ვეფხვისებრი გველი
ვეფხვისებური გველი (ლათ. Notechis scutatus) გავრცელებულია ავსტრალიაში, თითქმის მთელს ხმელეთზე, უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა (ახალი სამხრეთი უელსი; კუინზლენდი; სამხრეთ ავსტრალია; ვიქტორია; დასავლეთ ავსტრალია). იზრდება 2 მეტრამდე. შხამი ძალიან ძლიერი აქვს, ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიური ხმელეთის გველებს შორის. შავი სხეული დაფარულია განივი ყვითელი ზოლებით, მუცელიც ყვითელია. საშიშროების დროს, სხეულის წინა ნაწილს სწევს ზემოთ და ამსხვილებს. კბენის შედეგად პატარა ძუძუმწოვრები ადგილზევე, მომენტალურად კვდებიან. გამოთვლილია, რომ მის ჯირკვლებში არსებულ შხამს შეუძლია მოკლას 400 კაცი. ვეფხვისებური გველი კვერცხცოცხლადმშობია. ბადებს 72-მდე წიწილას, ყოფილა შემთხვევა დაუბადია 109.
ვეფხვისებური გველი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ვეფხვისებური გველი (Notechis scutatus) | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Notechis scutatus | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 169687 | |||||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Notechis (TSN 700234). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა. Retrieved on 23 მარტი 2008.