ვეჯინის მეორე ნაგებობა

ვეჯინის მეორე ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე ვეჯინის ხევის მარჯვენა ნაპირზე. სამანქანო გზის ქვეშ. 2002 წლის წყალდიდობის დროს გზის ჩანგრევის შედეგად გამოჩნდა დერეფანი (სიგრძე 1 მეტრი), რომელიც უკავშირდება გეგმით სწორკუთხა, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებულ, შეისრულ კამაროვან სათავსს. სათავის სამხრეთ კედელში თაღოვანი ნიშაა, მის მოპირდაპირე კედელში კი თაღოვანი კარი, რომელიც გადის კვადრატულ სათავში. აქაც კედლები და კამარა აგურისაა. ოთახების დამაკავშირებელი კარის პირდაპირ. თაღოვანი ღიობია (მთლიანად ამოვსებულია ქვაღორღილით). რომელიც ხევში გადის. ღიობის დასავლეთით მცირე თაღოვანი ნიშაა. ორივე სათავსი შელესილი ყოფილა (ნალესობა მხოლოდ კედლებზეა შემორჩენილი).

ლიტერატურა

რედაქტირება