს. გახლეჩილია ორ ნაწილად ეს საკითხი. ეს არის პრობლემა. რაც შეეხება ამ კონკრეტული გვერდის აღდგენას, ვთხოვ ვიკიპედიის ბიუროკრატებს მიშას ან მელბერგს დააბრუნონ გვერდი წინა ვერსიაზე და აგრეთვე, გთხოვთ, დახუროთ განხილვა. მადლობთ. - ოთოჯი განხილვა 20:27, 23 იანვარი 2014 (UTC)
აღდგენილია. დაპირისპირებულ მხარეებს ვთხოვ, თავი შეიკავონ სიტუაციის ხელახლა გამწვავებისგან, ეცადეთ ამ გვერდზე მხოლოდ „ჰო“ ან „არა“ თარგები გამოიყენოთ. — მიხეილ მიწერა 21:04, 23 იანვარი 2014 (UTC)