ვიეტნამური ცივი ყავა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვიეტნამური ცივი ყავა (ვიეტნამური: cà phê đá; სიტყვასიტყვით: ყინულიანი ყავა) არის ტრადიციული ვიეტნამური ყავის რეცეპტი. მის მოსამზადებლად გამოიყენება საშუალოსა და მუქს შორის მქონე შეფერილობის მოხალული ყავა. სასმელი მზადდება ყავის მარცვლებს შორის წყლის გატარებით ფინჯანში, რომელიც უკვე შეიცავს შესქელებულ რძეს. სასმელის ცივი სახით მიწოდება ხდება ჭიქაში ყინულის ჩამატებით.

ვარიანტები

რედაქტირება
 
ვიეტნამური ცივი ყავის ცხელი ვერსია

ვარიაციები მოიცავს შაქრის, ყინულის ან შესქელებული რძის დამატებას. ერთ-ერთ პოპულარულ ვარიაციას ეწოდება cà phê sữa đá (ან nâu đá ჩრდილოეთ ვიეტნამში), რომლის სერვირება ხდება ტკბილ შესქელებულ რძესთან ერთად. [1] ვიეტნამური ცივი ყავის ეს ვარიაცია მზადდება წვეთოვანი ფილტრის პროცესის დაწყებამდე ჭიქაში ორი-სამი ჩაის კოვზი ან მეტი შესქელებული რძის ჩასხმით. სხვა ვარიაციებია:

  • შავი ყავა (ცივი ან ცხელი) - Cà phê đen. [2]
  • თეთრი ყავა/ საიგონის სტილის ყავა - Bạc xỉu ( სიტყვასიტყვით: ფინჯანი რძე ცოტა ყავით)[3] კანტონურ-ვიეტნამური ცხელი ან ყინულიანი რძე ცოტა ყავის დამატებით, მაქიატოს მსგავსად. ეს ვარიაცია წარმოიშვა და პოპულარულია საიგონში.
  • პანდანუსის ყავა - Cà phê lá dứa. ეს ვარიაცია მზადდება ყავით, პანდანუსითა და თაფლით.
  • ქოქოსის ყავა - Cà phê dừa. ეს ვარიაცია მზადდება ყავით, ქოქოსის რძით და შესქელებული რძით.
  • ყავის შეიკი/შერეული ყავა - Sinh tố cà phê
  • კვერცხის ყავა - Cà phê trứng. ეს ვარიაცია მზადდება მოხარშული ყავით, შესქელებული რძითა და ქათმის კვერცხის გულით. მას აქვს ტირამისუს და ეგნოგის მსგავსი ტექსტურა და გემო. პოპულარულია ჰანოიში .
  • მარილიანი კრემის ყავა - Cà phê kem mặn. Huế-ს ვარიაცია.
  • ავოკადოს ყავა - Cà phê bơ. ეს ვარიაცია მზადდება ყავის ნალექით, ავოკადოთი, შესქელებული რძით და ვანილის ფხვნილით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

1857 წელს ვიეტნამში ყავა შემოიტანა ფრანგმა კათოლიკე მღვდელმა არაბიკის ყავის ხის სახით. [4] სასმელი რეგიონალური ვარიაციებით იქნა მიღებული. ახალი რძის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გამო, რადგან რძის მეურნეობის ინდუსტრია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, [5] ფრანგებმა და ვიეტნამელებმა დაიწყეს მუქი მოხალული ყავისა და შესქელებული რძის გამოყენება.

ვიეტნამი ყავის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი გახდა დოი მოის რეფორმებისა და ომის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის შემდგომ. დღესდღეობით, ცენტრალურ მაღალმთიანეთში მდებარეობს ბევრი ყავის ფერმა. ვიეტნამი არის რობუსტას სახეობის ყავის უდიდესი მწარმოებელი და ყავის სიდიდით მეორე მწარმოებელი მსოფლიოში.

  1. Fabricant, Florence (2021-02-08). „Vietnamese Iced Coffee, Ready to Drink“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2023-02-11.
  2. Best Types of Vietnamese Coffee Tourists Need To Try In Hanoi. ციტირების თარიღი: 2023-02-02
  3. Saigon Style Coffee [Bạc Xỉu]. ციტირების თარიღი: 2023-02-02
  4. The Story Of Coffee - Ho Chi Minh City, Vietnam. Atexpats.
  5. Ca Phe Sua Da - Ho Chi Minh City, Vietnam. Atexpats.