უესტლანდ-ტაი-პოუტინის ეროვნული პარკი

(გადამისამართდა გვერდიდან ვესტლანდის ეროვნული პარკი)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 28 დეკემბერი 2020. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

უესტლანდ-ტაი-პოუტინის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე. შეიქმნა 1960 წელს, უესტლანდის რაიონის ევროპული დასახლების ასი წლისთავზე. მოიცავს 1 175 კმ² ტერიტორიას და ვრცელდება სამხრეთ ალპების უმაღლესი მწვერვალებიდან ველურ, დაშორებულ სანაპირო ზოლამდე. ესაზღვერბა მთავარი წყალგამყოფის გასწვრივ მდებარე მაუნტ-კუკის ეროვნულ პარკს.

უესტლანდ-ტაი-პოუტინის ეროვნული პარკი

Westland Tai Poutini National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ფრანც იოსების მყინვარი
მდებარეობა უესტ-კოსტის რეგიონი
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
კოორდინატები 43°23′ ს. გ. 170°11′ ა. გ. / 43.383° ს. გ. 170.183° ა. გ. / -43.383; 170.183
ფართობი 1 175 კმ²
დაარსდა 1960
მმართველი ორგანო ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი

ეროვნული პარკი მოიცავს მყინვარებს, თვალწარმტაც ტბებსა და ზომიერ წვიმის ტყეებს, ისევე როგორც სანაპიროს გასწვრივ მდებარე ოქროს მომპოვებელ ძველ ქალაქთა ნაშთებს. პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ფრანც იოსებისა და ფოქსის მყინვარები. შესაძლებელია ნადირობა კეთილშობილ ირმებსა და არჩვებზე, ასევე ამავე მიზნებით მთებში ვერტმფრენით დაშვება.

2010 წელს, პარკს დაემატა 4 400 ჰა ტერიტორია.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. New additions to Westland National Park. New Zealand Government (17 June 2010). ციტირების თარიღი: 17 June 2010.[მკვდარი ბმული]