ვერცხლისწყლის(I) ნიტრატი
ვერცხლისწყლის(I) ნიტრატი − არაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით Hg2(NO3)2. არის ტოქსიკური და გამოიყენება ვერცხლისწყლის სხვა ერთვალენტიანი ნაერთების მისაღებად. ძირითადად გვხვდება დიჰიდრატის სახით, რომელიც ყვითელი ფერისაა. წყალში მცირედ იხსნება. ხსნადობა უმჯობესდება მცირე რაოდენობით აზოტმჟავის დამატებით. მიიღება ვერცხლისწყლის განზავებულ აზოტმჟავაში გახსნით. კონცენტრირებულ მჟავაში მიიღება ორვალენტიანი ნიტრატი.
ვერცხლისწყლის(I) ნიტრატი [1][2] | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ვერცხლისწყლის(I) ნიტრატი |
ქიმიური ფორმულა | Hg2(NO3)2 |
მოლური მასა | 525.19(უწყლო) 561.22(დიჰიდრატი) გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 4.8(დიჰიდრატი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | იშლება 70 °C-ზე (დიჰიდრატი) °C |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | რეაქციაში შედის გ/100 მლ |
NFPA 704 |
რეაქციები
რედაქტირებაწყალში გახსნისას მიდის ნელი რეაქცია და წარმოიქმნება ტუტე ნიტრატი. ხსნარს თეთრი ფერი აქვს. რეაქცია მიმდინარეობს შემდეგნაირად:
- Hg2(NO3)2 + H2O ⇌ Hg2(NO3)(OH) + HNO3
ხსნარის ადუღებით მიიღება ელემენტი ვერცხლისწყალი და ორვალენტიანი ნიტრატი. რეაქცია შექცევადია, რადგან ორვალენტიანი ნიტრატისა და ელემენტის ერთად გაცხელებით მიიღება ერთვალენტიანი ნიტრატი.[2]
- Hg2(NO3)2 ⇌ Hg + Hg(NO3)2
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lide, David R. (1998), Handbook of Chemistry and Physics (87 რედ.), CRC Press, pp. 4–45, ISBN 0-8493-0594-2
- ↑ 2.0 2.1 Patnaik, Pradyot (2003), Handbook of Inorganic Chemical Compounds, McGraw-Hill Professional, pp. 573, ISBN 0-07-049439-8, https://books.google.com/books?id=Xqj-TTzkvTEC&q=%22Manganese%28II%29+acetate%22&pg=PA552. წაკითხვის თარიღი: 2009-07-20