ვესტა

(გადამისამართდა გვერდიდან ვესტა (მითოლოგია))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვესტა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვესტა (ლათ. Vesta) — რომაელების ცეცხლის, ოჯახური კერიის, ქალაქის თემის მფარველი ქალღმერთი. ვესტას კულტი ერთ-ერთი უძველესი ინდო-ევროპული კულტია და ოდითგანვე იყო რომში გავრცელებული. იგი მტკიცედ იყო დაკავშირებული ისეთ სიწმინდეებთან, როგორიცაა პალადიუმი, რომელიც ენეოსმა ჩამოიტანა და ვესტას ტაძარში ინახებოდა, როგორც რომის სიძლიერის სიმბოლო და რეგიუმი — მეფის საცხოვრებელი.

'


მითოლოგია: ძველი რომის რელიგია
სხვა კულტურებში: ჰესტია და ანუკეტი
სქესი: მდედრობითი
გავლენის სფერო: kitchen stove, სახლი და ოჯახი
მამა: სატურნი
დედა: Ops
და-ძმა: იუპიტერი, ნეპტუნი, Pluto, იუნონა და Ceres
გამოსახულებები

რომის დაარსების თქმულებებიდან ჩანს, რომ ვესტას კულტი რომზე ძველია, იგი ჯერ კიდევ ალბა-ლონგაში იცოდნენ. რომის ლეგენდარული დამაარსებლის, რომულუსის დედაც ვესტას ქურუმი იყო.

ვესტას ტაძარი ააშენა რომის მეორე მეფემ ნუმა პომპილიუსმა პალატინის გორაზე. პლუტარქე დაწვრილებით აღწერს ამ ტაძარს, რომლის ცენტრშიც წმინდა ცეცხლი ენთო. პლუტარქე მიიჩნევს, რომ იგი მზის სიმბოლოა, რომელიც სამყაროს ცენტრშია.

ვესტას ტაძარი, გადაღებულია 1850-იან ან 1860-იან წლებში

ვესტას ქურუმებს 6–10 წლის ასაკში არისტოკრატიული ოჯახების ქალიშვილებიდან არჩევდნენ და მათ 30 წლის მანძილზე უნდა შეენარჩუნებინათ ქალწულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ცოცხლად მარხავდნენ. ვესტას ქალწულები ტაძარში მარადიულ ცეცხლს ინარჩუნებდნენ, რომელიც სახელმწიფოს ძლიერების და სტაბილურობის სიმბოლო იყო, მონაწილეობდნენ რიტუალებში და ამზადებდნენ ფქვილის, მარილისა და სამსხვერპლო ცხოველების ფერფლისგან მსხვერპლშესაწირ ნარევებს (mola salsa).

თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ცუდ ნიშნად ითვლებოდა, მაგრამ ყოველი წლის პირველ დღეს ცეცხლს აქობდნენ და თავიდან ანთებდნენ წმინდა ხის ხეზე ხახუნით. მისგან ინთებოდა კურიების ცეცხლიც. ითვლებოდა, რომ ყოველ ცეცხლში არის ქალღმერთის სულის ნაწილი. ამასთან ერთად ტაძარში შენახული წმინდა ბზაც იცვლებოდა. კერძო სახლებში ვესტას ეძღვნებოდა შესასვლელი — ვესტიბიული.

შემდგომში ვესტას აიგივებდნენ დედამიწასთან, რომლის ბირთვშიც ცეცხლია. ვესტას ასევე პენატებს აკუთვნებდნენ, რადგან მაგისტრატუსები, როდესაც მოვალეობის შესრულებას იწყებდნენ, მსხვერპლს სწირავდნენ პენატებს და ვესტას.

ვესტას გამოსახავდნენ თავსაფრით დაფარული სახით, თასით, ჩირაღდნით, სკიპედრით და პალადიუმით.

ვესტას დღესასწაული — ვესტალია, აღინიშნებოდა 9 ივნისს. დღესასწაულზე რომაელი ქალები ფეხშიშველები მიდიოდნენ ვესტას ტაძარში და მსხვერპლს სწირავდნენ მას. ამ დღეს არ ამუშავებდნენ ვირებს, რადგან, თქმულების თანახმად, ვირის ყროყინმა გააღვიძა ქალღმერთი, როდესაც პრიაპუსი მის გაუპატიურებას აპირებდა.

ვესტას მსახურობა გრძელდებოდა 382 წლამდე, სანამ გრაციანუსმა არ შეწყვიტა იგი და არ ჩააქრო წმინდა ცეცხლი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება