ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/მოსკოვის ისტორია
ამ გვერდზე განთავსებულია ქართული ვიკიპედიის რჩეული სტატიის კანდიდატი.
განხილვის შედეგად შესაძლებელია სტატია რჩეულად აირჩეს ან გაიგზავნოს დასამუშავებლად. |
განხილვის წესები
|
- (ნომინაცია) - ვფიქრობ, ნომინაციებს აკმაყოფილებს და სულ ცოტა განხილვას მაინც იმსახურებს. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 17:17, 26 თებერვალი 2021 (UTC)
- ცალსახად ნაადრევია. სტატიაში არსებობს უზარმაზარი სექციები, რომლებშიც წყაროები არ არის მითითებული. ტექნიკურადაც გასამართია.--— Melberg მიწერა 17:38, 26 თებერვალი 2021 (UTC)
- სხვა ზემოთ არსებული შენიშვნის გარდა, ოკუპაციის 100 წლის იუბილეზე მოსკოვის ისტორიის რჩეულობის კანდიდატად წამოყენება უბრალოდ რატომ... არ მესმის.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:53, 26 თებერვალი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) სტატიამ რომ რჩეულის სტატუსი დააკმაყოფილის აქამდე ბევრი უკლია ძალიან. ამ ეტაპზე გამორიცხულია. საწინააღმდეგო ხმას პრაქტიკულად არც ვიყენებ აქ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ ზუსტად ეს ხმაა სწორი გადაწყვეტილება. --Wiki - ჯაბა 16:52, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) სტატია მთლიანად მარტო ლიტერატურასა და ინტერნეტ რესურსებს ეყრდნობა. თუ რომელიმე ენიდან (თუმდაც რუსულიდან) არის ნათარგმნი, იქ მოცემული სქოლიო მაინც გადმოეტანა ფაქტების დამტკიცების მიზნით. --Mehman 97 21:01, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- (წინააღმდეგი) ამ შემთხვევაში სრულიად ვეთანხმები მეჰმანს, ამ ზომის სტატიას რომ სქოლიო არ ექნება არაა კარგის ნიშანი :), სქოლიოს დამატებისა და გარკვეული ცვლილებების შემდეგ სტატიაში, დაფიქრება შეიძლება :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:43, 3 მარტი 2021 (UTC)
გმადლობთ ყველას, ვიკიპედიის მეგობრებო თუ თანამშრომლებო (არ ვიცი რა გიწოდოთ, უბრალოდ), თქვენი კომენტარებისათვის. მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, იმედია, ადგილი სწორად შევარჩიე ამისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ მაინტერესებდა - როგორ დავდო სტატია რჩეულის კანდიდატებში და უბრალოდ, მოვსინჯე და გამომივიდა. მაპატიეთ, თუ შეგაწუხეთ და დრო დაგაკარგვინეთ.
- 1. ბატონო Melberg, თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად ამიხსნათ - რას გულისხმობთ "ტექნიკურ გამართულობაში" - თქვენც სქოლიოს, როგორც ბატონი Mehman 97 და ბატონი ჯეო2007?
- 2. ბატონ -გიორგი ჩუბინიძეს ვეტყვი, რომ გეთანხმებით ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოღონდ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს იყო მცდელობა - როგორ დამედო სტატია კანდიდატებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე და იმ მომენტისათვის ეს ახალგამომცხვარი სტატია მოვსინჯე. შესაბამისად, არ მიფიქრია ოკუპაციის თემაზე.
- 3. ბატონ Wiki - ჯაბას რაც შეეხება, მისგან სხვანაირ პასუხს არც ველოდები მომავალშიც. დანარჩენი ღმერთმა იცის.
კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონებო. გისურვებთ წარმატებებს!...--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 10:22, 7 მარტი 2021 (UTC)
- @Fiqriasidamonize: მთავარი პრობლემა არის წყაროები, მათი არ არსებობა და მათი გაფორმება. წყაროების საბაზისო მითითებისთვის იხ. ვპ:წამო, თუმცა რჩეული სტატიისთვის აუცილებელია, რომ წყაროები გაფორმებული იყოს არსებული სტანდარტის შესაბამისად - მაგალითისთვის, იხილეთ კურთხეული გაზაფხული, სადაც წყაროები იდეალურადაა გაფორმებული.
P.S. ნომინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ამ გვერდზე, და არა განხილვაში.--Melberg მიწერა 17:32, 7 მარტი 2021 (UTC)
- სტატიაში მოცემულია ბევრი ენციკლოპედიური ინფორმაცია, მაგრამ წყაროს გარეშე, ჩემთვის არადამაჯერებელია რომ ეს მთლიანი ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ იმ რესურსებში რომლებიც სტატიის ბოლოშია მითითებული, მიუხედავად ამისა ინფორმაციის კონკრეტულ მონაკვეთებს უბრალოდ უნდა მიეთითოს წყარო ან ჩაესვას შესაბამისი თარგი, ამისა და მცირე ტექნიკური ცვლილებების შემდეგ მე პირადად მზად ვარ შევიცვალო აზრი, წარმატებები----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 17:38, 7 მარტი 2021 (UTC)
- მეგობრებო, მადლობა კომენტარებისთვის. ვეცდები წყაროების საკითხი მოვაგვარო, მხოლოდ იმიტომ, რომ ვისწავლო მითითება. სხვა მხრივ, დიდად დაინტერესებული არ ვარ რჩეულობით, მით უმეტეს, რომ ვეთანხმები ბატონ გიორგი ჩუბინიძეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. როგორც უკვე გითხარით, ეს საცდელი მომენტი იყო. მადლობა, კიდევ ერთხელ მაპატიეთ, რომ დრო წაგართვით. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 16:36, 8 მარტი 2021 (UTC)