ვეჯინის საერისთავო

ვეჯინის საერისთავო, ვეჟინის საერისთავო — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული XI საუკუნის კახეთ-ჰერეთის სამეფოში. შექმნა კვირიკე III-მ. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვეჯინის (ვეჟინის) ერისთავს ექვემდებარებოდა ტერიტორია

ვიკიციტატა
„ქისიყის საზღვარს ზეით თურდოს ხევამდე და ალაზანსა და ჰერეთის მთის შიგნით, რომელ არს შიგნით-კახეთი.“

სავარაუდოა, რომ ვეჯინის საერისთავო დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ გააუქმა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბახტაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 265.
  • ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003