ვეფხისციხე
ვეფხისციხე — ისტორიული სოფელი კახეთში, გაღმა მხარში.
XVIII საუკუნის 60-იან წლებში ლომისციხესთან ერთად მეფე ერეკლე II-მ დაასახლა იმ სოფლების გადარჩენილი მოსახლეობით, რომლებიც ლეკების მიერ იყო დარბეული. მდებარეობდა ყვარლის სამხრეთ-დასავლეთით 0,5 კმ-ზე. ვეფხისციხე სამეფო მფლობელობაში იყო და მას ჩოლოყაშვილების საგვარეულოდან დანიშნული მოურავი განაგებდა. რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კახეთის თავად-აზნაურთა შეთქმულების (1802) დროს კარის მრჩეველი კარნეევი და გენერალ-მაიორი გულიაკოვი ვეფხისციხეში მივიდნენ, მაგრამ შეთქმულების მონაწილე მოურავი დავით ჩოლოყაშვილი გაქცეული დახვდათ. 1804 წლის კამერალური აღწერით საბატონო და საეკლესიო მფლობელობის სოფელი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის თარგმ. და გამოც., ტ. 1, თბ., 1962.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
- ცინცაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- Акты, собранные Кавказской археографической комиссией (АКАК), т. 1, Тфл.,1866.