ვეშაპის ტაუ (τ Cet, τ Ceti) — ვარსკვლავი ვეშაპის თანავარსკვლავედში, რომელიც სპექტრულად მზის მსგავსია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მასა მზის მასის 78%-ის ტოლია. მზის სისტემისგან დაცილებულია მხოლოდ 12 სინათლის წლითა და შედარებით ახლო ვარსკვლავად ითვლება. ვეშაპის ტაუ მეტალოდეფიციტური ვარსკვლავია და ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლდოვან პლანეტებს ფლობდეს. დაკვირვებებმა აღმოაჩინა მის ირგვლივ არსებული ათჯერ უფრო მეტი მტვერი, ვიდრე თანამედროვე მზის სისტემაში. ვარსკვლავი სტაბილურად გამოიყურება, მცირე ვარსკვლავური ცვალებადობით.

ასტრონომეტრიულ ან რადიალურ სიხშირულ გაზომვებს ვეშაპის ტაუს ირგვლივ ჯერ არ გამოუვლენია თანამგზავრები, მაგრამ თანამედროვე კვლევები უფრო სრულყოფილია, რაც გამორიცხავს ისეთ ქვევარსკვლავურ თანამგზავრებს, როგორებიცაა ფართო ყავისფერი ჯუჯები. ნამსხვრევების წრის წყალობით, ნებისმიერი პლანეტა, რომელიც შესაძლოა ვეშაპის ტაუს ირგვლივ ბრუნავს, შეჯახებების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ვიდრე დედამიწა. მიუხედავად სიცოცხლისათვის ასეთი დაბრკოლებისა, მზის მსგავსი მახასიათებლები ამ ვარსკვლავისადმი ფართო ინტერესს იწვევს. სტაბილურობის, მსგავსების და მზესთან შედარებითი სიახლოვის გამო, ვეშაპის ტაუ ამოღებულია დედამიწისმიღმა ინტელექტის ძიების (SETI) სამიზნედ. შესაბამისად, იგი ხშირადაა წარმოდგენილი ბელეტრისტიკაში.[1]

ვეშაპის ტაუს რაიმე საყოველთაოდ მიღებული ტრადიციული სახელი არ აქვს. შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შესაძლებელია, თუმცა მკრთალია და მიეკუთვნება მესამე ვარსკვლავიერ სიდიდეს. ვეშაპის ტაუდან მზე ასევე მესამე ვარსკვლავიერი სიდიდის გამოჩნდებოდა მენახირის თანავარსკვლავედში.

ვეშაპის ტაუ ბაიერის აღნიშვნით 1603 წელს შევიდა ციურ სხეულთა გერმანელ კარტოგრაფ იოჰან ბაიერის მიერ შედგენილ ვარსკვლავთა კატალოგ ურანომეტრიაში. მას „დურე-მენთორი“ ეწოდა,[2] რაც არაბული „ალ-დურ ალ-მანთუურიდან“ (არაბ. الدرر المنثور) მომდინარეობდა და მიმოფანტულ მარგალიტებს (გაწყვეტილი ყელსაბამის) ნიშნავს. 1650 წელს კაიროში, ეგვიპტელ ასტრონომ ალ-აჩასასი ალ-მუაკეტის მიერ შედგენილ ვარსკვლავთა კატალოგ კალენდარიუმში ვარსკვლავი შევიდა სახელით „თალით ალ-ნაამათი“ (არაბ. تالت ألنعامة), რომელიც ლათინურად ითარგმნა როგორც „ტერტია სტრუთიუნუმი“, რაც მესამე სირაქლემას ნიშნავს.[3]

ჩინურში, „კვადრატული ციური ბეღელი“ (ჩინ.: 天倉) აღნიშნავს ასტერიზმს, რომელიც შედგება იოტა სეტის, ეტა სეტის, ზეტა სეტის, თეტა სეტისა და 57 სეტისგან.[4] შესაბამისად, ვეშაპის ტაუ (ტაუ სეტი) ცნობილია როგორც „კვადრატული ციური ბეღელის მეხუთე ვარსკვლავი“.[5]

  1. Rutkowski, Chris A. (2010), The Big Book of UFOs, Dundurn, p. 33, ISBN 1554887607, http://books.google.com/books?id=cqmizCB7iacC&pg=PA33
  2. Moore, Patrick; Rees, Robin (2011). Patrick Moore's Data Book of Astronomy, 2nd, Cambridge University Press, გვ. 409. ISBN 0-521-89935-4. ციტირების თარიღი: 2011-04-28. 
  3. Knobel, E. B. (June, 1895). „Al Achsasi Al Mouakket, on a catalogue of stars in the Calendarium of Mohammad Al Achsasi Al Mouakket“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 55: 429. Bibcode:1895MNRAS..55..429K. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. 陳久金 (2005). 中國星座神話 (Chinese). 台灣書房出版有限公司. ISBN 978-986-7332-25-7. 
  5. 陳輝樺 (Editor). (July 10, 2006) 天文教育資訊網 Chinese. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2011. ციტირების თარიღი: ნოემბერი 12, 2012.